ლაშა ფარულავა – ევროკავშირის გაფართოების ანგარიში პირდაპირ ამბობს, რომ ბრიუსელის მხრიდან კარი ღიაა, ეს კარი კი თბილისში ჩაკეტეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ ევროკავშირის კარი ღიაა, თუმცა ის „ქართულმა ოცნებამ“, ირაკლი კობახიძემ და ბიძინა ივანიშვილმა ჩაკეტეს. მისი თქმით, ქვეყანაში სასამართლო მიტაცებულია და ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს.

ევროკავშირის გაფართოების ანგარიში პირდაპირ ამბობს, რომ ბრიუსელის მხრიდან კარი ღიაა, ეს კარი კი თბილისში ჩაკეტეს, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ჩაკეტა „ქართულმა ოცნებამ“, ირაკლი კობახიძემ, ბიძინა ივანიშვილმა, რადგან მათთვის მთავარი ძალაუფლების შენარჩუნებაა. კორუფცია და კრიმინალი ყოველდღიურობაა, რეპრესია და ტერორი – ყოველდღიურობა. ამას ვხედავთ ჩვენ და ხედავს მთელი საერთაშორისო საზოგადოება. ეს მძიმე ანგარიში და დასკვნა კიდევ ერთი ნიშანი და დასტურია იმისა, რომ ქართველ ხალხს ევროკავშირში ელოდებიან, მაგრამ არ ელოდებიან კრიმინალურ, კორუფციულ რეჟიმს, რომელსაც ძალაუფლება აქვს მიტაცებული, რომელიც ქართველ ხალხზე არ ზრუნავს და ზრუნავს საკუთარი კეთილდღეობის მოწყობაზე, რასაც ხალხის ხარჯზე აკეთებს“, – განაცხადა ფარულავამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ელოდება თუ არა ხელისუფლების მხრიდან რეკომენდაციების თუნდაც ნაწილის გაზიარებას, ფარულავამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნებისგან“ არაფერს ელოდება.

04.11.2026
ინტერვიუ ლაშა ფარულავასთან #დღისთემა
„რა მოლოდინი უნდა მქონდეს, როდესაც პარლამენტი ბუტაფორიად იქცა? იქ მხოლოდ გადაწყვეტილებებს იღებენ და ქართველ ხალხს ცხოვრებას უძვირებენ“, – განაცხადა ფარულავამ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, იზიარებს თუ არა ე.წ. ვეტინგის, ანუ კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემის დანერგვის მოწოდებას და როგორ წარმოუდგენია საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მოსამართლეებისა და სასამართლოების თავმჯდომარეების კეთილსინდისიერების შემოწმების პროცესი, ლაშა ფარულავამ აღნიშნა, რომ ნორმალურ სახელმწიფოში მოსამართლეს კეთილსინდისიერების ტესტის ჩაბარების არანაირი პრობლემა არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც ამოცანა არის ძალაუფლების მიტაცება, სასამართლოს დამორჩილება და მისი ნოტარიუსად გადაქცევა.
„ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი ორჯერ იყო, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობებსაც იკავებდა, ამბობს, რომ სასამართლო კი არა, ცირკიაო. აცხადებს, რომ კონტრაქტი ივანიშვილთან ჰქონდა, რომელმაც არა მხოლოდ დაურღვია ის, არამედ მისი ოჯახის დაწიოკებაც დაიწყო. ეს განცხადებები მხოლოდ სიტყვები არ არის. ეს იმის დასტურია, რომ ქვეყანაში არანაირი სასამართლო არ არსებობს.
შეგახსენებთ მანანა კობახიძის განცხადებას. თქვა, რომ პარტიების აკრძალვის საქმეზე მოსამართლედ კი არა, იურისტადაც ვეღარ დავრჩებიო. ეს არის არა მხოლოდ გზავნილები, არამედ კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემა არ არსებობს. ქვეყანაში ყველაფერი მიტაცებული აქვს ერთ ადამიანს და ერთ ჯგუფს“, – განაცხადა ფარულავამ.
გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა მმართველი გუნდის პოზიცია, რომელიც ხშირად მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. კერძოდ, რამდენიმე რეზონანსულ საქმეზე, რომლებიც ოპოზიციამ სტრასბურგში გაასაჩივრა და რომელთა პასუხადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონის საფუძველზე იყო მიღებული. წამყვანმა ფარულავას ჰკითხა, თუ სასამართლოში მიკერძოებისა და გავლენების პრობლემაა, რატომ იღებს სტრასბურგის სასამართლო ანალოგიურ გადაწყვეტილებებს.
„გამოსავალი რეფორმაშია. ქვეყანაში როდესაც დემოკრატია აღდგება, მოხდება დემოკრატიული ტრანსფორმაცია და, ასე ვთქვათ, მრავალპარტიული პარლამენტი ჩამოყალიბდება. ეს რეფორმა ერთმა პარტიამ კი არა, მთლიანად პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა ჩაატაროს. ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო და კანონის უზენაესობა – ეს არის ევროპა.
კანონის უზენაესობა ნიშნავს, რომ ვინც არ მომწონს, ეს არ ნიშნავს, რომ მას დაცვის უფლება არ უნდა ჰქონდეს. დღეს ყველას აქვს წართმეული დაცვის უფლება, არა მხოლოდ მე და ჩემს თანაგუნდელებს, არა მხოლოდ პოლიტიკურ პატიმრებს, სინდისის პატიმრებს, არამედ „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებსაც. თქვენ დაგავიწყდათ, რა გაუკეთეს ორი დღის წინ ირაკლი ღარიბაშვილს, როდესაც მას რაღაც ჰქონდა სათქმელი და სასამართლო პროცესი დახურეს? რატომ? დავსვათ ეს კითხვა, მაყურებელსაც დავუსვათ: რატომ დახურეს ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი? რა ჰქონდა ასეთი სათქმელი და რატომ ხდება ეს ყველაფერი?
14 წელია, ჯარი იძარცვება. უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ქრთამს იღებდა თურქეთის მოქალაქისგან, მფარველობდა ქოლცენტრებსა და ტრანსნაციონალურ დანაშაულს. ეს ხდებოდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში. ეს არის „ქართული ოცნების“ სამარკო ნიშანი“, – განაცხადა ფარულავამ.
გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა, რომ სასამართლო პროცესის დახურვის მიზეზად საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების შესაძლო რისკი დასახელდა.
ციტატები სტატიიდან
„ჩაკეტა „ქართულმა ოცნებამ“, ირაკლი კობახიძემ, ბიძინა ივანიშვილმა, რადგან მათთვის მთავარი ძალაუფლების შენარჩუნებაა. კორუფცია და კრიმინალი ყოველდღიურობაა, რეპრესია და ტერორი – ყოველდღიურობა. ამას ვხედავთ ჩვენ და ხედავს მთელი საერთაშორისო საზოგადოება. ეს მძიმე ანგარიში და დასკვნა კიდევ ერთი ნიშანი და დასტურია იმისა, რომ ქართველ ხალხს ევროკავშირში ელოდებიან, მაგრამ არ ელოდებიან კრიმინალურ, კორუფციულ რეჟიმს, რომელსაც ძალაუფლება აქვს მიტაცებული, რომელიც ქართველ ხალხზე არ ზრუნავს და ზრუნავს საკუთარი კეთილდღეობის მოწყობაზე, რასაც ხალხის ხარჯზე აკეთებს“
„რა მოლოდინი უნდა მქონდეს, როდესაც პარლამენტი ბუტაფორიად იქცა? იქ მხოლოდ გადაწყვეტილებებს იღებენ და ქართველ ხალხს ცხოვრებას უძვირებენ“
„ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი ორჯერ იყო, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობებსაც იკავებდა, ამბობს, რომ სასამართლო კი არა, ცირკიაო. აცხადებს, რომ კონტრაქტი ივანიშვილთან ჰქონდა, რომელმაც არა მხოლოდ დაურღვია ის, არამედ მისი ოჯახის დაწიოკებაც დაიწყო. ეს განცხადებები მხოლოდ სიტყვები არ არის. ეს იმის დასტურია, რომ ქვეყანაში არანაირი სასამართლო არ არსებობს. შეგახსენებთ მანანა კობახიძის განცხადებას. თქვა, რომ პარტიების აკრძალვის საქმეზე მოსამართლედ კი არა, იურისტადაც ვეღარ დავრჩებიო. ეს არის არა მხოლოდ გზავნილები, არამედ კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემა არ არსებობს. ქვეყანაში ყველაფერი მიტაცებული აქვს ერთ ადამიანს და ერთ ჯგუფს“
„გამოსავალი რეფორმაშია. ქვეყანაში როდესაც დემოკრატია აღდგება, მოხდება დემოკრატიული ტრანსფორმაცია და, ასე ვთქვათ, მრავალპარტიული პარლამენტი ჩამოყალიბდება. ეს რეფორმა ერთმა პარტიამ კი არა, მთლიანად პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა ჩაატაროს. ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო და კანონის უზენაესობა – ეს არის ევროპა. კანონის უზენაესობა ნიშნავს, რომ ვინც არ მომწონს, ეს არ ნიშნავს, რომ მას დაცვის უფლება არ უნდა ჰქონდეს. დღეს ყველას აქვს წართმეული დაცვის უფლება, არა მხოლოდ მე და ჩემს თანაგუნდელებს, არა მხოლოდ პოლიტიკურ პატიმრებს, სინდისის პატიმრებს, არამედ „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებსაც. თქვენ დაგავიწყდათ, რა გაუკეთეს ორი დღის წინ ირაკლი ღარიბაშვილს, როდესაც მას რაღაც ჰქონდა სათქმელი და სასამართლო პროცესი დახურეს? რატომ? დავსვათ ეს კითხვა, მაყურებელსაც დავუსვათ: რატომ დახურეს ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი? რა ჰქონდა ასეთი სათქმელი და რატომ ხდება ეს ყველაფერი? 14 წელია, ჯარი იძარცვება. უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ქრთამს იღებდა თურქეთის მოქალაქისგან, მფარველობდა ქოლცენტრებსა და ტრანსნაციონალურ დანაშაულს. ეს ხდებოდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში. ეს არის „ქართული ოცნების“ სამარკო ნიშანი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…