პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რა ღირს საკონსტიტუციოს მოსამართლის მანტია

საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლის მანტია გააძვირა და ინდმეწარმე ნინო დანდლიშვილისგან 2 ცალს 900 ლარად ყიდულობს, რაც გასულ წელთან შედარებით 150 ლარით მეტია. უწყება შესყიდვას ტენდერის გარეშე ახორციელებს.

რა ღირს საკონსტიტუციოს მოსამართლის მანტია
ბათუმელები

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მანტია 150 ლარით გაუძვირეს გასულ წელთან შედარებით, თუმცა, სხვადასხვა დროს ერთ ცალ მანტიაში სასამართლოს სხვადასხვა ფასი [100 ლარიდან 800 ლარამდე] აქვს გადახდილი.

სასამართლო ამჯერად ინდმეწარმე ნინო დანდლიშვილსგან 2 ცალ მანტიას ყიდულობს 900 ლარად. ანუ, ერთ ცალ მანტიას – 450 ლარად.

იგივე ინდმეწარმისგან კი საკონსტიტუციო სასამართლომ გასულ, 2025 წელს, 2 ცალი მანტია 600 ლარად იყიდა [ანუ, ერთი ცალი მანტია – 300 ლარად].

შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს ნაყიდი აქვს:

2021 წელს – ნინო დანდლიშვილსგან – 1 ცალი მანტია 400 ლარად.

2021 წელს – ინდმეწარმე ნატალია გვალიასგან – 1 ცალი მანტია 700 ლარად

2020 წელს – ნინო დანდლიშვილისგან – 2 ცალი მანტია 750 ლარად [ერთი ცალი – 375 ლარად]

2018 წელს – შპს „ავთანდილ ცქვიტინიძესგან“ – 1 ცალი მანტია 800 ლარად

2018 წელს – შპს „მოდამიქსისგან“ – 1 ცალი მანტია 400 ლარად

2017 წელს – შპს „მოდამიქსისგან“ – 2 ცალი მანტია 800 ლარად [ერთი ცალი – 400 ლარად]

2016 წელს – ფიზიკური პირი ია ჩხაიძისგან – 5 ცალი მანტია 2 250 ლარად [ერთი ცალი – 450 ლარად]

2015 წელს – ია ჩხაიძისგან – 1 ცალი მანტია 400 ლარად

2014 წელს – ია ჩხაიძისგან – 4 ცალი მანტია 1 600 ლარად [ერთი ცალი – 400 ლარად]

2011 წელს – შპს „მოდელების სახლი მატერიასგან“ – 2 ცალი მანტია 200 ლარად [ერთი ცალი – 100 ლარად]

საკონსტიტუციო სასამართლო მანტიებს გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე ყიდულობს და საფუძვლად „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის შესაბამის ჩანაწერს უთითებს. ამ კანონით გამარტივებული შესყიდვა შესაძლებელია „10 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში“.

საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მიხედვით, „მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებში მონაწილეობს განსაკუთრებული სამოსით – მანტიით. მანტიის ფორმა მტკიცდება პლენუმის დადგენილებით, რომელიც ამ რეგლამენტის განუყოფელი ნაწილია“, თუმცა, საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებულ რეგლამენტს აღნიშნული დადგენილება არ ახლავს.

საკონსტიტუციო სამართლოში, 2026 წლის ნოემბრის მდგომარეობით, მოსამართლის 2 ვაკანსიაა.

მოსამართლე მანანა კობახიძემ, რომელიც პარტიების აკრძალვის საქმეზე თვითგანრიდებას ითხოვდა და არ დაუკმაყოფილეს, საკონსტიტუციო სასამართლო დატოვა.

2025 წლის ოქტომბერში, უფლებამოსილების ამოწურვამდე ორი თვით ადრე საკონსტიტუციო სასამართლო დატოვა ასევე მოსამართლე ირინა იმერლიშვილმაც.

ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს.

ამ თემაზე:

„ეგ სხვა პარტიაა, ბატონო მოსამართლევ” – რა ხდებოდა პარტიების აკრძალვის სასამართლო პროცესზე

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,,არადა, როგორ ვერ უნდა ხვდებოდე?!“ – სოფო ზურაბიანი მანანა კობახიძეზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები