გიორგი ტყემალაძე: უახლოეს მომავალში, ვიწყებთ მარჯანიშვილის მოედნის, აღმაშენებლის გამზირის სავალი ნაწილის რეაბილიტაციას და ამ პროცესში მნიშვნელოვანი სიახლეები გველის
თბილისის ვიცე-მერის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში მარჯანიშვილის მოედნისა და აღმაშენებლის გამზირის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია იწყება, ტერიტორიაზე მყოფ გარემოვაჭრეებს კი ბაზრობებზე გამოეყოფათ ადგილები.

უახლოეს მომავალში, ვიწყებთ მარჯანიშვილის მოედნის, აღმაშენებლის გამზირის სავალი ნაწილის რეაბილიტაციას და ამ პროცესში მნიშვნელოვანი სიახლეები გველის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ.
მისი თქმით, არის კონკრეტული შეთავაზებები, რომ ამ ტერიტორიაზე მყოფ გარემოვაჭრეებს ბაზრობებზე გამოეყოფათ ადგილები და ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთი საქმიანობა განახორციელონ და არ დარჩნენ შემოსავლის გარეშე.
„დედაქალაქის მერია, მუნიციპალური ინსპექცია ყოველდღიურად ზრუნავს იმაზე, რომ ჩვენი ქალაქის იერსახე მაქსიმალურად შეეფერებოდეს იმ მოთხოვნებს, რაც არის ჩვენი თანამოქალაქეების მხრიდან. მარჯანიშვილის მოედანი, აღმაშენებლის გამზირი, არის ერთ-ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი არეალი ჩვენი ქალაქის. უახლოეს მომავალში, ვიწყებთ მარჯანიშვილის მოედნის, აღმაშენებლის გამზირის სავალი ნაწილის რეაბილიტაციას და ამ პროცესში მნიშვნელოვანი სიახლეები გველის.
გარემოვაჭრეებთან მიმართებაში, ერთის მხრივ ვართ თხოვნით და მოთხოვნით, რომ ყველამ დავიცვათ კანონმდებლობა და მაქსიმალურად ერთად დავიცვათ ჩვენი ქალაქი უწესრიგობისგან და ყველაფერი იყოს მოქცეული იმ საკანონმდებლო ჭრილში, რაც არის მოთხოვნილი. არავითარ შემთხვევაში, ეს არ ხდება ალტერნატიული შეთავაზებების გარეშე. ზუსტად ამაზე ისაუბრა დღეს მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, რომ ამ ადამიანების მიმართ იქნება კონკრეტული შეთავაზებები. არის კონკრეტული შეთავაზებები, რომ ბაზრობებზე გამოეყოფათ ადგილები და ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთი საქმიანობა განახორციელონ და არ დარჩნენ შემოსავლის გარეშე“, - აღნიშნა ტყემალაძემ.
ციტატები სტატიიდან
„დედაქალაქის მერია, მუნიციპალური ინსპექცია ყოველდღიურად ზრუნავს იმაზე, რომ ჩვენი ქალაქის იერსახე მაქსიმალურად შეეფერებოდეს იმ მოთხოვნებს, რაც არის ჩვენი თანამოქალაქეების მხრიდან. მარჯანიშვილის მოედანი, აღმაშენებლის გამზირი, არის ერთ-ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი არეალი ჩვენი ქალაქის. უახლოეს მომავალში, ვიწყებთ მარჯანიშვილის მოედნის, აღმაშენებლის გამზირის სავალი ნაწილის რეაბილიტაციას და ამ პროცესში მნიშვნელოვანი სიახლეები გველის. გარემოვაჭრეებთან მიმართებაში, ერთის მხრივ ვართ თხოვნით და მოთხოვნით, რომ ყველამ დავიცვათ კანონმდებლობა და მაქსიმალურად ერთად დავიცვათ ჩვენი ქალაქი უწესრიგობისგან და ყველაფერი იყოს მოქცეული იმ საკანონმდებლო ჭრილში, რაც არის მოთხოვნილი. არავითარ შემთხვევაში, ეს არ ხდება ალტერნატიული შეთავაზებების გარეშე. ზუსტად ამაზე ისაუბრა დღეს მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, რომ ამ ადამიანების მიმართ იქნება კონკრეტული შეთავაზებები. არის კონკრეტული შეთავაზებები, რომ ბაზრობებზე გამოეყოფათ ადგილები და ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთი საქმიანობა განახორციელონ და არ დარჩნენ შემოსავლის გარეშე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…