პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი - მოლდოვაში გაზის ფასი 7-ჯერ გაიზარდა, რადგან ბრიუსელის მითითებებს მიჰყვებიან - მარტივი დასკვნა: რაც უფრო გაქებს ბრიუსელი, ე.ი შენი ხალხისთვის რაღაცას არასწორად აკეთებ! რაც უფრო მეტად გაგვაკრიტიკებს - ე.ი. სწორად ვიქცევით!

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რაც უფრო მეტად აკრიტიკებს ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებას, ეს ნიშნავს, რომ ისინი სწორად იქცევიან და ხალხი მოგებაში იქნება. მან მაგალითად მოლდოვა მოიყვანა, სადაც ბრიუსელის მითითებების გამო გაზის ფასი 7-ჯერ გაიზარდა.

შალვა პაპუაშვილი - მოლდოვაში გაზის ფასი 7-ჯერ გაიზარდა, რადგან ბრიუსელის მითითებებს მიჰყვებიან - მარტივი დასკვნა: რაც უფრო გაქებს ბრიუსელი, ე.ი შენი ხალხისთვის რაღაცას არასწორად აკეთებ! რაც უფრო მეტად გაგვაკრიტიკებს - ე.ი. სწორად ვიქცევით!
ინტერპრესნიუსი

მოლდოვაში გაზის ფასი 7-ჯერ გაიზარდა იმიტომ, რომ ბრიუსელის მითითებებს მიჰყვებიან - აქედან მარტივი დასკვნა: რაც უფრო გაქებს ბრიუსელი, ე.ი შენი ხალხისთვის რაღაცას არასწორად აკეთებ! რაც უფრო მეტად გაგვაკრიტიკებს ბრიუსელი და მისი ელჩი, ე.ი. სწორად ვიქცევით და ჩვენი ხალხი მოგებაში იქნება, - ეს განცხადება დღეს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

როგორც პაპუაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, ევროკომისიამ საქართველოს შემთხვევაში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევაში კი შეამცირა. პაპუაშვილის თქმით, “ეს არის პირდაპირი ახსნა იმისა, უნდა დავუჯეროთ თუ არა ბრიუსელს“.

“უკრაინის შემთხვევაში გასაგებია და ომი ბევრ რამეს ხსნის. ხან ევროკავშირის ელჩი, ხან ევროკომისიის წარმომადგენელი ნიშნის მოგებით გვეუბნებიან ხოლმე, რომ მოლდოვა მეტ სიკეთეს მიიღებს, ვიდრე საქართველო. რაში გამოიხატება ეს სიკეთე?! დაბალი პროგნოზი, რომელიც 2%-ის გარშემო ჰქონდათ, ისიც კი დაუწიეს იმიტომ, რომ არასწორ რჩევებსა და მითითებებს აძლევენ და რაც მთავარია საკუთარი რჩევებით აზიანებენ მოლდოვას.

2021 წელს, მანამ სანამ უკრაინაში ომი დაიწყებოდა, მოლდოვაში 1 კუბური გაზი მომხმარებლისთვის 65 თეთრი ღირდა, ხოლო საქართველოში - 56 თეთრი. დღეს მოლდოვაში მომხმარებლისთვის 1 კუბური მეტრი - 3 ლარი და 65 თეთრი ღირს, ხოლო საქართველოში ისევ 56 თეთრია.

მოლდოვაში გაზის ფასი 7-ჯერ გაიზარდა იმიტომ, რომ ბრიუსელის მითითებებს მიჰყვებიან. ზრუნავენ არა იმაზე, რომ რაც შეიძლება იაფი ენერგომატარებლები და აქედან გამომდინარე დაბალი ფასები ჰქონდეთ, არამედ ზრუნავენ იმაზე, რომ როგორმე დადებითი შეფასებები მიიღონ ბრიუსელიდან.

აქედან მარტივი დასკვნა: - რაც უფრო გაქებს ბრიუსელი, ე.ი შენი ხალხისთვის რაღაცას არასწორად აკეთებ. ჩვენთვის ეს არის სწორედაც ტესტი. რაც უფრო მეტად შეგაქებს ბრიუსელი, უნდა დავსვათ კითხვა, რომ ეტყობა რაღაცას არასწორად ვაკეთებთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე. რაც უფრო მეტად გაგვაკრიტიკებს ბრიუსელი და მისი ელჩი, ე.ი. სწორად ვიქცევით და ჩვენი ხალხი მოგებაში იქნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი ევროკომისიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე: ეს არის პირდაპირი ახსნა იმისა თუ რა სჯობს, დავუჯეროთ ბრიუსელს, თუ არ დავუჯეროთ ბრიუსელს
  2. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – ევროკომისიამ საქართველოსთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა, აქედან არის მარტივი დასკვნა, რაც უფრო გაგვაკრიტიკებს ბრიუსელი, ესე იგი, სწორად ვიქცევით და ჩვენი ხალხი მოგებაში იქნება
  3. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი ევროკომისიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შესახებ: “ეს არის პირდაპირი ახსნა იმისა, თუ რა ჯობს – დავუჯეროთ ბრიუსელს, თუ არ დავუჯეროთ ბრიუსელს”
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი - საქართველო, ეკონომიკური ზრდის ტემპით, არა უბრალოდ უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ და კანდიდატ ქვეყანას, არამედ უსწრებს რამდენჯერმე - ეს არის დამოუკიდებლობის უპირატესობა და არასდროს უნდა დავთმობთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები