შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, მონტენგეროს კონსტიტუციაში აწერინებენ, რომ არჩევნებში გამარჯვებული გუნდის კეთილსინდისიერება უცხოელებმა უნდა გადაამოწმონ
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიუსელის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს და მონტენეგროს კონსტიტუციაში აწერინებენ, რომ გამარჯვებული გუნდის კეთილსინდისიერება გარე ძალებმა გადაამოწმონ.

ბრიუსელის ფანტაზიას სხვა კანდიდატ ქვეყნებში გავლენების მოპოვებასთან დაკავშირებთ, საზღვარი არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მონტენეგროში მოთხოვნილი საკონსტიტუციო ცვლილებები სწორედ იმის ნიშანია, რომ ყველაფერი, რაც ქვეყნის მმართველობაზე არის პასუხისმგებელი, გაკონტროლდეს.
„მგონი, ე.წ. ვეტინგი ყველამ გაიგო უკვე რა არის. აქამდე თუ საუბრობდნენ მოსამართლეებზე და პროკურორებზე, ახლა ვხედავთ, რომ მონტენეგროში საკონსტიტუციო ცვლილებებით კონსტიტუციაში აწერინებენ, რომ არჩევნების შემდეგ გამარჯვებული გუნდის, მათ შორის გუნდის ლიდერს კეთილსინდისიერება ვიღაცამ უნდა გადაამოწმოს, სავარაუდოდ ეს იქნება უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“, მათ უნდა გადაამოწმონ კეთილსინდისიერება ადამიანების და თქვან, მათი გაგებით ეს ადამიანი არის თუ არა კეთილსინდისიერი. ფაქტობრივად, დემოკრატიულ არჩევანზე გარე ძალებმა უნდა მოახდინონ გავლენა. ამას ეხება ეს ყველაფერი. ბრიუსელის ფანტაზიას სხვა კანდიდატ ქვეყნებში გავლენების მოპოვებასთან დაკავშირებთ, საზღვარი არ აქვს. ხანდახან გვეუბნებიან, როდის მოვითხოვეთ ერთნაირსქესიანთა ქორწინებაო, მოითხოვენ ყველაფერს ჩვენგან, რაც მოთხოვნილი აქვთ სხვაგან. ეს გვაჩვენებს, რამდენად არასწორი ხედვა აქვს ბრიუსელს ევროკავშირთან დაკავშირებით, ეს არის სწორედ ევროკავშირის საბჭოთა კავშირისკენ წაყვანა, სხვა რამეს კი არ აკეთებდა საბჭოთა მოსკოვი, მის წევრ რესპუბლიკებს უთითებდა, ვინ უნდა ყოფილიყო ცეკას პირველი მდივანი, მეორე მდივანი. ეს სულისკვეთებაა ბრიუსელის ბიუროკრატიაში. მონტენეგროში ცვლილებები, რომელიც ბრიუსელიდან არის მითითებული, სწორედ აქეთ არის მიმართული, რომ სრულად იყოს გავლენის ქვეშ მთავრობა, მართლმსაჯულების სისტემა და ყველაფერი, რაც ქვეყნის მმართველობაზე არის პასუხისმგებელი“, – განაცხადა პაპაუშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…