ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გორდულაძე: სუსი თურმე უსმენს ეკლესიის წარმომადგენლებს, აბსოლუტური ტყუილია

ლელოქართული ოცნებასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისაკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პროკურატურა

დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ „ლელოს“ წარმომადგენელ გიორგი სიორიძეს გამოსვლა შეაწყვეტინა და განაცხადა, რომ სუსის მხრიდან ეკლესიის წარმომადგენლების მოსმენა „აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაციაა“. მოსამართლე რევაზ ნადარაიამ სიორიძეს დაუდასტურებელი ბრალდებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

გორდულაძე: სუსი თურმე უსმენს ეკლესიის წარმომადგენლებს, აბსოლუტური ტყუილია
გორდულაძე: სუსი თურმე უსმენს ეკლესიის წარმომადგენლებს, აბსოლუტური ტყუილიაბათუმელები

„საერთოდ სიტყვას როგორ ახსენებთ მართლმადიდებელ ეკლესიაზე? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თურმე უსმენს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს. ეს არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია,“ – ამ განცხადებით დღევანდელ სხდომაზე მოხსენება შეაწყვეტინა „ლელოს“ წარმომადგენელს, გიორგი სიორიძეს „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ.

მანამდე გიორგი სიორიძემ სუსის 2024 წლის ანგარიშიდან წაიკითხა კონკრეტული ჩანაწერები, სადაც საუბარია „ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსიფიკაციის პოლიტიკის საფრთხეზე“.

გიორგი სიორიძემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ როცა „ოცნების“ შეფასებით, ოპოზიცია რუსეთის გაღიზიანებას ცდილობს, ამ დროს სუსის ანგარიშიც კი, პირდაპირ მიუთითებს რუსეთისგან მომავალ საფრთხეზე.

„მართლა გგონიათ, რომ რუსეთის გრუ-ს სძინავს და სუსის ამ საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტს ვერ კითხულობს?… ამ საკითხებით უნდა იყოს კიდეც სუსი დაინტერესებული, ნაცვლად სასულიერო პირების, „ოცნების“ ოპონენტების და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების პირადი ცხოვრების უკანონო თვალთვალისა,“ – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

„ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები… დაანებოს თავი ამ ტყუილების გამეორებას,“ – ამ ნაწილში შეაწყვეტინა ზუსტად გამოსვლა გიორგი სიორიძეს არჩილ გორდულაძემ: ტყუილია, რომ სასულიერო პირებს სუსი უსმენსო.

„გაღიზიანებას ვერ ვატყობ. ამ მითითებას არ იზიარებს სასამართლო,“ – თქვა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ, თუმცა მაინც არჩია „ოცნების“ რეპლიკა გაეთვალისწინებინა და გიორგი სიორიძეს მიმართა:

„რაც შეეხება ბრალდებებს, ბატონო გიორგი, უხეშ ბრალდებებს, შეეცადეთ იყო კორექტული. თქვენი შეფასებებისგან ამა თუ იმ ფაქტების შეიკავეთ თავი. რაც არ არის კონკრეტული გადაწყვეტილებებით დადასტურებული, ასეთი მითითებებისგან თავი შეიკავეთ,“ – აღნიშნა პლენუმის თავმჯდომარე, რევაზ ნადარაიამ. „გადაწყვეტილებებში“ მან სასამართლოს გადაწყვეტილებები იგულისხმა, თუმცა როგორ იარსებებს სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ გამოძიება, მაგალითად, გასაჯაროებულ „სუსი ფაილებს“ არ გამოიძიებს? „სუსის ფაილების საქმეზე“ იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ და „ოცნების“ დამფუძნებელმა, მანანა კობახიძემაც ისაუბრა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძემ სუს-ის კრებსებში მოხვედრის შემდეგ საგამოძიებო უწყებას 2022 წელს მიმართა და დაზარალებულის სტატუსი მოითხოვა. კობახიძე პროკურატურაში გამოიკითხა. „დაკითხული ვარ პროკურატურაში, დიახ. ჩემი ინიციატივით მივმართე [საგამოძიებო უწყებას] და, რამდენადაც მახსოვს, დაზარალებულის სტატუსი მოვითხოვე“, – განაცხადა მანანა კობახიძემ 2022 წელს.

სავარაუდოდ, სუს-იდან 2021 წელს გაჟონილ ფაილებში მანანა კობახიძისა და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის საუბრები მოხვდა პრეზერვატივების კომპანია „აიისას“ სარჩელთან დაკავშირებით, რომლის განხილვაც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობდა.

„ეს იყო საჯაროდ გავრცელებული ფაქტები, რაზეც სასულიერო პირებიც საუბრობდნენ. კრებსები არაერთხელ გამოსულა. ეს მართლა ხდებოდა,“ – მოსამართლე რევაზ ნადარაიას მიმართა გიორგი სიორიძემ.

„ისეთ რაღაცაზე ვსაუბრობთ, რაც თემას არ ეხება,“ – დისკუსია დაასრულა რევაზ ნადარაიამ.

მე-8 დღეა საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება „ოპოზიციის გაუქმების საქმეზე“ განხილვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე: ბატონმა სიორიძემ რაც იკადრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თურმე უსმენს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს, არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია
  2. იმედინიუსისამთავრობოარჩილ გორდულაძე: ბატონმა სიორიძემ რაც იკადრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თურმე უსმენს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს, არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია
  3. POSTVსამთავრობოარჩილ გორდულაძე: “ბატონმა სიორიძემ რაც იკადრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თურმე, უსმენს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს, არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია”
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიარჩილ გორდულაძე - ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები - იკადრა, რომ თურმე სუს-ი მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს უსმენს - აღმაშფოთებელია და ყველანაირ ზღვარს არის გადასული ასეთი ტყუილის გავრცელება!
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საერთოდ სიტყვას როგორ ახსენებთ მართლმადიდებელ ეკლესიაზე? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თურმე უსმენს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს. ეს არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია,“
არჩილ გორდულაძე
„მართლა გგონიათ, რომ რუსეთის გრუ-ს სძინავს და სუსის ამ საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტს ვერ კითხულობს?… ამ საკითხებით უნდა იყოს კიდეც სუსი დაინტერესებული, ნაცვლად სასულიერო პირების, „ოცნების“ ოპონენტების და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების პირადი ცხოვრების უკანონო თვალთვალისა,“
გიორგი სიორიძე
„ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები… დაანებოს თავი ამ ტყუილების გამეორებას,“
არჩილ გორდულაძე
„გაღიზიანებას ვერ ვატყობ. ამ მითითებას არ იზიარებს სასამართლო,“
რევაზ ნადარაია
„რაც შეეხება ბრალდებებს, ბატონო გიორგი, უხეშ ბრალდებებს, შეეცადეთ იყო კორექტული. თქვენი შეფასებებისგან ამა თუ იმ ფაქტების შეიკავეთ თავი. რაც არ არის კონკრეტული გადაწყვეტილებებით დადასტურებული, ასეთი მითითებებისგან თავი შეიკავეთ,“
რევაზ ნადარაია
„დაკითხული ვარ პროკურატურაში, დიახ. ჩემი ინიციატივით მივმართე [საგამოძიებო უწყებას] და, რამდენადაც მახსოვს, დაზარალებულის სტატუსი მოვითხოვე“
მანანა კობახიძე
„ეს იყო საჯაროდ გავრცელებული ფაქტები, რაზეც სასულიერო პირებიც საუბრობდნენ. კრებსები არაერთხელ გამოსულა. ეს მართლა ხდებოდა,“
გიორგი სიორიძე
„ისეთ რაღაცაზე ვსაუბრობთ, რაც თემას არ ეხება,“
რევაზ ნადარაია
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე გიორგი სიორიძეზე - ბატონო მოსამართლე, გთხოვთ, უზრუნველყოთ, რომ მხარემ ჩვენკენ ხელის გამოშვერას თავი დაანებოს, ან ზრდილობას მოუხმოს, ან ნერვები დაიწყნაროს - ავტორიტარიზმი მოიკითხეთ თქვენკენ!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები