პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თამაზ ბორაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

საქართველოს სუს-ის უფროსი თამაზ ბორაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია და კოლეგა ალი ნაგიევთან რეგიონული გამოწვევები და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა განიხილა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თამაზ ბორაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია
პირველი არხი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თამაზ ბორაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია.

სუს-ის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში თამაზ ბორაშვილმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ალი ნაგიევთან.

„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე მდგარი თანამედროვე გამოწვევები. ხაზი გაესვა გლობალური საფრთხეების დაძლევის პროცესში ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს თამაზ ბორაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

შეხვედრას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე გიორგი ბახუაშვილი, მოადგილე დავით არჩვაძე და დაზვერვის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თამაზ ბორაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი: აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ ახალი შესაძლებლობები, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ დინამიკასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები