წალკის მუნიციპალიტეტში, საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
წალკის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. მშობლების ცნობით, ბავშვებს ფიზიკურად ეხებოდნენ, სახეზე ბალიშებს აფარებდნენ და კუთხეში აყენებდნენ.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას გულისხმობს.
საბავშვო ბაღში შესაძლო ძალადობის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიასაშუალება TOK TV-მ გაავრცელა. გამოცემის ცნობით, პოლიციას ორი მშობელი დაუკავშირდა. მშობლების ინფორმაციით, აღსაზრდელებს ფიზიკურად ეხებოდნენ, ძილის დროს სახეზე ბალიშებს აფარებდნენ, კუთხეში აყენებდნენ და თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაწალკის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში ბავშვების შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
“ბაღში ბავშვებს ძილში სახეზე ბალიშებს აფარებდნენ”– შსს საბავშვო ბაღის აღსაზრდელების შესაძლო ძალადობას იძიებს
სკანდალი წალკის საბავშვო ბაღში - პოლიცია იძიებს აფარებდნენ თუ არა ბავშვებს ძილის დროს სახეზე ბალიშებს?
წალკის ერთ-ერთი სოფლის საბავშო ბაღში შესაძლო ძალადობაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…