გიორგი ტყემალაძე
თბილისის ვიცე-მერი
გამოქვეყნებული ნიუსები, რომლებშიც ეს პერსონა არის მონიშნული.
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 69 ოჯახს დიდ დიღომში საცხოვრებელი ფართები გადაეცა
დიდ დიღომში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 69 ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცა. კახა კალაძის განცხადებით, 3 500-მდე დაზარალებულიდან დაკმაყოფილებულია 2 500-ზე მეტი ოჯახი, წლის ბოლომდე კი კიდევ 600-მდე ოჯახი მიიღებს ფართს.
კახა კალაძე ე.წ. გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს: შესაძლებლობების ფარგლებში დაგეხმარებით, გვერდით დაგიდგებით და პრობლემების პირისპირ არ დაგტოვებთ
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, მერია სადგურის მოედანზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმარება და პრობლემების პირისპირ არ დატოვებს.
გიორგი ტყემალაძე: უახლოეს მომავალში, ვიწყებთ მარჯანიშვილის მოედნის, აღმაშენებლის გამზირის სავალი ნაწილის რეაბილიტაციას და ამ პროცესში მნიშვნელოვანი სიახლეები გველის
თბილისის ვიცე-მერის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში მარჯანიშვილის მოედნისა და აღმაშენებლის გამზირის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია იწყება, ტერიტორიაზე მყოფ გარემოვაჭრეებს კი ბაზრობებზე გამოეყოფათ ადგილები.
თბილისის ვიცე-მერი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „რიყის დოქების“ ტერიტორიაზე 10-სართულიანი შენობის აშენება იგეგმება: არანაირი პროექტის განხილვა და არანაირი ვიზუალური მხარის განხილვა თბილისის მერიაში არ ყოფილა და ვერც იქნება
თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოს „რიყის დოქების“ ტერიტორიაზე 10-სართულიანი შენობის აშენება იგეგმება, და აცხადებს, რომ მერიაში მსგავსი პროექტის განხილვა არ ყოფილა.
„თბილსერვისჯგუფის“ ავტოპარკის განახლება გრძელდება. სამსახურს 40-მდე ერთეული სპეცტექნიკა დაემატა • POSTV
თბილისის მერმა კახა კალაძემ „თბილსერვისჯგუფის“ ავტოპარკის განახლების ფარგლებში ახლად შეძენილი 40-მდე ერთეული სპეცტექნიკა წარუდგინა საზოგადოებას. ღონისძიებაზე აღინიშნა დედაქალაქის სისუფთავისა და დასუფთავების ხარისხის ამაღლების მნიშვნელობა.
თბილისის 21-ე სკოლას დანგრევის ნაცვლად შეაკეთებენ, მისაქციელის სკოლას – დაანგრევენ
სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის 21-ე საჯარო სკოლა დანგრევის ნაცვლად შეკეთდება და სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ სასწავლო პროცესი იმავე შენობაში განახლდება, ხოლო კრიტიკულად დაზიანებული მისაქციელის სკოლა დაინგრევა და ახალი აშენდება.
თბილისში 21-ე სკოლას აღარ დაანგრევენ - პოზიცია შეიცვალა
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, თბილისის 21-ე სკოლას აღარ დაანგრევენ. შენობაში ჩატარდება სარეაბილიტაციო და სრულმასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ხოლო სასწავლო პროცესი ალტერნატიულ შენობაში გაგრძელდება.
მნიშვნელოვანია მოვაჭრეები არ დაზარალდნენ – კალაძე „დეზერტირების ბაზრის“ ადმინისტრაციას მიმართავს
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე „დეზერტირების ბაზართან“ დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვაა გაცემული. მან მოვაჭრეების უფლებების დაცვისკენ მოუწოდა და ბაზრის ადმინისტრაციას ალტერნატიული სივრცისა და გონივრული ვადის უზრუნველყოფა მოსთხოვა.
კახა კალაძე: „1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება - მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი
თბილისის მერმა კახა კალაძემ და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თვალჭრელიძის ქუჩაზე ახალმოსახლეობა მიულოცეს დევნილ ოჯახებს. ამ ეტაპზე შვიდ ახალ კორპუსში 1 600 დევნილი ოჯახი განსახლდა, პროექტი კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.