პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისის 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღი - კიბის მოაჯირიდან მცირედით გადავიდა დენი 2 აღსაზრდელზე, დენის დარტყმა არ მომხდარა - ორივე ბავშვი ჯანმრთელადაა, სასწრაფო დახმარების საჭიროება არ ყოფილა

თბილისის 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღის ცნობით, კიბის მოაჯირიდან 2 აღსაზრდელზე დენი მხოლოდ მცირედით გადავიდა, დენის დარტყმა არ ყოფილა და ბავშვები ჯანმრთელად არიან.

თბილისის 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღი - კიბის მოაჯირიდან მცირედით გადავიდა დენი 2 აღსაზრდელზე, დენის დარტყმა არ მომხდარა - ორივე ბავშვი ჯანმრთელადაა, სასწრაფო დახმარების საჭიროება არ ყოფილა
ინტერპრესნიუსი

თბილისის 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღში განმარტავენ, რომ “კიბის მოაჯირიდან ორ აღსაზრდელზე დენი “მცირედით გადავიდა”.

მათივე ცნობით, ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია და სააღმზრდელო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

“კიბის მოაჯირიდან მცირედით გადაიტანა დენი 2 აღსაზრდელზე. დენის დარტყმა არ მომხდარა. ორივე ბავშვი ჯანმრთელად არის. სასწრაფო დახმარების საჭიროება არ ყოფილა. აბსოლუტურად ყველაფერი მოგვარებულია. მშვიდ გარემოში მიმდინარეობს სააღმზრდელო პროცესი”,- აღნიშნავენ “ინტერპრესნიუსთან” 109-ე ბაგა-ბაღში.

ინფორმაციისთვის, ერთ-ერთმა მშობელმა გაავრცელა ინფორმაცია სოციალურ ქსელში იმის თაობაზე, რომ 109-ე ბაგა-ბაღში აღსაზრდელებს დენმა დაარტყა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
"მიმდინარეობს იმ პროდუქტების გატანა ბაღიდან, რა პროდუქტებიც იქნა გუშინ მოხმარებული, რათა ჩაუტარდეთ ექსპერტიზა" - №109 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები