ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"გახარია საქართველოსთვის" საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის...

გახარია საქართველოსთვისსაკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტიქართული ოცნებაცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისიაკოალიცია ცვლილებისთვისნაციონალური მოძრაობალელოფედერალისტები

„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატ შალვა კერესელიძის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მათ პარტიას აკრძალავს, დეპუტატები საპარლამენტო მანდატებს დატოვებენ, რადგან პარტიის აკრძალვის შემდეგ მანდატებს არანაირი ძალა აღარ ექნება.

"გახარია საქართველოსთვის" საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის...
"გახარია საქართველოსთვის" საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის...რადიო თავისუფლება

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი დეპუტატის შალვა კერსელიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მათი პარტიის აკრძალვის შემთხვევაში საპარლამენტო მანდატებს დატოვებენ, ამის შესახებ კერესელიძემ დღეს 26 ოქტომბერს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა ჟურნალისტებს.

მისი სიტყვებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შემთხვევაში საპარლამენტო მანდატებს არანაირი ფასი და ძალა არ ექნება.

„არცერთი მანდატი არ არის მაჟორიტარული, ეს არის პროპორციული მანდატი, რომელიც მიიღო უშუალოდ პარტიამ - „გახარია საქართველოსთვის“. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს პარტიას აკრძალავენ, პოლიტიკურ საქმიანობს აუკრძალავენ, ვფიქრობ, პარტიის მიერ მიღებულ მანდატებს არანაირი ძალა და ფასი არ ექნება. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ პარტიას აუკრძალავენ პოლიტიკურ საქმიანობას, მაშინ, ბუნებრივია, რომ პარლამენტშიც ჩვენ არანაირი საქმე აღარ გვექნება და ამ მანდატებს არანაირი ფასი და ძალა არ ექნება,“ - თქვა კერესელიძემ.

გახარიას პარტია სადავო პარლამენტში

ოპოზიციამ 2024 წლის 26 ოქტომბერს არჩეული მე-11 მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურად გამოაცხადა, საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე უარი თქვა და ახალ არჩევნებს მოითხოვა.

სამი ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლებმა 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში დაწერეს განცხადებები პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

2024 წლის 26 ოქტომბერს არჩეულ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევდა და ახალ არჩევნებს მოითხოვდა პარტია, „გახარია საქართველოსთვის“, რომელმაც არჩევნების ოფიციალური შედეგებით, 150-წევრიან პარლამენტში 12 მანდატი მოიპოვა.

პარტიის წარმომადგენლები საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობდნენ, თუმცა უფლებამოსილების ვადამდე შესაწყვეტად განცხადებები არ დაუწერიათ.

2025 წლის ოქტომბერში პარტიამ გამოაცხადა, რომ წყვეტდა ბოიკოტს და საკანონმდებლო ორგანოში შედიოდა. იმის გამო რომ ერთ-ერთმა წევრმა რუსუდან თევზაძემ პარტია დატოვა და უარი თქვა მანდატზე, პარლამენტში პარტიის სახელით 11 დეპუტატი საქმიანობს.

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა, რომლითაც მოთხოვნილია ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება და აკრძალვა.

გასულ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ცესკოს მონაცემებით, 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახა ხუთმა პარტიამ, მათ შორის ერთი „ქართული ოცნებაა“, დანარჩენი ოთხის („კოალიცია ცვლილებისთვის“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო - ძლიერი საქართველო“, „გახარია საქართველოსთვის“) აკრძალვას კი ის თავად მოითხოვს. დამატებით, სარჩელი შეეხება „ფედერალისტებსაც“, რომლებიც სასამართლო განხილვებში არ მონაწილეობენ.

საკონსტიტუციო სასამართლოებში მოსამართლეები 10-წლიანი ვადით აირჩევიან. კონსტიტუციით, 9-კაციანი პლენუმი ასე კომპლექტდება: სამს ამტკიცებს პრეზიდენტი, სამს - პარლამენტი, სამს კი - უზენაესი სასამართლო.

ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში 7 მოსამართლეა. ორი მოსამართლის არჩევა პარლამენტის კვოტით უნდა მოხდეს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს. ერთ-ერთმა მოსამართლემ, მანანა კობახიძემ, სასამართლო დატოვა მას შემდეგ, რაც მისი თვითაცილება მისმა კოლეგებმა არ დააკმაყოფილეს.

პარტიების ასაკრძალად საჭიროა საქმის განმხილველი მოსამართლეების უმრავლესობა: რადგან სხდომას 7 მოსამართლე დაესწრება, 4-ის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3
  1. პირველი არხისამთავრობოშალვა კერესელიძე – ჩვენს პარტიას საქმიანობას თუ აუკრძალავენ, ბუნებრივია, მანდატებს არანაირი ძალა არ ექნება და დავტოვებთ პარლამენტს
  2. ფორმულაოპოზიციურიშალვა კერესელიძე: თუ პარტიას აკრძალავენ, პარლამენტს დავტოვებთ — ეს პირადი შურისძიებაა
  3. ალიაოპოზიციურითუ პარტიას აკრძალავენ, პარლამენტს დავტოვებთ — ეს პირადი შურისძიებაა” – გახარიას პარტია
  4. ნეტგაზეთიოპოზიციური„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს, თუ საკონსტიტუციო პარტიას აკრძალავს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არცერთი მანდატი არ არის მაჟორიტარული, ეს არის პროპორციული მანდატი, რომელიც მიიღო უშუალოდ პარტიამ - „გახარია საქართველოსთვის“. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს პარტიას აკრძალავენ, პოლიტიკურ საქმიანობს აუკრძალავენ, ვფიქრობ, პარტიის მიერ მიღებულ მანდატებს არანაირი ძალა და ფასი არ ექნება. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ პარტიას აუკრძალავენ პოლიტიკურ საქმიანობას, მაშინ, ბუნებრივია, რომ პარლამენტშიც ჩვენ არანაირი საქმე აღარ გვექნება და ამ მანდატებს არანაირი ფასი და ძალა არ ექნება,“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გახარიას პარტია მოითხოვს, საკონსტიტუციომ მათი აკრძალვის საკითხი ცალკე განიხილოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები