ლაშა ფარულავა – ევროკავშირის გაფართოების ანგარიში პირდაპირ ამბობს, რომ ბრიუსელის მხრიდან კარი ღიაა, ეს კარი კი თბილისში ჩაკეტეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ ევროკავშირის კარი ღიაა, თუმცა ის „ქართულმა ოცნებამ“, ირაკლი კობახიძემ და ბიძინა ივანიშვილმა ჩაკეტეს. მისი თქმით, ქვეყანაში სასამართლო მიტაცებულია და ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს.