ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანის მიერ სახელმწიფო მიტაცებაზე" გაკეთებული განცხადების შემდეგ, მოსამართლემ ენმ-ს წარმომადგენელს სიტყვა გააწყვეტინა და გააფრთხილა

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ ენმ-ის წევრ ზაზა ბიბილაშვილს სიტყვა გააწყვეტინა და გააფრთხილა მას შემდეგ, რაც მან სასამართლოს მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ დააყენა და სახელმწიფო მიტაცებაზე ისაუბრა.

"ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანის მიერ სახელმწიფო მიტაცებაზე" გაკეთებული განცხადების შემდეგ, მოსამართლემ ენმ-ს წარმომადგენელს სიტყვა გააწყვეტინა და გააფრთხილა
"ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანის მიერ სახელმწიფო მიტაცებაზე" გაკეთებული განცხადების შემდეგ, მოსამართლემ ენმ-ს წარმომადგენელს სიტყვა გააწყვეტინა და გააფრთხილაTV პირველი

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაზა ბიბილაშვილი გააფრთხილა.

განცხადება ნადარაიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ პროცესის შედეგებთან დაკავშირებით "ილუზიები არ აქვთ".

ოპოზციური პარტიის წევრმა შესავალ სიტყვაში ახსენა მანანა კობახიძის თვითაცილების შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობა და სასამართლოს უთხრა, რომ მათ კობახიძის წარსული პოლიტიკური საქმიანობის გათვალისწინებით მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი ვერ დაინახა.

არ გაგვაჩნია არანაირი ილუზია ამ პროცესის შედეგებთან დაკავშირებით. ის, რომ არანაირი მოლოდინი არ უნდა გაგვაჩნდეს, თავისდაუნებურად დაადასტურა როგორც მანანა კობახიძის თვითაცილებამ, რომელიც თქვენ არ დააკმაყოფილეთ, ასევე მისმა შემდგომმა გადადგომამ.

ვიმეორებ, მანანა კობახიძემ თავად განაცხადა, რომ მოსამართლე არა მხოლოდ უნდა იყოს მიუკერძოებელი, არამედ უნდა აღიქმებოდეს საზოგადოების მიერ როგორც მიუკერძოებელი, რაც არის საბაზისო სტანდარტი ამ პროფესიაში. და საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მისი წარსული პოლიტიკური მოღვაწეობა, მისი განცხადებები, მისი თანამდებობები, როგორც მოსარჩელე პარტიის თავმჯდომარისა, როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატისა და ერთ-ერთი უახლოესი და სანდო პირისა, იმის საფუძველსაც კი არ იძლეოდა, რომ ვისმეს საზოგადოებაში ეჭვი შეეტანა მის მიუკერძოებლობაში. მე არ ვიძახი, რომ ის იყო მიუკერძოებელი, მაგრამ თქვენ განაცხადეთ, რომ ეჭვის საფუძველიც კი არ არსებობდა", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ბიბილაშვილის განცხადების შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ, მოსამართლე რევაზ ნადარაიამ თქვა, რომ ბიბილაშვილის ნათქვამი სასამართლოს მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანად შეიძლებოდა აღქმულიყო.

"სარჩელს პასუხობთ თუ ჩვენ გვაკრიტიკებთ, აცილებას გვიყენებთ თუ რა გინდათ?

"ახლა გარკვეულწილად ირიბად სასამართლოს თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ, როდესაც ჩვენს მიუკერძოებლობაში ეჭვი შეგაქვთ"- დასძინა ნადარაიამ.

ამის შემდეგ, ბიბილაშვილმა ისაუბრა ადამიანზე, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, კონკრეტული თანამდებობა არ უკავია, თუმცა ნიშნავს პრემიერ-მინისტრებს.

ენმ-ს წევრმა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები ახსენა და თქვა, რომ ეს შეფასებულია, როგორც სახელმწიფოს მიტაცება. ამ შემთხვევაშიც მას ნადარაიამ სიტყვა შეაწყვეტინა და თქვა, რომ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება მიზანშეწონილი არ არის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციური"გვაკრიტიკებთ?!" - მოსამართლემ ენმ-ს წარმომადგენელს სიტყვა გააწყვეტინა და გააფრთხილა
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზაზა ბიბილაშვილი – საქართველოში „ქართული ოცნების“ მხრიდან უკვე დამხობილია კონსტიტუციური წესრიგი, მაგალითად, არსებობს ამასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ არაერთი ანგარიშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები