პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გივი მიქანაძემ გერმანიის ელჩთან შეხვედრა გამართა

განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გერმანიის ელჩ ბარბარა ფოსთან შეხვედრაზე პროფესიული განათლების მხარდაჭერა, უნივერსიტეტების თანამშრომლობა და მიმდინარე რეფორმები განიხილა.

გივი მიქანაძემ გერმანიის ელჩთან შეხვედრა გამართა
რუსთავი 2

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში არსებული მრავლწლიანი თანამშრომლობა განიხილეს და პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

გივი მიქანაძემ ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი რეფორმების ძირითადი მიმართულებების შესახებ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო გერმანიის მიერ საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. ამასთან, მხარეებმა ქართულ სკოლებში გერმანული ენის სწავლების ხელშეწყობისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საკითხები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქართულ და გერმანულ უნივერსიტეტებს შორის კავშირის გაძლიერების ხელშეწყობაზე, მათ შორის, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების, აკადემიური მობილობისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელების მიმართულებით.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ზრდასრულთა განათლებისა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობას, ამასთან ამ მიმართულებით გერმანული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ თანამშრომლობა და განახორციელონ ახალი ერთობლივი ინიციატივები.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გივი მიქანაძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელებს უმასპინძლაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები