პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რატი იონათამიშვილი – ევროკავშირი უნდა ეფუძნებოდეს იმ ღირებულებებს, რის გამოც შეიქმნა და არა ამ ევრობიუროკრატების ევროსტანდარტებს, რომლებიც დღეს ევროპულ სტრუქტურებს მართავენ

საქართველოს პარლამენტი

რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ სანამ ევროპული პოლიტიკური ჯგუფები გამჭვირვალობაზე ვინმეს მოუწოდებენ, საქართველოს ბოდიში უნდა მოუხადონ, რადგან ქვეყანაში ძალადობასა და არეულობას აქეზებდნენ.

რატი იონათამიშვილი – ევროკავშირი უნდა ეფუძნებოდეს იმ ღირებულებებს, რის გამოც შეიქმნა და არა ამ ევრობიუროკრატების ევროსტანდარტებს, რომლებიც დღეს ევროპულ სტრუქტურებს მართავენ
პირველი არხი

გამჭვირვალობის გარეშე დემოკრატია არ არსებობს. ვიდრე ეს პოლიტიკური ჯგუფები გამჭვირვალობის დაცვასთან დაკავშირებით ვინმეს რაიმეს მოუწოდებენ, მანამდე საქართველოს ბოდიში უნდა მოუხადონ, რადგან როცა ქვეყანაში გამჭვირვალობის სტანდარტს ვწევდით, ისინი თავს გვესხმოდნენ და საქართველოში ძალადობასა და არეულობას აქეზებდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ფაქტია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოშიც და ევროპაშიც ვიწრო პოლიტიკური ჯგუფების ინსტრუმენტებად გადაიქცნენ.

„დღეს აღმოჩნდა, რომ თურმე გამჭვირვალობა აკრძალული უნდა იყოს საქართველოში, მაგრამ მათ საქმეებში გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია. როდის არიან მართლები და გულწრფელები? სწორედ ასეთი ორმაგი სტანდარტებია ის, რამაც ევროკავშირის ინსტიტუტები ასეთ ჩიხში შეიყვანა. ევროკავშირი უნდა ეფუძნებოდეს იმ ღირებულებებს, რის გამოც შეიქმნა და არა ამ ევრობიუროკრატების ევროსტანდარტებს, რომლებიც, სამწუხაროდ, ევროპულ სტრუქტურებს დღეს მართავენ. ფაქტია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოშიც და ევროპაშიც ვიწრო პოლიტიკური ჯგუფების ინსტრუმენტებად გადაიქცნენ. არა ადვოკატირების მექანიზმებად, არამედ პირდაპირ ლობირებენ ცალკეულ საკითხებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობაში თავად ამ ქვეყნების ინტერესებთან მოდის. როდესაც ეს ყველაფერი ისე ხდება, რომ დაფინანსების წარმომავლობა და მისი ხარჯვა ბუნდოვანია, რა თქმა უნდა, მეტი რისკები არსებობს, რომ ეს იყოს გზის ავლა პოლიტიკური პროცესებისთვის. პოლიტიკური პროცესების დაფინანსება უცხო ძალების მხრიდან მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნისთვის და ასეც უნდა იყოს. ორმაგი სტანდარტია ის, რომ სწორედ ასეთ შავ ხვრელებს ეძებდნენ და მხარს უჭერდნენ საქართველოში, საკუთარ ქვეყნებში კი მის წინააღმდეგ გამოდიან. ფაქტია, რომ სინამდვილეში ისინი დემოკრატიის მცველები კი არ არიან, ამ შავი ხვრელების პროპაგანდისტები არიან“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობორატი იონათამიშვილი: დემოკრატია არ არსებობს გამჭვირვალობის გარეშე. გვახსოვს, როდესაც ჩვენ ამას ვამბობდით, ამის გამო გვეწინააღმდეგებოდა და გვიპირისპირდებოდა მთელი ევრობიუროკრატია და არამარტო
  2. რუსთავი 2სამთავრობო"სინამდვილეში, დემოკრატია არ არსებობს გამჭვირვალობის გარეშე. როდესაც ამას ვამბობდით, გვეწინააღმდეგებოდა და გვიპირისპირდებოდა მთელი ევრობიუროკრატია" - რატი იონათამიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"სინამდვილეში, დემოკრატია არ არსებობს გამჭვირვალობის გარეშე. როდესაც ამას ვამბობდით, გვეწინააღმდეგებოდა და გვიპირისპირდებოდა მთელი ევრობიუროკრატია" - რატი იონათამიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები