დექსამეტაზონი
Dexamethasone
დექსამეტოზონი შეჰყავთ ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად გადაუდებელ შემთხვევებში, ასევე როდესაც შეუძლებელია პრეპარატის პერორალური მიღება, ისეთი მდგომარეობის დროს, როგორიცაა: ენდოკრინული დარღვევები: თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი ან მეორეული (ჰიპოფიზური) უკმარისობის ჩანაცვლებითი თერაპია (ჰიდროკორტიზონი და კორტიზონი …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დექსამეტაზონი (dexamethasone)
- ფორმა და შეფუთვა
- 4მგ/მლ 1მლ ი.ვ. საინექციო/საინფუზიო, ი.მ., სახსარში, კანის დაზიანებულ ადგილას და რბილ ქსოვილებში შესაყვანი საინექციო ხსნარი ამპულა №5 (1X5)
- მწარმოებელი
- «Pharmaceutical company «Zdorovye» Ltd, უკრაინა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის, გლუკოკორტიკოიდები
- ATC კოდი
- H02AB02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-032857
- რეგისტრირებულია
- 21 ივლისი 2021, მოქმედებს 30 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Experimental plant GNCLS» Ltd (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „კვადრიუმ ფარმჰაუსი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დექსამეტაზონი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დექსამეტოზონი შეჰყავთ ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად გადაუდებელ შემთხვევებში, ასევე როდესაც შეუძლებელია პრეპარატის პერორალური მიღება, ისეთი მდგომარეობის დროს, როგორიცაა:
ენდოკრინული დარღვევები:
თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი ან მეორეული (ჰიპოფიზური) უკმარისობის ჩანაცვლებითი თერაპია (ჰიდროკორტიზონი და კორტიზონი წარმოედგენენ არჩევის პრეპარატს, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია სინთეზური ანალოგების გამოყენება მინერალოკორტიკოსტეროიდებთან ერთად; პედიატრიულ პრაქტიკაში მინერალოკორტიკოსტეროიდებთან ერთდროული გამოყენება საკმაოდ მნიშვნელოვანია).
თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა (ჰიდროკორტიზონი და კორტიზონი წარმოადგენენ არჩევის პრეპარატებს, შესაძლოა საჭირო გახდეს მინერალოკორტიკოიდებთან ერთობლივი გამოყენება, განსაკუთრებით სინთეზური ანალოგების გამოყენების დროს).
ოპერაციის წინა პერიოდში და სერიოზული ტრავმების დროს ან პაციენტებში თირკმელზედაჯირკვლის მწვავე უკმარისობით ან გაურკვეველი ადრენოკორტიკალური მარაგის დროს.
ტრადიციული მკურნალობის მიმართ მდგრადი შოკი, თირკმელზედა ჯირკვლის არსებული ან სავარაუდო უკმარისოსბის დროს.
თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია
ფარისებრი ჯირკვლის არაჩირქოვანი ანთება.
ჰიპერკალცემია, რომელიც გამოწვეულია სიმსივნური დაზიანებით;
რევმატიული დაავადებები: ხანმოკლე დამხმარე თერაპიის სახით (პაციენტის გამოსაყვანად მწვავე მდგომარეობიდან ან დაავადების გამწვავებისას) შემდეგი დაავადებების დროს:
პოსტრავმული ოსტეოართროზი;
სინოვიტი, ოსტეოართროზის დროს;
რევმატოიდული ართრიტი, იუვენილური რევმატოიდული ართრიტის ჩათვლით (ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია საჭირო იყოს შემანარჩუნებელი თერაპია დაბალი დოზებით);
ეპიკონდილიტი;
მწვავე და ქვემწვავე ბურსიტი;
მწვავე არასპეციფიური ტენდოსინოვიტი;
მწვავე პოდაგრული ართრიტი;
ფსორიაზული ართრიტი;
მაანკილიზებელი სპონდილიტი.
კოლაგენოზები: გამწვავების პერიოდში ან ერთეულ შემთხვევებში, შემანარჩუნებელი თერაპიის სახით, შემდეგი დაავადების დროს:
სისტემური წითელი მგლურა;
მწვავე რევმატული კარდიტი.
კანის დაავედებები:
პემფიგუსი;
მძიმე მულტიფორმული ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);
ექსფოლიაციური დერმატიტი
ბულოზური ჰერპეტიფორმული დერმატიტი;
მძიმე სებორეული დერმატიტი;
მძიმე ფსორიაზი;
ფუნგოიდური მიკოზი.
ალერგიული დაავადებები: მძიმე და ინვალიდიზირებული ალერგიული მდგომარეობების კონტროლი, რომელიც არ ექვემდებარება ტრადიციულ მკურნალობას:
ბრონქული ასთმა;
კონტაქტური დერმატიტი;
ატოპიური დერმატიტი;
შრატისმიერი დაავადება;
ქრონიკული ან სეზონური ალერგიული რინიტი;
ალერგია სამკურნალო პრეპარატებზე;
ჭინჭრის ციება სისხლის გადასხმის შემდეგ;
ხორხის მწვავე არაინფექციური შეშუპება (არჩევის პრეპარატს წარმოადგენს ეპინეფრინი).
თვალის დაავადებები: მძიმე მწვავე და ქრონიკული თვალის ალერგიული და ანთებითი პროცესები თვალის დაზიანებით:
Herpes zoster-ით გამოწვეული თვალის დაზიანებები;
ირიტი, ირიდოციკლიტი;
ქორიორეტინიტი;
დიფუზური უკანა უვეიტი და ქორიოიდიტი;
მხედველობის ნერვის ნევრიტი;
სიმპათიკური ოფთალმია;
წინა სეგმენტის ანთება;
ალერგიული კონიუნქტივიტი;
კერატიტი;
რქოვანას ალერგიული კუთხოვანი წყლულები.
კუჭ-ნაწლავის დაავადებები: პაციენტის გამოსაყვანად კრიტიკული მდგომარეობიდან, შემდეგი დაავადებების დროს:
წყლულოვანი კოლიტი (სისტემური თერაპია);
კრონის დაავადება (სისტემური თერაპია).
სასუნთქი გზების დაავადებები:
სიმპტომური სარკოიდოზი;
ბერილიოზი;
ფილტვის კეროვანი ან დისემინირებული ტუბერკულოზი (გამოიყენება შესაბამის ანტიტუბერკულოზურ ქიმიოთერაპიასთან ერთად);
ლეფლერის სინდრომი, რომელიც არ ემორჩილება სხვა მეთოდებით მკურნალობას;
ასპირაციული პნევმონია.
ჰემატოლოგიური დაავადებები:
შეძენილი (აუტოიმუნური) ჰემოლიზური ანემია;
იდიოპათიური თრომბოციტოპენური პურპუპა მოზრდილებში (მხოლოდ ინტრავენური გამოყენება; უკუნაჩვენებია ინტრამუსკულური შეყვანა);
მეორეული თრომბოციტოპენია მოზრდილებში;
ერითრობლასტოპენია (ერითროციტული ანემია);
თანდაყოლილი (ერითროიდული) ჰიპოპლაზური ანემია.
ონკოლოგიური დაავადებები:
მოზრდილებში ლეიკემიის და ლიმფომის პალიატიური მკურნალობა;
მწვავე ლეიკემია ბავშვებში.
მდგომარეობები, რომელსაც თან ახლავს შეშუპება:
დიურეზის სტიმულირება ან პროტეინურიის შემცირება იდიოპათიური ნეფროლიზური სინდრომის დროს (ურემიის გარეშე) და თირკმლის ფუნქციის დარღვევა სისტემური წითელი მგლურას დროს.
თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დიაგნოსტიკური გამოკვლევა
ტვინის შეშუპება:
ტვინის შეშუპება პირველადი ან მეტასტაზური სიმსივნის, კრანიოტომიის ან თავის ტრავმისას.
პრეპარატის გამოყენება ტვინის შეშუპების დროს არ ცვლის შესაბამის ნეიროქირურგიულ გამოკვლევებს და საბოლოო დანიშნულებას, ისეთს როგორიცაა ნეიროქირურგიული ჩარევა და სხვა სპეციფიკური თერაპია.
კორონავირუსული დაავადება 2019 (COVID-19):
კორონავირუსული დაავადების 2019 (COVID-19) მკურნალობა მოზრდილებსა და მოზარდებში (12 წელზე მეტი ასაკის და არანაკლებ 40 კგ სხეულის მასის მქონე პაციენტები), რომლებსაც ესაჭიროება დამატებითი ჟანგბადის თერაპია.
სხვა ჩვენებები:
ტუბერკულოზური მენინგიტი სუბარაქნოიდული ბლოკადით ან ბლოკადის საშიშროებით (შესაბამის ანტიტუბერკულოზურ მკურნალობასთან ერთად);
ტრიქინოზი ნევროლოგიური სიმპტომებით ან მიოკარდიუმის ტრიქინოზი.
დექსამეტაზონის სახსარშიდა ან რბილ ქსოვილებში შეყვანის ჩვენებები: ხანმოკლე დამხმარე თერაპიის სახით (პაციენტის გამოსაყვანად მწვავე მდგომარეობიდან ან დაავადების გამწვავებისას):
რევმატოიდული ართრიტი (ცალკეული სახსრის მძიმე ანთება);
სინოვიიტი ოსტეოართროზის დროს;
მწვავე და ქვემწვავე ბურსიტი;
მწვავე პოდაგრული ართრიტი;
ეპიკონდილიტი;
მწვავე არასპეციფიკური ტენდოსინოვიიტი;
პოსტტრავმული ოსტეოართრიტი.
ადგილობრივი გამოყენება (შეყვანა დაზიანების ადგილას):
კელოიდური დაზიანებები;
ჰიპერტროფიული, ანთებითი და ინფილტრაციული დაზიანებები სარტყლისებური ლიქენის, ფსორიაზის და რკალისებრი გრანულომით;
დისკოიდური წითელი მგლურა;
ოპენჰეიმის ლიპოიდური ატროფიული დერმატიტი;
ლოკალური ალოპეციის დროს.
შესაძლებელია ასევე აპონევროზის და მყესის (გარგლიის) კისტოზური სიმსივნეების დროს გამოყენება.
მიღების წესი და დოზირება
ინიშნება მოზრდილებში და ბავშვებში ახალშობილობის პერიოდიდან. შეჰყავთ ინტრავენურად (ინიექციის ან ინფუზიის სახით), ინტრამუსკულარულად ან ადგილობრივად - სახსარშიდა ინიექცია ან ინიექცია კანის დაზიანების ადგილას ან რბილი ქსოვილების ინფილტრატში.
გამხსნელის სახით ინტრავენური ინფუზიისთვის გამოიყენება 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი ან 5% გლუკოზის ხსნარი.
ხსნარები, რომლებიც განკუთვნილია ინტრავენური ინფუზიისთვის ან პრეპარატის შემდგომი გახსნისთვის, არ უნდა შეიცავდნენ კონსერვანტებს, განსაკუთრებით თუ ისინი განკუთვნილია ახალშობილებში და დღენაკლულ ბავშვებში გამოსაყენებლად.
საინფუზიო ხსნარის მომზადების დროს პრეპარატის გამხსნელთან განზავებისას დაიცავით ასეპტიკის წესები. ვინაიდან საინფუზიო ხსნარები არ შეიცავენ კონსერვანტებს, მიღებული ხსნარი უნდა გამოიყენოთ 24 საათის განმავლობაში.
პარანტერალური გამოყენების პრეპარატები უნდა შემოწმდეს ვიზუალურად უცხო სხეულების არსებობაზე და ფერის ცვლილებაზე ყოველი შეყვანის წინ, რათა განისაზღვროს პრეპარატის და კონტეინერის ვარგისობა.
დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად, კონკრეტული პაციენტის დაავადებიდან გამომდინარე, მკურნალობის ხანგრძლივობის, კორტიკოსტეროიდების ამტანობის და ორგანიზმის რეაქციის გათვალისწინებით.
ინტრავენური და ინტრამუსკულარული შეყვანა:
რეკომენდებული საწყისი დოზა ვარირებს 0,5 მგ-დან 9 მგ-მდე დღეში, დიაგნოზის შესაბამისად. შედარებით მსუბუქ შემთხვევებში შესაძლოა საკმარისი იყოს 0,5 მგ-ზე ნაკლები დოზა, მაშინ როდესაც უფრო მძიმე შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს 9 მგ-ზე მეტი დოზა დღეში.
დექსამეტაზონის საწყისი დოზები უნდა გამოიყენოთ კლინიკური რეაქციების გამოვლენამდე და შემდგომ უნდა მოხდეს დოზის თანდათანობით შემცირება ყველაზე დაბალ კლინიკურად ეფექტურ დოზამდე. თუ მაღალი დოზებით მკურნალობა დანიშნულია რამოდენიმე დღეზე მეტ ხანს, დოზა შემდეგ თანდათანობით უნდა შემცირდეს 5-7 დღის განმავლობაში ან უფრო დიდი ხნის განმავლობაში.
თუ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ არ ვითარდება დამაკმაყოფილებელი კლინიკური რეაქცია, უნდა შეწყდეს დექსამეტაზონის ფოსფატის ინიექციია და პაციენტს დაენიშნოს სხვა მკურნალობა.
საჭიროა სიმპტომების ზუსტი კონტროლი, რომლებმაც შესაძლოა საჭირო გახადონ დოზირების კორექცია, კერძოდ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა - კლინიკური მდგომარეობის ცვლილება რემისიის ან დაავადების გამწვავების დროს, პრეპარატის მიმართ ინდივიდუალური მგრძნობელობა და სტრესის გავლენა (მაგალირად, ქირურგიული ჩარევა, ინფექცია, ტრავმა). სტრესის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს გარკვეული დროით დოზის გაზრდა.
თუ მკურნალობა 2-3 დღეზე მეტ ხანს გრძელდებოდა და შემდეგ საჭირო გახდა პრეპარატის შეყვანის შეწყვეტა, ეს თანდათანობით უნდა მოხდეს.
ინტრავენური შეყვანისას დოზირება იგივეა, როგორ პერორალური გამოყენებისას. მაგრამ ზოგიერთ გადაუდებელ, მწვავე და სიცოცხლისთვის საშიშ შემთხვევებში ჩვეულებრივზე მაღალი დოზების გამოყენება შეიძლება იყოს გამართლებული და პერორალურ დოზირებასთან შეთავსებული. გასათვალისწინებელია, რომ კუნთში შეყვანისას აბსორბციის სიჩქარე უფრო დაბალია.
შოკი
მიმდინარე სამედიცინო პრაქტიკაში შოკის მკურნალობის დროს, რომელიც მდგრადია ტრადიციული თერაპიისადმი, გამოიყენება კორტიკოსტეროიდების მაღალი (ფარმაკოლოგიური) დოზები. არსებობს საინიექციო დექსამეტაზონის ფოსფატის შემდეგი დოზირება:
3 მგ/კგ სხეულის მასაზე 24 საათის განმავლობაში მუდმივი ინტრავენური ინფუზიის სახით საწყისი 20 მგ-ის ინტრავენური ინიექციის შეყვანის შემდეგ.
2-6 მგ/კგ სხეულის მასაზე ერთი ინტრავენური ინიექციის სახით.
40 მგ საწყისი დოზა, შემდეგ განმეორებით ინტრავენური ინიექცია ყოველ 4-6 საათში შოკის სიმპტომების არსებობამდე.
1 მგ/კგ სხეულის მასაზე ერთჯერადი ინტრავენური ინიექციის სახით.
კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მხოლოდ პაციენტის მდგომარეობის დასტაბილურებამდე და ჩვეულებრივ არაუმეტეს 48-72 საათისა.
ტვინის შეშუპება
დექსამეტაზონის, საინიექციო ხსნარი, როგორც წესი ინიშნება საწყისი დოზით 10 მგ ინტრავენურად, შემდეგ 4 მგ ყოველ 6 საათში კუნთში სიმპტომების გაქრობამდე.
რეაქცია მკურნალობაზე როგორც წესი ვლინდება 12-24 საათის განმავლობაში, დოზირება შეიძლება შემცირდეს მკურნალობის 2-4 დღის შემდეგ, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს თანდათანობით 5-7 დღის განმავლობაში. პალიატიური გამოყენებისთვის პაციენტებში განმეორებითი ან არაოპერაბელური თავის ტვინის სიმსივნით, შესაძლებელია ეფექტური იყოს შემანარჩუნებელი თერაპია დოზირებით 2 მგ 2-3 ჯერ დღეში.
მძიმე ალერგიული დაავადებები
მწვავე ალერგიული დაავადებების დროს, რომლებიც თვითონ კუპირდება, ან ქრონიკული ალერგიული დაავადებების მძიმე გამწვავებისას ინიშნება დოზირების შემდეგი სქემა, რომელიც აერთიანებს პარენტერალურ და პერორალურ თერაპიას:
დექსამეტაზონი, საინიექციო ხსნარი, 4 მგ/მლ: პირველი დღე: 1 ან 2 მლ (4 ან 8 მგ), კუნთში.
დექსამეტაზონი, ტაბლეტები, 0,5 მგ: მეორე და მესამე დღე: 6 ტაბლეტი ორ მიღებაზე ყოველ დღე; მეოთხე დღე - 3 ტაბლეტი ორ მიღებაზე; მეხუთე და მეექვსე დღე - 1 1/2 ტაბლეტი ყოველ დღე; მეშვიდე დღე - მკურნალობის დასრულება; მერვე დღე - ექიმთან განმეორებითი ვიზიტი.
ეს სქემა განკუთვნილია ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფისთვის გამწვავების სტადიებში დოზის გაადაჭარბების საშიშროების თავიდან აცილების მიზნით ქრონიკული შემთხვევების დროს.
COVID-19-ის მკურნალობა
მოზრდილები და ბავშვები (12 წელზე მეტი ასაკის და არანაკლებ 40 კგ სხეულის მასის მქონე მოზარდები): 6 მგ დექსამეტაზონი ინტრავენურად ერთხელ დღეში, 10 დღის განმავლობაში.
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად.
თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ხანდაზმული პაციენტები დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ადგილობრივი შეყვანა
სახსარშიდა შეყვანა, შეყვანა დაზიანების ადგილას ან რბილ ქსოვილებში გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დაზიანება განისაზღვრება ერთი ან ორი სახსრით (უბნით). დოზები და შეყვანის სიხშირე დამოკიდებულია მდგომარეობაზე და შეყვანის ადგილზე. ჩვეულებრივი დოზა არის 0,2-6 მგ. სახსარში განმეორებითი შეყვანა შესაძლებელია 3-4 თვის შემდეგ. პრეპარატის შეყვანა შესაძლებელია ერთ სახსარში მხოლოდ 3-ჯერ ან 4-ჯერ მთელი ცხოვრების განმავლობაში და ერთდროულად არა უმეტეს 2 სახსარში. სახსარში ხშირმა შეყვანამ შეიძლება დააზიანოს სახსრის ხრტილი და გამოიწვიოს ძვლის ნეკროზი.
კორტიკოსტეროიდის სახსარშიდა ინიექციამ ადგილობრივ ეფექტებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს სისტემური ეფექტები.
საჭიროა თავის არიდება ინფიცერულ სახსარში კორტიკოსტეროიდების შეყვანისაგან.
არ არის სასურველი კორტიკოსტეროიდების შეყვანა არასტაბილურ სახსარში.
ზოგიერთი ერთჯერადი დოზები მოცემულია ქვემოთ ცხრილში:
ინიექცის ადგილი
დექსამეტაზონის ფოსფატის დოზა (მგ)
დიდი სახსრები (მაგალითად, მუხლის)
2-4
მცირე სახსრები (მაგალითად, ფალანთაშორისი, საფეთქელ-ქვედა ყბის)
0,8-1
კუნთშორისი ჩანთები
2-3
მყესის გარსები
0,4-1
რბილი ქსოვილბის ინფილტრაცია
2-6
განგლიები
1-2
დექსამეტაზონი, საინიექციო ხსნარი, განსაკუთრებით რეკომენდებულიახანგრძლივი მოქმედების სახსარშიდა და რბილ ქსოვილებში შეყვანისათვის განკუთვნილ ნაკლებად ხსნად სტეროიდეთან ერთდროული გამოყენებისათვის.
საბავშვო დოზები
ჩანაცვლებითი თერაპიის რეკომენდებული დოზაა 0,02 მგ/კგ სხეულის მასაზე ან 0,67 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე/დღე-ღამეში, რაც სამ ინიექციაზე იყოფა.
ყველა სხვა ჩვენებების დროს საწყისი დოზების დიაპაზონი შეადგენს 0,02-0,03 მგ/კგ/დღეში 3-4 ინიექციაზე (0,67-9 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე/დღეში).
შესადარებლად ქვემოთ მოცემულია ეკვივალენტური დოზები მგ-ში სხვადასხვა კორტიკოსტეროიდებისათვის.
0,75 მგ დექსამეტაზონი ეკვივალენტურია 2 მგ პარამეტაზონის ან 4 მლ მეთილპრედნიზოლონის და ტრიამცინოლონის, ან 5 მგ პრედნიზონის და პრედნიზოლონის, ან 20 მგ ჰიდროკორტიზონის, ან 25 მგ კორტიზონის, ან 0,75 მგ ბეტამეტაზონის.
დოზირების ეს შეფარდება ეხება ამ პრეპარატების მხოლოდ პერორალურ და ინტრავენურ გამოყენებას. თუ ეს პრეპარატები ან მათი წარმოებულები შეჰყავთ კუნთში ან სახსარში, მათი შეფარდებითი თვისებები შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს.
ბავშვები.
ბავშვებში გამოიყენება ახალშობილობის პერიოდიდან მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში. დექსამეტაზონით მკურნალობის პერიოდში საჭირო ბავშვებისა და მოზარდების ზრდასა და განვითარებაზე თვალ-ყურის დევნება.
უკუჩვენებები
ინტრამუსკულარული შეყვანა უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ სისხლის შედედების მძიმე დაავადებები. ადგილობრივი შეყვანა უკუნაჩვენებია ბაქტერიემიის დროს, სისტემური სოკოვანი ინფექციების დროს, პაციენტებში არასტაბილური სახსრებით, შეყვანის ადგილას ინფექციის არსებობისას, მათ შორის გონორეის ან ტუბერკულიოზის შედეგად განვითარებული სეპტიკური ართრიტის დროს.
მომატებული მგრძნობელობა დექსამეტაზონის ან პრეპარატის სხვა კომპონენტის მიმართ.
მწვავე ვირუსული, ბაქტერიული ან სისტემური სოკოვანი ინფექციები (თუ არ ტარდება შესაბამისი თერაპია), კუშინგის სინდრომი, ვაქცინაცია ცოცხალი ვაქცინით.
სიფრთხილის ზომები
პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობენ დექსამეტაზონით, მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს მოხსნის სინდრომი (თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის ნიშნების გარეშე) შემდეგი სიმპტომებით: სხეულის ტემპარატურის მომატება, სურდო, კონიუნქტივის გაწითლება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა ან გაღიზიანება, კუნთების და სახსრების ტკივილი, ღებინება, სხეულის მასის შემცირება, ზოგადი სისუსტე, ასევე ხშირად გულყრები. ამიტომ დექსამეტაზონის დოზა უნდა შემცირდეს თანდათანობით. პრეპარატის უეცარმა მოხსნამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.
კორტიკოიდებით პარენტერული მკურნალობის დროს, იშვიათად შეიძლება აღინიშნებოდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ამიტომ დექსამეტაზონით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, ალერგიული რეაქციების შესაძლებლობის გათვალისწინებით (განსაკუთრებით, პაციენტებთან, რომლებსაც ანამნეზში რომელიმე სხვა პრეპარატზე ალერგიული რეაქციები აღენიშნება).
თუ პაციენტი თერაპიის განმავლობაში მძიმე სტრესის მდგომარეობაშია (ტრავმის, ოპერაციის ან მძიმე დაავადების გამო), დექსამეტაზონის დოზა უნდა გაიზარდოს, ხოლო თუ ეს მკურნალობის შეწყვეტისას ხდება, ჰიდროკორტიზონი ან კორტიზონი უნდა გამოიყენოთ.
თუ დექსამეტაზონი პაციენტებში ხანგრლივი დროის განმავლობაში გამოიყენებოდა, და თერაპიის შეწყვეტის შემდეგ მათ მძიმე სტრესი აქვთ, დექსამეტაზონის გამოყენება უნდა განახლდეს, ვინაიდან მის მიერ გამოწვეული თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა შეიძლება მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვე გაგრძელდეს.
კორტიკოსტეროიდების სისტემურმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ფსიქიკური რეაქციები. ძირითადად სიმპტომები ვლინდება რამოდენიმე დღის ან კვირის შემდეგ მკურნალობის დაწყებიდან. ამ სიმპტომების განვითარების საშიშროება იზრდება მაღალი დოზების გამოყენების დროს. რეაქციების უმრავლესობა გაივლის დოზის შემცირების ან პრეპარატის მოხსნის შემდეგ. საჭიროა დაკვირვება და ფსიქიკური ცვლილების, განსაკუთრებით დეპრესიული მდგომარეობის, თვითმკვლელობაზე ფიქრის და მცდელობების დროული გამოვლენა. განსაკუთრებული სიფრთხილით საჭიროა კორტიკოსტეროიდების გამოყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ანამნეზში აფექტური აშლილობა, განსაკუთრებით, თუ პაციენტებს ან მათ ახლო ნათესავებს აქვთ ანამნეზში ალერგიული რეაქციები სხვა მედიკამენტებზე. არასასურველი ეფექტების გამოვლენა შეიძლება ავიცილოთ მინიმალური ეფექტური დოზების გამოყენებით ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ან პრეპარატის საჭირო დღიური დოზის მიღებით ერთხელ დღეში დილით.
დექსამეტაზონით ან ბუნებრივი გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობამ შეიძლება შენიღბოს არსებული ან ახალი ინფექციის, ასევე, ნაწლავის პერფორაციის სიმპტომები. დექსამეტაზონს სისტემური სოკოვანი ინფექციის, ლატენტური ამებიაზის და ფილტვის ტუბერკულოზის გამწვავება შეუძლია.
ფილტვის ტუბერკულოზის აქტიური ფორმის მქონე პაციენტები დექსამეტაზონს (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად) მხოლოდ სწრაფად მიმდინარე ან ძლიერ გაფანტული ფილტვის ტუბერკულოზის შემთხვევაში უნდა იღებდნენ. ფილტვის ტუბერკულოზის არააქტიური ფორმის მქონე პაციენტებმა, რომლებიც დექსამეტაზონით მკურნალობენ, აგრეთვე, პაციენტებმა, რომლებიც ტუბერკულინზე რეაგირებენ, ქიმიური პროფილაქტიკური საშუალებები უნდა მიიღონ.
სიფრთხილე და სამედიცინო მეთვალყურეობაა რეკომენდებული ოსტეოპოროზის, არტერიული ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის, ტუბერკულოზის, გლაუკომის, ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის, დიაბეტის, აქტიური პეპტიკური წყლულის, ცოტა ხნის წინ გაკეთებული ნაწლავური ანასტომოზის, წყლულოვანი კოლიტის და ეპილეფსიის მქონე პაციენტებში. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვენ პაციენტები მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ პირველი კვირეების განმავლობაში, ასევე თრომბოემბოლიის, მძიმე მიასთენია გრავის, გლაუკომის, ჰიპოთირეოზის, ფსიქოზის ან ფსიქონევროზის მქონე პაციენტები, ასევე ხანდაზმული პაციენტები.
მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნებოდეს დიაბეტის გამწვავება ან ლატენტური ფაზიდან კლინიკურ გამოვლინებებზე გადასვლა. ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში საჭირო შრატში კალიუმის დონის კონტროლი.
დექსამეტაზონით მკურნალობის განმავლობაში ცოცხალი ვაქცინით ვაქცინაცია უკუნაჩვენებია. ინაქტივირებული ვირუსული ან ბაქტერიული ვაქცინით ვაქცინაცია არ იწვევს ანტისხეულების მოსალოდნელი სინთეზის პროვოცირებას, მას არ აქვს მოსალოდნელი დამცველობითი ეფექტი. დექსამეტაზონი, ჩვეულებრივ, არ ინიშნება ვაქცინაციამდე 8 კვირის განმავლობაში და ვაქცინაციის შემდეგ 2 კვირაზე ადრე.
პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ დექსამეტაზონის მაღალი დოზებით და არასოდეს ჰქონიათ წითელა, უნდა მოერიდონ ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტს; შემთხვევითი კონტაქტის დროს რეკომენდებულია პროფილაქტიკური მკურნალობა იმუნოგლობულინით.
ოპერაციის ან ძვლების მოტეხილობის შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდში მყოფი პაციენტებისთვის საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, ვინაიდან დექსამეტაზონმა შეიძლება ჭრილობების შეხორცება და ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნა შეანელოს.
სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენება არ უნდა შეწყდეს იმ პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ (პერორალურად) კორტიკოსტეროიდებს სხვა მიზეზების გამო (მაგ., ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტები) და არ საჭიროებენ დამატებით ჟანგბადს.
გლუკოკორტიკოიდების მოქმედება ღვიძლის ციროზით ან ჰიპოთირეოზით დაავადებულებში ძლიერდება.
დექსამეტაზონის სახსარშიდა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი და სისტემური ეფექტები. ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ხრტილის დაზიანება, ან ძვლის ნეკროზი.
სახსარშიდა შეყვანამდე საჭიროა სახსრიდან სინოვიალური სითხის მოცილება და მისი გამოკვლევა (ინფექციის არსებობაზე). თავი უნდა აარიდოთ კორტიკოიდების შეყვანას ინფიცირებულ სახსარში. თუ სახსრის ინფექცია განვითარდა ინიექციის შემდეგ, საჭიროა შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყება.
საჭიროა პაციენტების ინორმირება იმის შესახებ, რომ მათ თავი უნდა აარიდონ ფიზიკურ დატვირთვას დაზიანებულ სახსარზე მანამდე, სანამ ანთება არ განიკურნება.
თავი აარიდეთ დექსამეტაზონის შეყვანას არამყარ სახსრებში.
კორტიკოიდებმა შეიძლება არასწორად წარმოაჩინოს კანის ალერგიული სინჯების შედეგები.
განსაკუთრებული ინფორმაცია ზოგიერთ ინგრედიენტზე:
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლი (23 მგ) / დოზაზე ნაკლებ ნატრიუმს, ანუ პრაქტიკულად თავისუფალია ნატრიუმისგან.
სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში დამხმარე ნივთიერებების მეთილპარაჰიდროქსიბენზოატის (E 218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატის (E 216) შემცველობამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებული), ზოგიერთ შემთხვევაში კი - ბრონქოსპაზმი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
დექსამეტაზონის და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების პარალელური გამოყენება ზრდის კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარების და წყლულების გაჩენის რისკს.
დექსამეტაზონის მოქმედება მცირდება, თუ ერთდროულად გამოიყენება CYP 3A4-ის ფერმენტის გამააქტივებელი პრეპარატები (ფენიტოინი, ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი, პრიმიდონი, რიფაბუტინი, რიფამპიცინი) ან გლუკოკორტიკოიდების მეტაბოლური კლირენსის გამაძლიერებელი პრეპარატები (ეფედრინი ან ამინოგლუტეტიმიდი). ასეთ შემთხვევებში დექსამეტაზონის დოზა უნდა გაიზარდოს. დექსამეტაზონის და ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს შორის ურთიერთქმედებამ შეიძლება დაამახინჯოს დექსამეტაზონის ინჰიბირების ტესტი. ეს გასათვალისწინებელია ტესტის შედეგების შეფასებისას.
დექსამეტაზონის და CYP 3A4 ფერმენტული აქტივობის მაინჰიბირებელი პრეპარატების (კეტოკონაზოლი, მაკროლიდები) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს შრატში დექსამეტაზონის კონცენტრაცია. დექსამეტაზონი არის CYP 3A4-ის ზომიერი ინდუქტორი. ერთდროულმა გამოყენებამ პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP 3A4-ის მეშვეობით (ინდინავირი, ერითრომიცინი), შეიძლება გააძლიეროს მათი კლირენსი, რაც სისხლის შრატში კონცენტრაციის შემცირებას იწვევს.
დექსამეტაზონი ამცირებს ანტიქოლინესთერაზული საშუალებების თერაპიულ ეფექტს, რომლებიც გამოიყენება მიასთენიის დროს.
CYP 3A4- ის ფერმენტული მოქმედების ინჰიბირებით, კეტოკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს დექსამეტაზონის კონცენტრაციები შრატში. მეორეს მხრივ, კეტოკონაზოლმა შეიძლება დათრგუნოს თირკმელზედა ჯირკვლით გლუკოკორტიკოიდების სინთეზი. ამგვარად, დექსამეტაზონის კონცენტრაციის დაქვეითების შედეგად, შეიძლება განვითარდეს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა.
დექსამეტაზონი ამცირებს შაქრიანი დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის, კუმარინული ანტიკოაგულანტების, პრაზიკვანტელის და ნატრიურეზული პრეპარატების თერაპიულ ეფექტს (ამიტომ ამ პრეპარატების დოზა უნდა გაიზარდოს); თუმცა იგი ზრდის ჰეპარინის, ალბენდაზოლის და კალიურეზული საშუალებების მოქმედებას (აუცილებლობის შემთხვევაში ამ პრეპარატების დოზა უნდა შემცირდეს).
დექსამეტაზონმა შეიძლება შეცვალოს კუმარინული ანტიკოაგულანტების მოქმედება, ამიტომ ასეთი კომბინაციის გამოყენებისას აუცილებელია პროთრომბინის დროის უფრო ხშირი კონტოლი.
დექსამეტაზონის და გლუკოკორტიკოიდების და ბეტა-2-რეცეპტორების აგონისტების მაღალი დოზების პარალელური გამოყენება ზრდის ჰიპოკალემიის რისკს. ჰიპოკალემიის მქონე პაციენტებში საგულე გლიკოზიდები უმრავლეს შემთხვევაში იწვევენ რითმის დარღვევას და გააჩნიათ მაღალი ტოქსიკურობა.
ანტაციდები ამცირებენ დექსამეტაზონის შეწოვას კუჭში. დექსამეტაზონის მოქმედება საკვებთან და ალკოჰოლთან ერთდროული გამოყენებისას შესწავლილი არ არის, თუმცა არ არის რეკომენდებული ნატრიუმის მაღალი შემცველობის პრეპარატებისა და საკვების ერთდროული გამოყენება. მოწევა გავლენას არ ახდენს დექსამეტაზონის ფარმაკოკინეტიკაზე.
გლუკოკორტიკოიდები აძლიერებენ სალიცილატების თირკმლის კლირენსს, ამიტომ ზოგჯერ ძნელია სისხლის შრატში სალიცილატების თერაპიული კონცენტრაციის მიღწევა. აუცილებელია სიფრთხილის დაცვა პაციენტებში, რომლებიც თანდათან ამცირებენ კორტიკოსტეროიდების დოზას, რადგან ამ დროს შეიძლება აღინიშნოს სალიცილატების კონცენტრაციების მომატება სისხლის შრატში და ინტოქსიკაცია.
პერორალური კონტრაცეპტივების პარალელურ გამოიყენებისას შეიძლება გახანგრძლივდეს გლუკოკორტიკოიდების ნახევარგამოყოფის პერიოდი, რაც ზრდის მათ ბიოლოგიურ მოქმედებას და შესაძლოა გაზარდოს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.
მშობიარობის დროს რიტორდინის და დექსამეტაზონის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების შეშუპებით განპირობებული მშობიარეს გარდაცვალება. არსებობს მონაცემები მშობიარეს ლეტალობის შესახებ ამ მდგომარეობის გამო.
დექსამეტაზონის და ტალიდომიდის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი.
ურთიერთქმედების სახეები, რომელთაც გააჩნიათ თერაპიული უპირატესობა:
დექსამეტაზონის მეტოკლოპრამიდთან, დიფენჰიდრამინთან, პროქლორპერაზინთან და 5-HT3 რეცეპტორების ანტაგონისტებთან (სეროტონინის, ან ჰიდროქსიტრიპტამინის ტიპი 3 რეცეპტორები, როგორებიცაა ონდანსეტრონი ან გრანისეტრონი) ერთად დანიშვნა ეფექტურია გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკისათვის, რომელიც გამოწვეულია ცისპლატინით, ციკლოფოსფამიდით, მეტოტრექსატით, ფტორურაცილით ქიმიოთერაპიისას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მავნე ზემოქმედება ნაყოფზე და ახალშობილ ბავშვებზე არ არის გამორიცხული. სამკურნალო საშუალება თრგუნავს ბავშვის განვითარებას პრენატალურ პერიოდში. დექსამეტაზონის დანიშვნა ორსულ პაციენტებში შეიძლება მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში, როდესაც დედისთვის სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის მიყენებულ პოტენციურ რისკს. განსაკუთრებული სიფრთხილე საჭიროა პრეეკლამფსიის დროს. გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დროს ორსულებში გამოიყენება ყველაზე დაბალი მოქმედი დოზა ძირითადი დაავადების საკონტროლოდ. ბაშვები, რომელთა დედებს უნიშნავდნენ გლუკოკორტიკოიდებს ორსულობის დროს, უნდა შემოწმდნენ თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის არსებობაზე.
გლუკორტიკოსტეროიდები გადიან პლაცენტალურ ბარიერს და აღწევენ მაღალ დოზებს ნაყოფში. დექსამეტაზონი ნაკლებად მეტაბოლიზდება პლაცენტაში, ვიდრე მაგალითად, პრედნიზოლონი, ამიტომ ნაყოფის სისხლის შრატში შესაძლებელია დექსამეტაზონის მაღალი კონცენტრაციის არსებობა. ზოგიერთი მონაცემებით, გლუკოკორტიკოიდების ფარკაკოლოგიურმა დოზებმაც შეიძლება გაზარდოს პლაცენტის უკმარისობის, ოლიგოჰიდრამნიონის, ნაყოფის შენელებული ზრდის ან საშვილოსნოსშიდა სიკვდილის, ნაყოფში ლეიკოციტების (ნეიტროფილების) რაოდენობის ზრდისა და თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის რისკი. არ არსებობეს არანაირი მტკიცებულება გლუკოკორტიკოსტეროიდების ტერატოგენული მოქმედების შესახებ.
რეკომენდებულია გლუკოკორტიკოსტეროიდების დამატებითი დოზების მიღება მშობიარობის დროს ქალებში, რომლებიც ღებულობდნენ გლუკოკორტიკოსტეროიდებს ორსულობის დროს. გახანგრძლივებური მშობიარობის ან საკეისრო კვეთის დაგეგმვის შემთხვევაში რეკომენდებულია ინტრავენურად 100 მგ ჰიდროკორტიზონის ყოველ 8 საათში შეყვანა.
ლაქტაცია
ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენება უკუნაჩვენებია (გადაუდებელი შემთხვევების გარდა). გლუკოკორტიკოიდის მცირე რაოდენობა გადადის დედის რძეში, ამიტომ დედებისთვის, რომლებიც მკურნალობენ დექსამეტაზონით, არ არის რეკომენდებული ბავშვის ძუძუთი კვება, განსაკუთრებით ფიზიოლოგიურზე მაღალი დოზებით გამოყენების შემთხვევაში (დაახლოებით 1 მგ). ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ზრდის შენელება და ენდოგენური კორტიკოსტეროიდების გამოყოფის შემცირება.
ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციების სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი. დექსამეტაზონი არ მოქმედებს ავტომობილის მართვის ან სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
დექსამეტაზონი არ მოქმედებს ავტომობილის მართვის ან სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის ტრანზიტორული დათრგუნვა.
ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: ნახშირწყლებისადმი ტოლერანტობის შემცირება, მადის მომატება და სხეულის მასის მომატება, ჰიპერტრიგლიცერიდემია.
ფსიქიკის მხრივ: ფსიქიკური აშლილობა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პეპტიკური წყლული და მწვავე პანკრეატიტი. გვერდითი მოვლენები დექსამეტაზონით ხანგრძლივი მკურნალობის დროს:
იმუნური სისტემის მხრივ: იმუნური პასუხის შემცირება და გაზრდილი მგრძნობელობა ინფექციების მიმართ.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის მუდმივი დათრგუნვა, ზრდის შეფერხება ბავშვებსა და მოზარდებში, ეპიფიზური ზრდის ზონების ნაადრევი დახურვა.
ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: სიმსუქნე.
მხედველობის ორგანოების მხრივ: კატარაქტა, გლაუკომა.
სისხლძარღვების მხრივ: ჰიპერტენზია; ტელეანგიოექტაზია.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: კანის გათხელება.
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: კუნთების ატროფია, ოსტეოპოროზი, ძვლის ასეპტიკური ნეკროზი, ლულისებრი ძვლების მოტეხილობები.
გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება ინდივიდუალურად განვითარდეს ორგანოებსა და სისტემებში დექსამეტაზონით მკურნალობის დროს:
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: თრომბოემბოლური გართულებები; მონოციტების ან/და ლიმფოციტების რაოდენობის შემცირება; ლეიკოციტოზი; ეოზინოფილია (სხვა გლუკოკორტიკოსტეროიდების მსგავსად); თრომბოციტოპენია და არათრომბოციტოპენიური პურპურა.
იმუნური სისტემის მხრივ: გამონაყარი, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსიური რეაქციები, ოპორტუნისტული ინფექციების განვითარება.
გულის მხრივ: პარკუჭების მულტიფოკალური ექსტრასისტოლია, დროებითი ბრადიკარდია, გულის უკმარისობა, გულის გაჩერება, მიოკარდიუმის პერფორაცია გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ.
სისხლძარღვების მხრივ: ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებია და შუასაყარის მხრივ: არააქტიური ტუბერკულოზის რეციდივი.
ნერვული სისტემის მხრივ: მხედველობის ნერვის შეშუპება და ქალაშიდა წნევის მომატება (კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია) მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ; თავბრუსხვევა; ვერტიგო; თავის ტკივილი; კრუნჩხვები.
ფსიქიკის მხრივ: პიროვნული და ქცევითი ცვლილებები უფრო ხშირად გამოვლენილი ეიფორიის სახით; უძილობა, გაღიზიანება, ჰიპერკინეზი, დეპრესია, ნერვოზულობა, შფოთვა, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, დელირიუმი, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, პარანოია, განწყობის ლაბილობა, სუიციდური აზრები, ფსიქოზი, ძილის დარღვევა, ცნობიერების არევა, ამნეზია, შიზოფრენიის მიმდინარეობის გაუარესება, ეპილეფსიის მიმდინარეობის გაუარესება.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა და თირკმელზედა ჯირკვლების ატროფია (სტრესზე რეაგირების შემცირება), კუშინგის სინდრომი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჰირსუტიზმი.
ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: დიაბეტის ლატენტური ფორმიდან კლინიკურ გამოვლინებამდე გადასვლა; შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ინსულინზე და პერორალურ დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებზე მოთხოვნილების გაზრდა; ნატრიუმის და წყლის შეკავება; კალიუმის მოხმარების გაზრდა; ჰიპოკალემიური ალკალოზი; ცილების კატაბოლიზმით განპირობებული აზოტის უარყოფითი ბალანსი; ჰიპოკალცემია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, სლოკინი, კუჭის პეპტიკური წყლული ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ეზოფაგიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია და სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (ღებინება სისხლის მინარევით, მელენა), პანკრეატიტი, ნაღვლის ბუშტის და ნაწლავის პერფორაცია (განსაკუთრებითნაწლავების ანთებითი დაავადების მქონე პაციენტებში).
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: კუნთების სისუსტე, სტეროიდული მიოპათია (კუნთების კატაბოლიზმით განპირობებული კუნთების სისუსტე), ხერხემლის მოტეხილობები ზეწოლის დროს, მყესების გაგლეჯა (განსაკუთრებით ზოგიერთ ქინოლინებთან ერთდროული გამოყენებისას), სასახსრე ხრტილის დაზიანება და ძვლის ნეკროზი (სახსრებში ხშირი ინიექციების დროს).
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ჭრილობის შეხორცების შეფერხება, სტრიები, პეტექიები და სისხლჩაქცევები, მომატებული ოფლიანობა, აკნე, კანის ტესტების სუპრესია, კვინკეს შეშუპება, ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება, კანის ქავილი.
მხედველობის ორგანოების მხრივ: თვალშიდა წნევის მომატება; ეგზოფთალმი; თვალის ბაქტერიული, სოკოვანი ან ვირუსული ინფექციების გამწვავება; რქოვანას გათხელება.
სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ: იმპოტენცია, ამენორეა.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები ინიექციის ადგილის მხრივ: შორისში წვის და ჩხვლეტის გარდამავალი შეგრძნება ინტრავენური შეყვანის დროს ან მაღალი დოზების შეყვანისას; შეშუპება, კანის ჰიპერ- ან ჰიპოპიგმენტაცია, კანისა და კანქვეშა ქსოვილის ატროფია, სტერილური აბსცესი და კანის სიწითლე.
გლუკოკორტიკოიდის მოხსნის სინდრომის ნიშნები.
პაციენტებში, რომელბიც ხანგრძლივად იტარებდნენ მკურნალობას დექსამეტაზონით, დოზის სწრაფი შემცირებისას შეიძლება გამოვლინდეს მოხსნის სინდრომი, რის შედეგადაც აღინიშნება თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, არტერიული ჰიპოტენზია, ან ლეტალური გამოსავალი. ზოგიერთ შემთხვევაში მოხსნის სინრომის ნიშნები შეიძლება მსგავსი იყოს იმ დაავადების გაუარესების, ან რეციდივის ნიშნებისა, რომელსაც პაციენტი მკურნალობდა.
მძიმე არასასურველი რეაქციების განვითარებისსა საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.
ჭარბი დოზა
არსებობს ცალკეული ცნობები მწვავე ჭარბი დოზირების შესახებ ან ლეტალური გამოსავლის შესახებ მწვავე ჭარბი დოზირების გამო.
ჭარბი დოზირება ჩვეულებრივ ვითარდება მხოლოდ რამოდენიმე კვირიანი გამოყენების შემდეგ. ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტების უმრავლესობა, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში „გვერდითი რეაქციები“, პირველ რიგში კუშინგის სინდრომი.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი დოზირების მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და შემანარჩუნებელი. ჰემოდიალიზი არ არის ორგანიზმიდან დექსამეტაზონის გამოყოფის ეფექტური მეთოდი.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: dexamethasone
1 მლ ხსნარი შეიცავს დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატს 4 მგ-ს;
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, გლიცერინი, დინატრიუმის ედეტატი, ფოსფატური ბუფერული ხსნარი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216), საინიექციო წყალი.
სამკურნალო ფორმა. საინიექციო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო სითხე.
შენახვის პირობები
3 წელი.
შენახვის პირობები. ინახება არა უმეტს 25C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სისტემური გამოყენების კორტიკოსტეროიდები. გლუკოკორტიკოიდები. დექსამეტაზონი.
ათქ კოდი H02A B02.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა. დექსამეტაზონი არის თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონი (კორტიკოსტეროიდი), რომელსაც აქვს გლუკოკორტიკოიდული მოქმედება. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო და იმუნოსუპრესორული მოქმედება; იგი ასევე მოქმედებს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმზე, გლუკოზის ცვლაზე და (უარყოფითი უკუკავშირის მეშვეობით) ჰიპოთალამუსის აქტივაციის ფაქტორსა და ადენოჰიპოფიზის ტროფიკული ჰორმონის სეკრეციაზე.
გლუკოკორტიკოიდების მოქმედების მექანიზმი დღემდე ბოლომდე შესწავლილი არ არის. ამჟამად არსებობს საკმარისი რაოდენობის ცნბები იმის შესახებ, რომ გლუკოკორტიკოიდების მოქმედებენ უჯრედის დონეზე. უჯრედთა ციტოპლაზმაში არსებობს ორი კარგად განსაზღვრული რეცეპტორების სისტემები. გლუკოკორტიკოიდების რეცეპტორებთან დაკავშირების გამო კორტიკოიდები ახორციელებენ ანთების საწინააღმდეგო და იმუნოსუპრესორულ მოქმედებას და არეგულირებენ გლუკოზის ცვლას, ხოლო მინერალკორტიკოიდულ რეცეპტორებთან დაკავშირების შედეგად ისინი არეგულირებენ ნატრიუმის, კალიუმის მეტაბოლიზმს და წყალ-ელექტროლიტურ ბალანსს.
გლუკოკოტიკოიდები იხსნებიან ლიპიდებში და უჯრედის მემბრანის გავლით ადვილად აღწევენ უჯრედში. ჰორმონის რეცეპტორებთან დაკავშირება ცვლის რეცეპტორების კონფორმაციას, რაც ზრდის მის კავშირს დნმ-თან. კომპლექსი ჰორმონი/რეცეპტორი აღწევს უჯრედის ბირთვში და უკავშირდება დნმ-ის მოლეკულას მარეგულირებელ ცენტრს, რომელსაც ასევე უწოდებენ გლუკოკორტიკოიდული პასუხის ელემენტს (GRE). GRE-სთან ან სპეციფიკურ გენებთან დაკავშირებული და ამით გააქტივებული რეცეპტორი არეგულირებს მ-რნმ-ის ტრანსკრიპციას, რომელიც შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს. ახლადწარმოქმნილი მ-რნმ ტრანსპორტირდება რიბოსომებამდე, სადაც ხდება ახალი ცილების წარმოქმნა. უჯრედების და მათში მიმდინარე პროცესების მიხედვით ცილების სინთეზი შეიძლება გაძლიერდეს (მაგ., ღვიძლის უჯრედებში ტიროზინტრანსამინაზას წარმოქმნა) ან შემცირდეს (მაგ., ლიმფოციტებში IL-2-ის წარმოქმნა). გლუკოკორტიკოიდების რეცეპტორები ყველა ტიპის ქსოვილებშია, ამიტომ შეიძლება ცაითვალოს, რომ გლუკოკორტიკოიდები მოქმედებენ ორგანიზმის უჯრედების უმრავლესობაზე.
კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება COVID-19-თან გამოყენებისას
კლინიკური ეფექტიანობა
ინდივიდუალურად რანდომიზებული, კონტროლირებადი, ღია, ადაპტირებული პლატფორმის RECOVERY კვლევაში (Randomised Evaluation of Covid-19 Therapy)1, კვლევა, რომელიც მკვლევარის მიერ ინიცირებული იყო COVID-19-ის მქონე ჰოსპიტალიზებული პაციენტების მკურნალობის პოტენციური მეთოდების შედეგების შესაფასებლად.
კვლევა ჩატარდა დიდი ბრიტანეთის 176 საავადმყოფოში. 6425 პაციენტი რანდომიზებული იყო დექსამეტაზონის (2104 პაციენტი) გამოყენებისთვის ან ჩეულებრივი კვლევის (4321 პაციენტი) მისაღებად. პაციენტების 89%-ს ჰქონდა ლაბორატორიულად დადასტურებული SARS-CoV-2 ინფექცია.
რანდომიზაციის დროს პაციენტების 16%-ში გამოყენებული იყო ინვაზიური მექანიკური ვენტილაცია (ALV) ან ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაცია, 60%-ში გამოიყენებოდა მხოლოდ ჟანგბადი (არაინვაზიური ვენტილაციით ან მის გარეშე), ხოლო 24%-ში არც ერთი არ გამოიყენებოდა. პაციენტების საშუალო ასაკი იყო 66.1±15.7 წელი. პაციენტების 36% იყო ქალი. 24% პაციენტს ანამნეზში ჰქონდა დიაბეტი, 27% - გულის დაავადებება და 21% - ფილტვების ქრონიკული დაავადა.
პირველადი საბოლოო წერტილი
28 დღის განმავლობაში სიკვდილიანობა დექსამეტაზონის ჯგუფში მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი მკურნალობის ჯგუფში, სადაც სიკვდილიანობა დაფიქსირდა 484 პაციენტში 2104 პაციენტიდან (22.9 %) და 1 110 პაციენტში 4321 პაციენტიდან (25.7 %) შესაბამისად (სიხშირის კოეფიციენტი 0.83; 95 % ნდობის ინტერვალი (CI), 0.75-0.93; P < 0.001).
დექსამეტაზონის ჯგუფში პაციენტების სიკვდილიანობა უფრო დაბალი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი მკურნალობის ჯგუფში, სადაც გამოიყენებოდა ფილტვების ინვაზიური ხელოვნური ვენტილაცია (29.3 % 41. 4%-ის წინააღმდეგ, სიხშირის კოეფიციენტი 0.64; 95 % ნდობის ინტერვალი (CI), 0.51-0.81) და პაციენტებში, რომლებსაც დამატებითი ჟანგბადი ინვაზიური ვენტილაციის გარეშე მიეწოდებოდა (23.3% 26.2 %-ის წინააღმდეგ, სიხშირის კოეფიციენტი 0.82; 95 % CI 0.72-0.94).
დექსამეტაზონის მკაფიო ეფექტი არ გამოვლენილა პაციენტებში, რომლებშიც რანდომიზაციის დროს არ გამოიყენებოდა რესპირაციული მხარდაჭერის მეთოდები (17.8% 14.0%-ის წინააღმდეგ, სიხშირის კოეფიციენტი 1.19; 95% CI, 0.91-1.55).
მეორეული საბოლოო წერტილი
დექსამეტაზონის ჯგუფის პაციენტებში ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა უფრო ხანმოკლე იყო, ჩვეულებრივი მკურნალობის ჯგუფთან შედარებით (მედიანა, 12 დღე 13 დღის წინააღმდეგ) და 28 დღის განმავლობაში საავადმყოფოდან გაწერის უფრო მეტი შესაძლებლობა (სიხშირის კოეფიციენტი 1.10; 95% CI, 1.03-1.17). პირველადი საბოლოო წერტილის თანახმად, რანდომიზაციის დროს ყველაზე მეტი ეფექტი ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობის 28 დღემდე შემცირების მხრივ აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებშიც გამოიყენებოდა ფილტვების ინვაზიური ხელოვნური ვენტილაცია (სიხშირის კოეფიციენტი 1,48; 95% CI 1.16, 1.90), შემდეგი - პაციენტებში, რომლებსაც მხოლოდ ჟანგბადი მიეწოდებოდა (სიხშირის კოეფიციენტი, 1.15; 95% CI 1.06-1.24) და ყოველგვარი სასარგებლო ეფექტის გარეშე პაციენტებში, რომელშიც ჟანგბადი არ გამოიყენებოდა (ნორმის კოეფიციენტი 0.96; 95% CI 0.85-1.08).
შედეგი
დექსამეტაზონი
(N = 2104)
ჩვეულებრივი მკურნლობა
(N = 4321)
რისკის სიხშირის კოეფიციენტი*
(95 % CI)
რაოდენობა / პაციენტების საერთო რაოდენობა (%)
პირველადი საბოლოო წერტილი
სიკვდილიანობა 28 დღეში
482/2104 (22,9)
1110/4321 (25,7)
0,83 (0,75-0,93)
მეორეული საბოლოო წერტილი
გაიწერა საავადმყოფოდან 28 დღის განმავლობაში
1413/2104 (67,2)
2745/4321 (63,5)
1,10 (1,03-1,17)
ფილტვების ინვაზიური ხელოვნური ვენტილაცია თუ ლეტალური გამოსავალი
456/1780 (25,6)
994/3638 (27,3)
0,92 (0,84-1,01)
ფილტვების ინვაზიური ხელოვნური ვენტილაცია
102/1780 (5,7)
285/3638 (7,8)
0,77 (0,62-0,95)
ლეტალური გამოსავალი
387/1780 (21,7)
827/3638 (22,7)
0,93 (0,84-1,03)
- მაჩვენებლების შეფარდება დაკორექტირდა ასაკის მიხედვით, 28-დღიანი სიკვდილიანობის და საავადმყოფოდან გამოწერის შედეგების გათვალისწინებით. რისკის თანაფარდობა დაკორექტირდა ასაკის მიხედვით ფილტვების ინვაზიური ხელოვნური ვენტილაციის მიღების ან ლეტალური გამოსავლის და მისი კომპონენტების შესაბამისად;
ამ კატეგორიიდან გამორიცხულია პაციენტები, რომლებშიც რანდომიზაციის დროს გამოიყენებოდა ფილტვების ინვაზიური ხელოვნური ვენტილაცია.
უსაფრთხოება
კვლევაში დაფიქსირდა 4 სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომელიც უკავშირდება საკვლევ მკურნალობას, კერძოდ ჰიპერგლიკემიის 2 შემთხვევა, სტეროიდებით ინდუცირებული ფსიქოზის 1 შემთხვევა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილებიდან სისხლდენის 1 შემთხვევა.
ქვეჯგუფების ანალიზი
რანდომიზაციის დროს მიღებული დექსამეტაზონის დანიშვნის ეფექტები 28-დღიან სიკვდილიანობაზე ასაკისა და სუნთქვის შენარჩუნების ხერხის მიხედვით2
დექსამეტაზონი
ჩვეულებრივი მოვლა
RR (95 % CI)
ჯანგბადის არარსებობა (χ12 = 0,70; p = 0,40)
˂ 70
10/197 (5,1%)
18/462 (3,9 %)
1,31 (0,60 – 2,83)
≥ 70 ˂ 80
25/114 (21,9%)
35/224 (15,6 %)
1,46 (0,88 – 2,45)
≥ 80
54/190 (28,4%)
92/348 (26,4 %)
1,06 (0,76 – 1,49)
შუალედური ჯამი
89/501 (17,8%)
145/1034 (14,0%)
1,19 (0,91 - 1,55)
მხოლოდ ჟანგბადი (χ12 = 2,54; p = 0,11)
˂ 70
53/675 (7,9 %)
193/1473 (13,1%)
0,58 (0,43 – 0,78)
≥ 70 ˂ 80
104/306 (34,0 %)
178/531 (33,5 %)
0,98 (0,77 – 1,25)
≥ 80
141/298 (47,3 %)
311/600 (51,8 %)
0,85 (0,70 – 1,04)
შუალედური ჯამი
298/1279 (23,3 %)
682/2604 (26,2 %)
0,82 (0,72 – 0,94)
მექანიკური ვენტილაცია (χ12 = 0,28; p = 0,60)
˂ 70
66/269 (24,5%)
217/569 (38,1 %)
0,61 (0,46 – 0,81)
≥ 70 ˂ 80
26/49 (53,1%)
58/104 (55,8 %)
0,85 (0,53 – 1,34)
≥ 80
3/6 (50,0%)
8/10 (80,0 %)
0,39 (0,10 – 1,47)
შუალედური ჯამი
95/324 (29,3%)
283/683 (41,4 %)
0,64 (0,51 – 0,81)
ყველა მონაწილე
482/2104 (22,9%)
1110/4321 (25,7 %)
0,83 (0,75 – 0,93)
p ˂ 0,001
- 5
- 75
1
- 5
2
დექსა-მეტაზონი უკეთესია
ჩვეულებ-რივი მოვლა უკეთესია
რანდომიზაციის დროს მიღებული დექსამეტაზონის დანიშვნის ეფექტები 28-დღიან სიკვდილიანობაზე სუნთქვის შენარჩუნების ხერხის მიხედვით და რომელიმე ქრონიკული დაავადების არსებობისას3
დექსამეტაზონი
ჩვეულებრივი მოვლა
RR (95 % CI)
ჯანგბადის არარსებობა (χ12 = 0,08; p = 0,78)
წინა დაავადება
65/313 (20,8 %)
100/598 (16,7 %)
1,22 (0,89 – 1,66)
წინა დაავადების გარეშე
24/188 (12,8 %)
45/436 (10,3 %)
1,12 (0,68 – 1,83)
შუალედური ჯამი
89/501 (17,8 %)
145/1034 (14,0 %)
1,19 (0,91 – 1,55)
მხოლოდ ჟანგბადი (χ12 = 2,05; p = 0,15)
წინა დაავადება
221/702 (31,5 %)
481/1473 (32,7 %)
0,88 (0,75 – 1,03)
წინა დაავადების გარეშე
77/577 (13,3 %)
201/1131 (17,8 %)
0,70 (0,54 – 0,91)
შუალედური ჯამი
298/1279 (23,3 %)
682/2604 (26,2 %)
0,82 (0,72 – 0,94)
მექანიკური ვენტილაცია (χ12 = 1,52; p = 0,22)
წინა დაავადება
51/159 (32,1 %)
150/346 (43,4 %)
0,75 (0,54– 1,02)
წინა დაავადების გარეშე
44/165 (26,7 %)
133/337 (39,5 %)
0,56 (0,40 – 0,78)
შუალედური ჯამი
95/324 (29,3 %)
283/683 (41,4 %)
0,64 (0,51 – 0,81)
ყველა მონაწილე
482/2104 (22,9 %)
1110/4321 (25,7 %)
0,83 (0,75 – 0,93 ) p ˂ 0,001
- 5
- 75
1
- 5
2
დექსა-მეტაზონი უკეთესია
ჩვეულებ-რივი მოვლა უკეთესია
1 www.recoverytrial.net
2, 3 (ჯერელო: Horby P. et al., 2020; https://www.medrxiv.org/content/10.1101/2020.06.22.20137273v1;
doi: https://doi.org/10.1101/2020.06.22.20137273).
ფამაკოკინეტიკა. ინტრავენური შეყვანის შემდეგ დექსამეტაზონის ფოსფატის მაქსიმალურ კონცეტრაციას სისხლის პლაზმაში 5 წუთში აღწევს, ხოლო კუნთში შეყვანის შემდეგ - ერთ საათში. სახსარში ან რბილ ქსოვილებში ინიექციის სახით ადგილობრად გამოყენებისას შეწოვა შედარებით ხდება. პრეპარატი სწრაფად იწყებს მოქმედებას ინტრავენური შეყვანის შემდეგ. კუნთში შეყვანისას კლინიკური ეფექტი ვლინდება შეყვანიდან 8 საათის შემდეგ. პრეპარატის მოქმედება გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში: 17 დღიდან 28 დღემდე კუნთში შეყვანის შემდეგ და 3 დღიდან 3 კვირამდე ადგილობრივი შეყვანის შემდეგ. დექსამეტაზონის ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 24-72 საათს. პლაზმაში და სინოვიალურ სითხეში დექსამეტაზონის ფოსფატი სწრაფად გარდაიქმნება დექსამეტაზონად.
სისხლის პლაზმაში დექსამეტაზონის დაახლოებით 77% დაკავშირებულია ცილებთან, უპირატესად ალბუმინთან. დექსამეტაზონის მცირე რაოდენობა უკავშირდება სხვა სისხლის პლაზმის ცილებს. დექსამეტაზონი წარმოადგენს ცხიმში ხსნად ნივთიერებას, ამიტომ იგი აღწევს უჯრედშორის და უჯრედშიდა სივრცეში. მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ჰიპოთალამუსი, ჰიპოფიზი) მემბრანულ რეცეპტორებთან კავშირის გზით. პერიფერიულ ქსოვილებში უკავშირდება ციტოპლაზმის რეცეპტორებს და მოქმედებს მათი მეშვეობით. დექსამეტაზონი იშლება თავის მოქმედების ადგილას, ანუ უჯრედში. დექსამეტაზონი მეტაბოლიზდება უპირატესად ღვიძლში. დექსამეტაზონის მცირე რაოდენობა მეტაბოლიზდება თირკმლებში და სხვა ქსოვილებში. ძირითად გამომყოფ ორგანოს წარმოადგენენ თირკმლები.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების შესახებ
დექსამტაზონი
(Dexamethason)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: dexamethasone
1 მლ ხსნარი შეიცავს დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატს 4 მგ-ს;
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, გლიცერინი, დინატრიუმის ედეტატი, ფოსფატური ბუფერული ხსნარი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216), საინიექციო წყალი.
სამკურნალო ფორმა. საინიექციო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. სისტემური გამოყენების კორტიკოსტეროიდები. გლუკოკორტიკოიდები. დექსამეტაზონი.

კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
დექსამეტოზონი შეჰყავთ ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად გადაუდებელ შემთხვევებში, ასევე როდესაც შეუძლებელია პრეპარატის პერორალური მიღება, ისეთი მდგომარეობის დროს, როგორიცაა:
ენდოკრინული დარღვევები:
თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი ან მეორეული (ჰიპოფიზური) უკმარისობის ჩანაცვლებითი თერაპია (ჰიდროკორტიზონი და კორტიზონი წარმოედგენენ არჩევის პრეპარატს, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია სინთეზური ანალოგების გამოყენება მინერალოკორტიკოსტეროიდებთან ერთად; პედიატრიულ პრაქტიკაში მინერალოკორტიკოსტეროიდებთან ერთდროული გამოყენება საკმაოდ მნიშვნელოვანია).
თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა (ჰიდროკორტიზონი და კორტიზონი წარმოადგენენ არჩევის პრეპარატებს, შესაძლოა საჭირო გახდეს მინერალოკორტიკოიდებთან ერთობლივი გამოყენება, განსაკუთრებით სინთეზური ანალოგების გამოყენების დროს).
ოპერაციის წინა პერიოდში და სერიოზული ტრავმების დროს ან პაციენტებში თირკმელზედაჯირკვლის მწვავე უკმარისობით ან გაურკვეველი ადრენოკორტიკალური მარაგის დროს.
ტრადიციული მკურნალობის მიმართ მდგრადი შოკი, თირკმელზედა ჯირკვლის არსებული ან სავარაუდო უკმარისოსბის დროს.
თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია
ფარისებრი ჯირკვლის არაჩირქოვანი ანთება.
ჰიპერკალცემია, რომელიც გამოწვეულია სიმსივნური დაზიანებით;
რევმატიული დაავადებები: ხანმოკლე დამხმარე თერაპიის სახით (პაციენტის გამოსაყვანად მწვავე მდგომარეობიდან ან დაავადების გამწვავებისას) შემდეგი დაავადებების დროს:
პოსტრავმული ოსტეოართროზი;
სინოვიტი, ოსტეოართროზის დროს;
რევმატოიდული ართრიტი, იუვენილური რევმატოიდული ართრიტის ჩათვლით (ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია საჭირო იყოს შემანარჩუნებელი თერაპია დაბალი დოზებით);
ეპიკონდილიტი;
მწვავე და ქვემწვავე ბურსიტი;
მწვავე არასპეციფიური ტენდოსინოვიტი;
მწვავე პოდაგრული ართრიტი;
ფსორიაზული ართრიტი;
მაანკილიზებელი სპონდილიტი.
კოლაგენოზები: გამწვავების პერიოდში ან ერთეულ შემთხვევებში, შემანარჩუნებელი თერაპიის სახით, შემდეგი დაავადების დროს:
სისტემური წითელი მგლურა;
მწვავე რევმატული კარდიტი.
კანის დაავედებები:
პემფიგუსი;
მძიმე მულტიფორმული ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);
ექსფოლიაციური დერმატიტი
ბულოზური ჰერპეტიფორმული დერმატიტი;
მძიმე სებორეული დერმატიტი;
მძიმე ფსორიაზი;
ფუნგოიდური მიკოზი.
ალერგიული დაავადებები: მძიმე და ინვალიდიზირებული ალერგიული მდგომარეობების კონტროლი, რომელიც არ ექვემდებარება ტრადიციულ მკურნალობას:
ბრონქული ასთმა;
კონტაქტური დერმატიტი;
ატოპიური დერმატიტი;
შრატისმიერი დაავადება;
ქრონიკული ან სეზონური ალერგიული რინიტი;
ალერგია სამკურნალო პრეპარატებზე;
ჭინჭრის ციება სისხლის გადასხმის შემდეგ;
ხორხის მწვავე არაინფექციური შეშუპება (არჩევის პრეპარატს წარმოადგენს ეპინეფრინი).
თვალის დაავადებები: მძიმე მწვავე და ქრონიკული თვალის ალერგიული და ანთებითი პროცესები თვალის დაზიანებით:
Herpes zoster-ით გამოწვეული თვალის დაზიანებები;
ირიტი, ირიდოციკლიტი;
ქორიორეტინიტი;
დიფუზური უკანა უვეიტი და ქორიოიდიტი;
მხედველობის ნერვის ნევრიტი;
სიმპათიკური ოფთალმია;
წინა სეგმენტის ანთება;
ალერგიული კონიუნქტივიტი;
კერატიტი;
რქოვანას ალერგიული კუთხოვანი წყლულები.
კუჭ-ნაწლავის დაავადებები: პაციენტის გამოსაყვანად კრიტიკული მდგომარეობიდან, შემდეგი დაავადებების დროს:
წყლულოვანი კოლიტი (სისტემური თერაპია);
კრონის დაავადება (სისტემური თერაპია).
სასუნთქი გზების დაავადებები:
სიმპტომური სარკოიდოზი;
ბერილიოზი;
ფილტვის კეროვანი ან დისემინირებული ტუბერკულოზი (გამოიყენება შესაბამის ანტიტუბერკულოზურ ქიმიოთერაპიასთან ერთად);
ლეფლერის სინდრომი, რომელიც არ ემორჩილება სხვა მეთოდებით მკურნალობას;
ასპირაციული პნევმონია.
ჰემატოლოგიური დაავადებები:
შეძენილი (აუტოიმუნური) ჰემოლიზური ანემია;
იდიოპათიური თრომბოციტოპენური პურპუპა მოზრდილებში (მხოლოდ ინტრავენური გამოყენება; უკუნაჩვენებია ინტრამუსკულური შეყვანა);
მეორეული თრომბოციტოპენია მოზრდილებში;
ერითრობლასტოპენია (ერითროციტული ანემია);
თანდაყოლილი (ერითროიდული) ჰიპოპლაზური ანემია.
ონკოლოგიური დაავადებები:
მოზრდილებში ლეიკემიის და ლიმფომის პალიატიური მკურნალობა;
მწვავე ლეიკემია ბავშვებში.
მდგომარეობები, რომელსაც თან ახლავს შეშუპება:
დიურეზის სტიმულირება ან პროტეინურიის შემცირება იდიოპათიური ნეფროლიზური სინდრომის დროს (ურემიის გარეშე) და თირკმლის ფუნქციის დარღვევა სისტემური წითელი მგლურას დროს.
თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დიაგნოსტიკური გამოკვლევა
ტვინის შეშუპება:
ტვინის შეშუპება პირველადი ან მეტასტაზური სიმსივნის, კრანიოტომიის ან თავის ტრავმისას.
პრეპარატის გამოყენება ტვინის შეშუპების დროს არ ცვლის შესაბამის ნეიროქირურგიულ გამოკვლევებს და საბოლოო დანიშნულებას, ისეთს როგორიცაა ნეიროქირურგიული ჩარევა და სხვა სპეციფიკური თერაპია.
კორონავირუსული დაავადება 2019 (COVID-19):
კორონავირუსული დაავადების 2019 (COVID-19) მკურნალობა მოზრდილებსა და მოზარდებში (12 წელზე მეტი ასაკის და არანაკლებ 40 კგ სხეულის მასის მქონე პაციენტები), რომლებსაც ესაჭიროება დამატებითი ჟანგბადის თერაპია.
სხვა ჩვენებები:
ტუბერკულოზური მენინგიტი სუბარაქნოიდული ბლოკადით ან ბლოკადის საშიშროებით (შესაბამის ანტიტუბერკულოზურ მკურნალობასთან ერთად);
ტრიქინოზი ნევროლოგიური სიმპტომებით ან მიოკარდიუმის ტრიქინოზი.
დექსამეტაზონის სახსარშიდა ან რბილ ქსოვილებში შეყვანის ჩვენებები: ხანმოკლე დამხმარე თერაპიის სახით (პაციენტის გამოსაყვანად მწვავე მდგომარეობიდან ან დაავადების გამწვავებისას):
რევმატოიდული ართრიტი (ცალკეული სახსრის მძიმე ანთება);
სინოვიიტი ოსტეოართროზის დროს;
მწვავე და ქვემწვავე ბურსიტი;
მწვავე პოდაგრული ართრიტი;
ეპიკონდილიტი;
მწვავე არასპეციფიკური ტენდოსინოვიიტი;
პოსტტრავმული ოსტეოართრიტი.
ადგილობრივი გამოყენება (შეყვანა დაზიანების ადგილას):
კელოიდური დაზიანებები;
ჰიპერტროფიული, ანთებითი და ინფილტრაციული დაზიანებები სარტყლისებური ლიქენის, ფსორიაზის და რკალისებრი გრანულომით;
დისკოიდური წითელი მგლურა;
ოპენჰეიმის ლიპოიდური ატროფიული დერმატიტი;
ლოკალური ალოპეციის დროს.
შესაძლებელია ასევე აპონევროზის და მყესის (გარგლიის) კისტოზური სიმსივნეების დროს გამოყენება.
უკუჩვენებები.
ინტრამუსკულარული შეყვანა უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ სისხლის შედედების მძიმე დაავადებები. ადგილობრივი შეყვანა უკუნაჩვენებია ბაქტერიემიის დროს, სისტემური სოკოვანი ინფექციების დროს, პაციენტებში არასტაბილური სახსრებით, შეყვანის ადგილას ინფექციის არსებობისას, მათ შორის გონორეის ან ტუბერკულიოზის შედეგად განვითარებული სეპტიკური ართრიტის დროს.
მომატებული მგრძნობელობა დექსამეტაზონის ან პრეპარატის სხვა კომპონენტის მიმართ.
მწვავე ვირუსული, ბაქტერიული ან სისტემური სოკოვანი ინფექციები (თუ არ ტარდება შესაბამისი თერაპია), კუშინგის სინდრომი, ვაქცინაცია ცოცხალი ვაქცინით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედები.
დექსამეტაზონის და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების პარალელური გამოყენება ზრდის კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარების და წყლულების გაჩენის რისკს.
დექსამეტაზონის მოქმედება მცირდება, თუ ერთდროულად გამოიყენება CYP 3A4-ის ფერმენტის გამააქტივებელი პრეპარატები (ფენიტოინი, ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი, პრიმიდონი, რიფაბუტინი, რიფამპიცინი) ან გლუკოკორტიკოიდების მეტაბოლური კლირენსის გამაძლიერებელი პრეპარატები (ეფედრინი ან ამინოგლუტეტიმიდი). ასეთ შემთხვევებში დექსამეტაზონის დოზა უნდა გაიზარდოს. დექსამეტაზონის და ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს შორის ურთიერთქმედებამ შეიძლება დაამახინჯოს დექსამეტაზონის ინჰიბირების ტესტი. ეს გასათვალისწინებელია ტესტის შედეგების შეფასებისას.
დექსამეტაზონის და CYP 3A4 ფერმენტული აქტივობის მაინჰიბირებელი პრეპარატების (კეტოკონაზოლი, მაკროლიდები) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს შრატში დექსამეტაზონის კონცენტრაცია. დექსამეტაზონი არის CYP 3A4-ის ზომიერი ინდუქტორი. ერთდროულმა გამოყენებამ პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP 3A4-ის მეშვეობით (ინდინავირი, ერითრომიცინი), შეიძლება გააძლიეროს მათი კლირენსი, რაც სისხლის შრატში კონცენტრაციის შემცირებას იწვევს.
დექსამეტაზონი ამცირებს ანტიქოლინესთერაზული საშუალებების თერაპიულ ეფექტს, რომლებიც გამოიყენება მიასთენიის დროს.
CYP 3A4- ის ფერმენტული მოქმედების ინჰიბირებით, კეტოკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს დექსამეტაზონის კონცენტრაციები შრატში. მეორეს მხრივ, კეტოკონაზოლმა შეიძლება დათრგუნოს თირკმელზედა ჯირკვლით გლუკოკორტიკოიდების სინთეზი. ამგვარად, დექსამეტაზონის კონცენტრაციის დაქვეითების შედეგად, შეიძლება განვითარდეს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა.
დექსამეტაზონი ამცირებს შაქრიანი დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის, კუმარინული ანტიკოაგულანტების, პრაზიკვანტელის და ნატრიურეზული პრეპარატების თერაპიულ ეფექტს (ამიტომ ამ პრეპარატების დოზა უნდა გაიზარდოს); თუმცა იგი ზრდის ჰეპარინის, ალბენდაზოლის და კალიურეზული საშუალებების მოქმედებას (აუცილებლობის შემთხვევაში ამ პრეპარატების დოზა უნდა შემცირდეს).
დექსამეტაზონმა შეიძლება შეცვალოს კუმარინული ანტიკოაგულანტების მოქმედება, ამიტომ ასეთი კომბინაციის გამოყენებისას აუცილებელია პროთრომბინის დროის უფრო ხშირი კონტოლი.
დექსამეტაზონის და გლუკოკორტიკოიდების და ბეტა-2-რეცეპტორების აგონისტების მაღალი დოზების პარალელური გამოყენება ზრდის ჰიპოკალემიის რისკს. ჰიპოკალემიის მქონე პაციენტებში საგულე გლიკოზიდები უმრავლეს შემთხვევაში იწვევენ რითმის დარღვევას და გააჩნიათ მაღალი ტოქსიკურობა.
ანტაციდები ამცირებენ დექსამეტაზონის შეწოვას კუჭში. დექსამეტაზონის მოქმედება საკვებთან და ალკოჰოლთან ერთდროული გამოყენებისას შესწავლილი არ არის, თუმცა არ არის რეკომენდებული ნატრიუმის მაღალი შემცველობის პრეპარატებისა და საკვების ერთდროული გამოყენება. მოწევა გავლენას არ ახდენს დექსამეტაზონის ფარმაკოკინეტიკაზე.
გლუკოკორტიკოიდები აძლიერებენ სალიცილატების თირკმლის კლირენსს, ამიტომ ზოგჯერ ძნელია სისხლის შრატში სალიცილატების თერაპიული კონცენტრაციის მიღწევა. აუცილებელია სიფრთხილის დაცვა პაციენტებში, რომლებიც თანდათან ამცირებენ კორტიკოსტეროიდების დოზას, რადგან ამ დროს შეიძლება აღინიშნოს სალიცილატების კონცენტრაციების მომატება სისხლის შრატში და ინტოქსიკაცია.
პერორალური კონტრაცეპტივების პარალელურ გამოიყენებისას შეიძლება გახანგრძლივდეს გლუკოკორტიკოიდების ნახევარგამოყოფის პერიოდი, რაც ზრდის მათ ბიოლოგიურ მოქმედებას და შესაძლოა გაზარდოს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.
მშობიარობის დროს რიტორდინის და დექსამეტაზონის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების შეშუპებით განპირობებული მშობიარეს გარდაცვალება. არსებობს მონაცემები მშობიარეს ლეტალობის შესახებ ამ მდგომარეობის გამო.
დექსამეტაზონის და ტალიდომიდის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი.
ურთიერთქმედების სახეები, რომელთაც გააჩნიათ თერაპიული უპირატესობა:
დექსამეტაზონის მეტოკლოპრამიდთან, დიფენჰიდრამინთან, პროქლორპერაზინთან და 5-HT3 რეცეპტორების ანტაგონისტებთან (სეროტონინის, ან ჰიდროქსიტრიპტამინის ტიპი 3 რეცეპტორები, როგორებიცაა ონდანსეტრონი ან გრანისეტრონი) ერთად დანიშვნა ეფექტურია გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკისათვის, რომელიც გამოწვეულია ცისპლატინით, ციკლოფოსფამიდით, მეტოტრექსატით, ფტორურაცილით ქიმიოთერაპიისას.
გამოყენების თავისებურებები. პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობენ დექსამეტაზონით, მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს მოხსნის სინდრომი (თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის ნიშნების გარეშე) შემდეგი სიმპტომებით: სხეულის ტემპარატურის მომატება, სურდო, კონიუნქტივის გაწითლება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა ან გაღიზიანება, კუნთების და სახსრების ტკივილი, ღებინება, სხეულის მასის შემცირება, ზოგადი სისუსტე, ასევე ხშირად გულყრები. ამიტომ დექსამეტაზონის დოზა უნდა შემცირდეს თანდათანობით. პრეპარატის უეცარმა მოხსნამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.
კორტიკოიდებით პარენტერული მკურნალობის დროს, იშვიათად შეიძლება აღინიშნებოდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ამიტომ დექსამეტაზონით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, ალერგიული რეაქციების შესაძლებლობის გათვალისწინებით (განსაკუთრებით, პაციენტებთან, რომლებსაც ანამნეზში რომელიმე სხვა პრეპარატზე ალერგიული რეაქციები აღენიშნება).
თუ პაციენტი თერაპიის განმავლობაში მძიმე სტრესის მდგომარეობაშია (ტრავმის, ოპერაციის ან მძიმე დაავადების გამო), დექსამეტაზონის დოზა უნდა გაიზარდოს, ხოლო თუ ეს მკურნალობის შეწყვეტისას ხდება, ჰიდროკორტიზონი ან კორტიზონი უნდა გამოიყენოთ.
თუ დექსამეტაზონი პაციენტებში ხანგრლივი დროის განმავლობაში გამოიყენებოდა, და თერაპიის შეწყვეტის შემდეგ მათ მძიმე სტრესი აქვთ, დექსამეტაზონის გამოყენება უნდა განახლდეს, ვინაიდან მის მიერ გამოწვეული თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა შეიძლება მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვე გაგრძელდეს.
კორტიკოსტეროიდების სისტემურმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ფსიქიკური რეაქციები. ძირითადად სიმპტომები ვლინდება რამოდენიმე დღის ან კვირის შემდეგ მკურნალობის დაწყებიდან. ამ სიმპტომების განვითარების საშიშროება იზრდება მაღალი დოზების გამოყენების დროს. რეაქციების უმრავლესობა გაივლის დოზის შემცირების ან პრეპარატის მოხსნის შემდეგ. საჭიროა დაკვირვება და ფსიქიკური ცვლილების, განსაკუთრებით დეპრესიული მდგომარეობის, თვითმკვლელობაზე ფიქრის და მცდელობების დროული გამოვლენა. განსაკუთრებული სიფრთხილით საჭიროა კორტიკოსტეროიდების გამოყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ანამნეზში აფექტური აშლილობა, განსაკუთრებით, თუ პაციენტებს ან მათ ახლო ნათესავებს აქვთ ანამნეზში ალერგიული რეაქციები სხვა მედიკამენტებზე. არასასურველი ეფექტების გამოვლენა შეიძლება ავიცილოთ მინიმალური ეფექტური დოზების გამოყენებით ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ან პრეპარატის საჭირო დღიური დოზის მიღებით ერთხელ დღეში დილით.
დექსამეტაზონით ან ბუნებრივი გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობამ შეიძლება შენიღბოს არსებული ან ახალი ინფექციის, ასევე, ნაწლავის პერფორაციის სიმპტომები. დექსამეტაზონს სისტემური სოკოვანი ინფექციის, ლატენტური ამებიაზის და ფილტვის ტუბერკულოზის გამწვავება შეუძლია.
ფილტვის ტუბერკულოზის აქტიური ფორმის მქონე პაციენტები დექსამეტაზონს (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად) მხოლოდ სწრაფად მიმდინარე ან ძლიერ გაფანტული ფილტვის ტუბერკულოზის შემთხვევაში უნდა იღებდნენ. ფილტვის ტუბერკულოზის არააქტიური ფორმის მქონე პაციენტებმა, რომლებიც დექსამეტაზონით მკურნალობენ, აგრეთვე, პაციენტებმა, რომლებიც ტუბერკულინზე რეაგირებენ, ქიმიური პროფილაქტიკური საშუალებები უნდა მიიღონ.
სიფრთხილე და სამედიცინო მეთვალყურეობაა რეკომენდებული ოსტეოპოროზის, არტერიული ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის, ტუბერკულოზის, გლაუკომის, ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის, დიაბეტის, აქტიური პეპტიკური წყლულის, ცოტა ხნის წინ გაკეთებული ნაწლავური ანასტომოზის, წყლულოვანი კოლიტის და ეპილეფსიის მქონე პაციენტებში. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვენ პაციენტები მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ პირველი კვირეების განმავლობაში, ასევე თრომბოემბოლიის, მძიმე მიასთენია გრავის, გლაუკომის, ჰიპოთირეოზის, ფსიქოზის ან ფსიქონევროზის მქონე პაციენტები, ასევე ხანდაზმული პაციენტები.
მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნებოდეს დიაბეტის გამწვავება ან ლატენტური ფაზიდან კლინიკურ გამოვლინებებზე გადასვლა. ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში საჭირო შრატში კალიუმის დონის კონტროლი.
დექსამეტაზონით მკურნალობის განმავლობაში ცოცხალი ვაქცინით ვაქცინაცია უკუნაჩვენებია. ინაქტივირებული ვირუსული ან ბაქტერიული ვაქცინით ვაქცინაცია არ იწვევს ანტისხეულების მოსალოდნელი სინთეზის პროვოცირებას, მას არ აქვს მოსალოდნელი დამცველობითი ეფექტი. დექსამეტაზონი, ჩვეულებრივ, არ ინიშნება ვაქცინაციამდე 8 კვირის განმავლობაში და ვაქცინაციის შემდეგ 2 კვირაზე ადრე.
პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ დექსამეტაზონის მაღალი დოზებით და არასოდეს ჰქონიათ წითელა, უნდა მოერიდონ ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტს; შემთხვევითი კონტაქტის დროს რეკომენდებულია პროფილაქტიკური მკურნალობა იმუნოგლობულინით.
ოპერაციის ან ძვლების მოტეხილობის შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდში მყოფი პაციენტებისთვის საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, ვინაიდან დექსამეტაზონმა შეიძლება ჭრილობების შეხორცება და ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნა შეანელოს.
სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენება არ უნდა შეწყდეს იმ პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ (პერორალურად) კორტიკოსტეროიდებს სხვა მიზეზების გამო (მაგ., ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტები) და არ საჭიროებენ დამატებით ჟანგბადს.
გლუკოკორტიკოიდების მოქმედება ღვიძლის ციროზით ან ჰიპოთირეოზით დაავადებულებში ძლიერდება.
დექსამეტაზონის სახსარშიდა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი და სისტემური ეფექტები. ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ხრტილის დაზიანება, ან ძვლის ნეკროზი.
სახსარშიდა შეყვანამდე საჭიროა სახსრიდან სინოვიალური სითხის მოცილება და მისი გამოკვლევა (ინფექციის არსებობაზე). თავი უნდა აარიდოთ კორტიკოიდების შეყვანას ინფიცირებულ სახსარში. თუ სახსრის ინფექცია განვითარდა ინიექციის შემდეგ, საჭიროა შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყება.
საჭიროა პაციენტების ინორმირება იმის შესახებ, რომ მათ თავი უნდა აარიდონ ფიზიკურ დატვირთვას დაზიანებულ სახსარზე მანამდე, სანამ ანთება არ განიკურნება.
თავი აარიდეთ დექსამეტაზონის შეყვანას არამყარ სახსრებში.
კორტიკოიდებმა შეიძლება არასწორად წარმოაჩინოს კანის ალერგიული სინჯების შედეგები.
განსაკუთრებული ინფორმაცია ზოგიერთ ინგრედიენტზე:
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლი (23 მგ) / დოზაზე ნაკლებ ნატრიუმს, ანუ პრაქტიკულად თავისუფალია ნატრიუმისგან.
სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში დამხმარე ნივთიერებების მეთილპარაჰიდროქსიბენზოატის (E 218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატის (E 216) შემცველობამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებული), ზოგიერთ შემთხვევაში კი - ბრონქოსპაზმი.
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.
მავნე ზემოქმედება ნაყოფზე და ახალშობილ ბავშვებზე არ არის გამორიცხული. სამკურნალო საშუალება თრგუნავს ბავშვის განვითარებას პრენატალურ პერიოდში. დექსამეტაზონის დანიშვნა ორსულ პაციენტებში შეიძლება მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში, როდესაც დედისთვის სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის მიყენებულ პოტენციურ რისკს. განსაკუთრებული სიფრთხილე საჭიროა პრეეკლამფსიის დროს. გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დროს ორსულებში გამოიყენება ყველაზე დაბალი მოქმედი დოზა ძირითადი დაავადების საკონტროლოდ. ბაშვები, რომელთა დედებს უნიშნავდნენ გლუკოკორტიკოიდებს ორსულობის დროს, უნდა შემოწმდნენ თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის არსებობაზე.
გლუკორტიკოსტეროიდები გადიან პლაცენტალურ ბარიერს და აღწევენ მაღალ დოზებს ნაყოფში. დექსამეტაზონი ნაკლებად მეტაბოლიზდება პლაცენტაში, ვიდრე მაგალითად, პრედნიზოლონი, ამიტომ ნაყოფის სისხლის შრატში შესაძლებელია დექსამეტაზონის მაღალი კონცენტრაციის არსებობა. ზოგიერთი მონაცემებით, გლუკოკორტიკოიდების ფარკაკოლოგიურმა დოზებმაც შეიძლება გაზარდოს პლაცენტის უკმარისობის, ოლიგოჰიდრამნიონის, ნაყოფის შენელებული ზრდის ან საშვილოსნოსშიდა სიკვდილის, ნაყოფში ლეიკოციტების (ნეიტროფილების) რაოდენობის ზრდისა და თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის რისკი. არ არსებობეს არანაირი მტკიცებულება გლუკოკორტიკოსტეროიდების ტერატოგენული მოქმედების შესახებ.
რეკომენდებულია გლუკოკორტიკოსტეროიდების დამატებითი დოზების მიღება მშობიარობის დროს ქალებში, რომლებიც ღებულობდნენ გლუკოკორტიკოსტეროიდებს ორსულობის დროს. გახანგრძლივებური მშობიარობის ან საკეისრო კვეთის დაგეგმვის შემთხვევაში რეკომენდებულია ინტრავენურად 100 მგ ჰიდროკორტიზონის ყოველ 8 საათში შეყვანა.
ლაქტაცია
ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენება უკუნაჩვენებია (გადაუდებელი შემთხვევების გარდა). გლუკოკორტიკოიდის მცირე რაოდენობა გადადის დედის რძეში, ამიტომ დედებისთვის, რომლებიც მკურნალობენ დექსამეტაზონით, არ არის რეკომენდებული ბავშვის ძუძუთი კვება, განსაკუთრებით ფიზიოლოგიურზე მაღალი დოზებით გამოყენების შემთხვევაში (დაახლოებით 1 მგ). ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ზრდის შენელება და ენდოგენური კორტიკოსტეროიდების გამოყოფის შემცირება.
ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციების სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი. დექსამეტაზონი არ მოქმედებს ავტომობილის მართვის ან სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.
მიღების წესი და დოზები.
ინიშნება მოზრდილებში და ბავშვებში ახალშობილობის პერიოდიდან. შეჰყავთ ინტრავენურად (ინიექციის ან ინფუზიის სახით), ინტრამუსკულარულად ან ადგილობრივად - სახსარშიდა ინიექცია ან ინიექცია კანის დაზიანების ადგილას ან რბილი ქსოვილების ინფილტრატში.
გამხსნელის სახით ინტრავენური ინფუზიისთვის გამოიყენება 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი ან 5% გლუკოზის ხსნარი.
ხსნარები, რომლებიც განკუთვნილია ინტრავენური ინფუზიისთვის ან პრეპარატის შემდგომი გახსნისთვის, არ უნდა შეიცავდნენ კონსერვანტებს, განსაკუთრებით თუ ისინი განკუთვნილია ახალშობილებში და დღენაკლულ ბავშვებში გამოსაყენებლად.
საინფუზიო ხსნარის მომზადების დროს პრეპარატის გამხსნელთან განზავებისას დაიცავით ასეპტიკის წესები. ვინაიდან საინფუზიო ხსნარები არ შეიცავენ კონსერვანტებს, მიღებული ხსნარი უნდა გამოიყენოთ 24 საათის განმავლობაში.
პარანტერალური გამოყენების პრეპარატები უნდა შემოწმდეს ვიზუალურად უცხო სხეულების არსებობაზე და ფერის ცვლილებაზე ყოველი შეყვანის წინ, რათა განისაზღვროს პრეპარატის და კონტეინერის ვარგისობა.
დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად, კონკრეტული პაციენტის დაავადებიდან გამომდინარე, მკურნალობის ხანგრძლივობის, კორტიკოსტეროიდების ამტანობის და ორგანიზმის რეაქციის გათვალისწინებით.
ინტრავენური და ინტრამუსკულარული შეყვანა:
რეკომენდებული საწყისი დოზა ვარირებს 0,5 მგ-დან 9 მგ-მდე დღეში, დიაგნოზის შესაბამისად. შედარებით მსუბუქ შემთხვევებში შესაძლოა საკმარისი იყოს 0,5 მგ-ზე ნაკლები დოზა, მაშინ როდესაც უფრო მძიმე შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს 9 მგ-ზე მეტი დოზა დღეში.
დექსამეტაზონის საწყისი დოზები უნდა გამოიყენოთ კლინიკური რეაქციების გამოვლენამდე და შემდგომ უნდა მოხდეს დოზის თანდათანობით შემცირება ყველაზე დაბალ კლინიკურად ეფექტურ დოზამდე. თუ მაღალი დოზებით მკურნალობა დანიშნულია რამოდენიმე დღეზე მეტ ხანს, დოზა შემდეგ თანდათანობით უნდა შემცირდეს 5-7 დღის განმავლობაში ან უფრო დიდი ხნის განმავლობაში.
თუ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ არ ვითარდება დამაკმაყოფილებელი კლინიკური რეაქცია, უნდა შეწყდეს დექსამეტაზონის ფოსფატის ინიექციია და პაციენტს დაენიშნოს სხვა მკურნალობა.
საჭიროა სიმპტომების ზუსტი კონტროლი, რომლებმაც შესაძლოა საჭირო გახადონ დოზირების კორექცია, კერძოდ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა - კლინიკური მდგომარეობის ცვლილება რემისიის ან დაავადების გამწვავების დროს, პრეპარატის მიმართ ინდივიდუალური მგრძნობელობა და სტრესის გავლენა (მაგალირად, ქირურგიული ჩარევა, ინფექცია, ტრავმა). სტრესის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს გარკვეული დროით დოზის გაზრდა.
თუ მკურნალობა 2-3 დღეზე მეტ ხანს გრძელდებოდა და შემდეგ საჭირო გახდა პრეპარატის შეყვანის შეწყვეტა, ეს თანდათანობით უნდა მოხდეს.
ინტრავენური შეყვანისას დოზირება იგივეა, როგორ პერორალური გამოყენებისას. მაგრამ ზოგიერთ გადაუდებელ, მწვავე და სიცოცხლისთვის საშიშ შემთხვევებში ჩვეულებრივზე მაღალი დოზების გამოყენება შეიძლება იყოს გამართლებული და პერორალურ დოზირებასთან შეთავსებული. გასათვალისწინებელია, რომ კუნთში შეყვანისას აბსორბციის სიჩქარე უფრო დაბალია.
შოკი
მიმდინარე სამედიცინო პრაქტიკაში შოკის მკურნალობის დროს, რომელიც მდგრადია ტრადიციული თერაპიისადმი, გამოიყენება კორტიკოსტეროიდების მაღალი (ფარმაკოლოგიური) დოზები. არსებობს საინიექციო დექსამეტაზონის ფოსფატის შემდეგი დოზირება:
3 მგ/კგ სხეულის მასაზე 24 საათის განმავლობაში მუდმივი ინტრავენური ინფუზიის სახით საწყისი 20 მგ-ის ინტრავენური ინიექციის შეყვანის შემდეგ.
2-6 მგ/კგ სხეულის მასაზე ერთი ინტრავენური ინიექციის სახით.
40 მგ საწყისი დოზა, შემდეგ განმეორებით ინტრავენური ინიექცია ყოველ 4-6 საათში შოკის სიმპტომების არსებობამდე.
1 მგ/კგ სხეულის მასაზე ერთჯერადი ინტრავენური ინიექციის სახით.
კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მხოლოდ პაციენტის მდგომარეობის დასტაბილურებამდე და ჩვეულებრივ არაუმეტეს 48-72 საათისა.
ტვინის შეშუპება
დექსამეტაზონის, საინიექციო ხსნარი, როგორც წესი ინიშნება საწყისი დოზით 10 მგ ინტრავენურად, შემდეგ 4 მგ ყოველ 6 საათში კუნთში სიმპტომების გაქრობამდე.
რეაქცია მკურნალობაზე როგორც წესი ვლინდება 12-24 საათის განმავლობაში, დოზირება შეიძლება შემცირდეს მკურნალობის 2-4 დღის შემდეგ, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს თანდათანობით 5-7 დღის განმავლობაში. პალიატიური გამოყენებისთვის პაციენტებში განმეორებითი ან არაოპერაბელური თავის ტვინის სიმსივნით, შესაძლებელია ეფექტური იყოს შემანარჩუნებელი თერაპია დოზირებით 2 მგ 2-3 ჯერ დღეში.
მძიმე ალერგიული დაავადებები
მწვავე ალერგიული დაავადებების დროს, რომლებიც თვითონ კუპირდება, ან ქრონიკული ალერგიული დაავადებების მძიმე გამწვავებისას ინიშნება დოზირების შემდეგი სქემა, რომელიც აერთიანებს პარენტერალურ და პერორალურ თერაპიას:
დექსამეტაზონი, საინიექციო ხსნარი, 4 მგ/მლ: პირველი დღე: 1 ან 2 მლ (4 ან 8 მგ), კუნთში.
დექსამეტაზონი, ტაბლეტები, 0,5 მგ: მეორე და მესამე დღე: 6 ტაბლეტი ორ მიღებაზე ყოველ დღე; მეოთხე დღე - 3 ტაბლეტი ორ მიღებაზე; მეხუთე და მეექვსე დღე - 1 1/2 ტაბლეტი ყოველ დღე; მეშვიდე დღე - მკურნალობის დასრულება; მერვე დღე - ექიმთან განმეორებითი ვიზიტი.
ეს სქემა განკუთვნილია ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფისთვის გამწვავების სტადიებში დოზის გაადაჭარბების საშიშროების თავიდან აცილების მიზნით ქრონიკული შემთხვევების დროს.
COVID-19-ის მკურნალობა
მოზრდილები და ბავშვები (12 წელზე მეტი ასაკის და არანაკლებ 40 კგ სხეულის მასის მქონე მოზარდები): 6 მგ დექსამეტაზონი ინტრავენურად ერთხელ დღეში, 10 დღის განმავლობაში.
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად.
თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ხანდაზმული პაციენტები დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ადგილობრივი შეყვანა
სახსარშიდა შეყვანა, შეყვანა დაზიანების ადგილას ან რბილ ქსოვილებში გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დაზიანება განისაზღვრება ერთი ან ორი სახსრით (უბნით). დოზები და შეყვანის სიხშირე დამოკიდებულია მდგომარეობაზე და შეყვანის ადგილზე. ჩვეულებრივი დოზა არის 0,2-6 მგ. სახსარში განმეორებითი შეყვანა შესაძლებელია 3-4 თვის შემდეგ. პრეპარატის შეყვანა შესაძლებელია ერთ სახსარში მხოლოდ 3-ჯერ ან 4-ჯერ მთელი ცხოვრების განმავლობაში და ერთდროულად არა უმეტეს 2 სახსარში. სახსარში ხშირმა შეყვანამ შეიძლება დააზიანოს სახსრის ხრტილი და გამოიწვიოს ძვლის ნეკროზი.
კორტიკოსტეროიდის სახსარშიდა ინიექციამ ადგილობრივ ეფექტებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს სისტემური ეფექტები.
საჭიროა თავის არიდება ინფიცერულ სახსარში კორტიკოსტეროიდების შეყვანისაგან.
არ არის სასურველი კორტიკოსტეროიდების შეყვანა არასტაბილურ სახსარში.
ზოგიერთი ერთჯერადი დოზები მოცემულია ქვემოთ ცხრილში:
ინიექცის ადგილი
დექსამეტაზონის ფოსფატის დოზა (მგ)
დიდი სახსრები (მაგალითად, მუხლის)
2-4
მცირე სახსრები (მაგალითად, ფალანთაშორისი, საფეთქელ-ქვედა ყბის)
0,8-1
კუნთშორისი ჩანთები
2-3
მყესის გარსები
0,4-1
რბილი ქსოვილბის ინფილტრაცია
2-6
განგლიები
1-2
დექსამეტაზონი, საინიექციო ხსნარი, განსაკუთრებით რეკომენდებულიახანგრძლივი მოქმედების სახსარშიდა და რბილ ქსოვილებში შეყვანისათვის განკუთვნილ ნაკლებად ხსნად სტეროიდეთან ერთდროული გამოყენებისათვის.
საბავშვო დოზები
ჩანაცვლებითი თერაპიის რეკომენდებული დოზაა 0,02 მგ/კგ სხეულის მასაზე ან 0,67 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე/დღე-ღამეში, რაც სამ ინიექციაზე იყოფა.
ყველა სხვა ჩვენებების დროს საწყისი დოზების დიაპაზონი შეადგენს 0,02-0,03 მგ/კგ/დღეში 3-4 ინიექციაზე (0,67-9 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე/დღეში).
შესადარებლად ქვემოთ მოცემულია ეკვივალენტური დოზები მგ-ში სხვადასხვა კორტიკოსტეროიდებისათვის.
0,75 მგ დექსამეტაზონი ეკვივალენტურია 2 მგ პარამეტაზონის ან 4 მლ მეთილპრედნიზოლონის და ტრიამცინოლონის, ან 5 მგ პრედნიზონის და პრედნიზოლონის, ან 20 მგ ჰიდროკორტიზონის, ან 25 მგ კორტიზონის, ან 0,75 მგ ბეტამეტაზონის.
დოზირების ეს შეფარდება ეხება ამ პრეპარატების მხოლოდ პერორალურ და ინტრავენურ გამოყენებას. თუ ეს პრეპარატები ან მათი წარმოებულები შეჰყავთ კუნთში ან სახსარში, მათი შეფარდებითი თვისებები შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს.
ბავშვები.
ბავშვებში გამოიყენება ახალშობილობის პერიოდიდან მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში. დექსამეტაზონით მკურნალობის პერიოდში საჭირო ბავშვებისა და მოზარდების ზრდასა და განვითარებაზე თვალ-ყურის დევნება.
ჭარბი დოზირება.
არსებობს ცალკეული ცნობები მწვავე ჭარბი დოზირების შესახებ ან ლეტალური გამოსავლის შესახებ მწვავე ჭარბი დოზირების გამო.
ჭარბი დოზირება ჩვეულებრივ ვითარდება მხოლოდ რამოდენიმე კვირიანი გამოყენების შემდეგ. ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტების უმრავლესობა, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში „გვერდითი რეაქციები“, პირველ რიგში კუშინგის სინდრომი.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი დოზირების მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და შემანარჩუნებელი. ჰემოდიალიზი არ არის ორგანიზმიდან დექსამეტაზონის გამოყოფის ეფექტური მეთოდი.
გვერდითი რეაქციები.
გვერდითი მოვლენები დექსამეტაზონით ხანმოკლე მკურნალობის დროს:
იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის ტრანზიტორული დათრგუნვა.
ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: ნახშირწყლებისადმი ტოლერანტობის შემცირება, მადის მომატება და სხეულის მასის მომატება, ჰიპერტრიგლიცერიდემია.
ფსიქიკის მხრივ: ფსიქიკური აშლილობა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პეპტიკური წყლული და მწვავე პანკრეატიტი. გვერდითი მოვლენები დექსამეტაზონით ხანგრძლივი მკურნალობის დროს:
იმუნური სისტემის მხრივ: იმუნური პასუხის შემცირება და გაზრდილი მგრძნობელობა ინფექციების მიმართ.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის მუდმივი დათრგუნვა, ზრდის შეფერხება ბავშვებსა და მოზარდებში, ეპიფიზური ზრდის ზონების ნაადრევი დახურვა.
ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: სიმსუქნე.
მხედველობის ორგანოების მხრივ: კატარაქტა, გლაუკომა.
სისხლძარღვების მხრივ: ჰიპერტენზია; ტელეანგიოექტაზია.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: კანის გათხელება.
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: კუნთების ატროფია, ოსტეოპოროზი, ძვლის ასეპტიკური ნეკროზი, ლულისებრი ძვლების მოტეხილობები.
გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება ინდივიდუალურად განვითარდეს ორგანოებსა და სისტემებში დექსამეტაზონით მკურნალობის დროს:
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: თრომბოემბოლური გართულებები; მონოციტების ან/და ლიმფოციტების რაოდენობის შემცირება; ლეიკოციტოზი; ეოზინოფილია (სხვა გლუკოკორტიკოსტეროიდების მსგავსად); თრომბოციტოპენია და არათრომბოციტოპენიური პურპურა.
იმუნური სისტემის მხრივ: გამონაყარი, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსიური რეაქციები, ოპორტუნისტული ინფექციების განვითარება.
გულის მხრივ: პარკუჭების მულტიფოკალური ექსტრასისტოლია, დროებითი ბრადიკარდია, გულის უკმარისობა, გულის გაჩერება, მიოკარდიუმის პერფორაცია გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ.
სისხლძარღვების მხრივ: ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებია და შუასაყარის მხრივ: არააქტიური ტუბერკულოზის რეციდივი.
ნერვული სისტემის მხრივ: მხედველობის ნერვის შეშუპება და ქალაშიდა წნევის მომატება (კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია) მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ; თავბრუსხვევა; ვერტიგო; თავის ტკივილი; კრუნჩხვები.
ფსიქიკის მხრივ: პიროვნული და ქცევითი ცვლილებები უფრო ხშირად გამოვლენილი ეიფორიის სახით; უძილობა, გაღიზიანება, ჰიპერკინეზი, დეპრესია, ნერვოზულობა, შფოთვა, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, დელირიუმი, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, პარანოია, განწყობის ლაბილობა, სუიციდური აზრები, ფსიქოზი, ძილის დარღვევა, ცნობიერების არევა, ამნეზია, შიზოფრენიის მიმდინარეობის გაუარესება, ეპილეფსიის მიმდინარეობის გაუარესება.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა და თირკმელზედა ჯირკვლების ატროფია (სტრესზე რეაგირების შემცირება), კუშინგის სინდრომი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჰირსუტიზმი.
ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: დიაბეტის ლატენტური ფორმიდან კლინიკურ გამოვლინებამდე გადასვლა; შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ინსულინზე და პერორალურ დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებზე მოთხოვნილების გაზრდა; ნატრიუმის და წყლის შეკავება; კალიუმის მოხმარების გაზრდა; ჰიპოკალემიური ალკალოზი; ცილების კატაბოლიზმით განპირობებული აზოტის უარყოფითი ბალანსი; ჰიპოკალცემია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, სლოკინი, კუჭის პეპტიკური წყლული ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ეზოფაგიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია და სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (ღებინება სისხლის მინარევით, მელენა), პანკრეატიტი, ნაღვლის ბუშტის და ნაწლავის პერფორაცია (განსაკუთრებითნაწლავების ანთებითი დაავადების მქონე პაციენტებში).
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: კუნთების სისუსტე, სტეროიდული მიოპათია (კუნთების კატაბოლიზმით განპირობებული კუნთების სისუსტე), ხერხემლის მოტეხილობები ზეწოლის დროს, მყესების გაგლეჯა (განსაკუთრებით ზოგიერთ ქინოლინებთან ერთდროული გამოყენებისას), სასახსრე ხრტილის დაზიანება და ძვლის ნეკროზი (სახსრებში ხშირი ინიექციების დროს).
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ჭრილობის შეხორცების შეფერხება, სტრიები, პეტექიები და სისხლჩაქცევები, მომატებული ოფლიანობა, აკნე, კანის ტესტების სუპრესია, კვინკეს შეშუპება, ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება, კანის ქავილი.
მხედველობის ორგანოების მხრივ: თვალშიდა წნევის მომატება; ეგზოფთალმი; თვალის ბაქტერიული, სოკოვანი ან ვირუსული ინფექციების გამწვავება; რქოვანას გათხელება.
სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ: იმპოტენცია, ამენორეა.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები ინიექციის ადგილის მხრივ: შორისში წვის და ჩხვლეტის გარდამავალი შეგრძნება ინტრავენური შეყვანის დროს ან მაღალი დოზების შეყვანისას; შეშუპება, კანის ჰიპერ- ან ჰიპოპიგმენტაცია, კანისა და კანქვეშა ქსოვილის ატროფია, სტერილური აბსცესი და კანის სიწითლე.
გლუკოკორტიკოიდის მოხსნის სინდრომის ნიშნები.
პაციენტებში, რომელბიც ხანგრძლივად იტარებდნენ მკურნალობას დექსამეტაზონით, დოზის სწრაფი შემცირებისას შეიძლება გამოვლინდეს მოხსნის სინდრომი, რის შედეგადაც აღინიშნება თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, არტერიული ჰიპოტენზია, ან ლეტალური გამოსავალი. ზოგიერთ შემთხვევაში მოხსნის სინრომის ნიშნები შეიძლება მსგავსი იყოს იმ დაავადების გაუარესების, ან რეციდივის ნიშნებისა, რომელსაც პაციენტი მკურნალობდა.
მძიმე არასასურველი რეაქციების განვითარებისსა საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.
ვარგისობის ვადა. 3 წელი.
შენახვის პირობები. ინახება არა უმეტს 25C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეუთავსებლობა.
არ არის მიზანშეწონილი სხვა მედიკამენტებთან პრეპარატის შერევა, 0,9 % ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის ან 5% გლუკოზის ხსნარის გარდა.
დექსამეტაზონის შერევით ქლორპრომაზინთან, დიფენჰიდრამინთან, დოქსაპრამთან, დოქსორუბიცინთან, დაუნორუბიცინთან, იდარუბიცინთან, ჰიდრომორფონთან, ონდანსეტრონთან, პროქლორპერაზინთან, კალიუმის ნიტრატთან და ვანკომიცინთან წარმოიქმნება ნალექი.
დექსამეტაზონის დაახლოებით 16% იშლება 2,5% გლუკოზის ხსნარში და 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ამიკაცინთან ერთად.
ზოგიერთი სამკურნალო საშუალების, მაგ., ლორაზეპამის, დექსამეტაზონთან შერევა უნდა მოხდეს შუსის ფლაკონში და არა პოლიეთილენს პაკეტში (ლორაზეპამის კონცენტრაცია მცირდება 90%-ზე ნაკლებ მაჩვენებლამდე პოლივინილქლორიდის პაკეტებში 3-4 სთ-ის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე შენახვისას).
ზოგიერთ სამკურნალო საშუალებას, მაგ., მეტაპამინოლს, ახასიათებს „ნელა განვითარებადი შეუთავსებლობა“, რომელიც ვითარდება 24 სთ-ის განმავლობაში დექსამეტაზონთან შერევისას.
დექსამეტაზონი გლიკოპიროლატთან ერთად: ნარჩენი ხსნარის pH-ის მნიშვნელობა შეადგენს 6,4-ს, რაც სტაბილურობის დიაპაზონის მონაცემებს ცდება.
შეფუთვა. 1 მლ ამპულებში, შეფუთვაში მოთავსებულია ბლისტერი 5 ამპულით.
გაცემის კატეგორია. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა რეცეპტის გარეშე)
მწარმოებელი.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ფარმაცევტული კომპანია „ზდოროვიე“.
განმცხადებელი.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საცდელი ქარხანა „გნცლს“.
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი.
უკრაინა, 61013, ხარკოვის ოლქი, ქ. ხარკოვი, შევჩენკოს ქ., სახლი 22.
ბოლო გადახედვის თარიღი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.