ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე: „1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება - მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი

თბილისის მერმა კახა კალაძემ და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თვალჭრელიძის ქუჩაზე ახალმოსახლეობა მიულოცეს დევნილ ოჯახებს. ამ ეტაპზე შვიდ ახალ კორპუსში 1 600 დევნილი ოჯახი განსახლდა, პროექტი კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

კახა კალაძე: „1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება - მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი
კახა კალაძე: „1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება - მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთიPOSTV

თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩის ახალმოსახლეებს სიტყვით მიმართა და ახალმოსახლეობა მიულოცა.

„დღეს ჩვენ ვართ მონაწილე იმ დიდი სიხარულის, რომელიც აერთიანებს 1 600 ოჯახს – ოჯახებს, რომლებიც ათეული წელია ელოდებიან ღირსეულ ცხოვრებას საკუთარ ჭერქვეშ. ტკივილსა და საკუთარ კერაზე დაბრუნების მოლოდინს ამ ოჯახებს ცხადია, ვერაფერი დაავიწყებს, მაგრამ სასიხარულოა ის, რომ დღეიდან მათ აქვთ ადგილი, რომელსაც საკუთარი სახლი ჰქვია. სახლი ნიშნავს სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და დაცულობას; ნიშნავს შესაძლებლობას ახალი ცხოვრების დასაწყებად, მშვიდად დაგეგმო შვილების მომავალი და შექმნა შენი ოჯახის ყოველდღიურობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალმოსახლეობას. დღეს 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება. დაე, თქვენს ახალ სახლებში სულ იყოს კეთილდღეობა და ბედნიერება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა პრემიერ-მინისტრსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს მადლობა გადაუხადა მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

„როგორც თბილისის მერი, მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა, სადაც ყველა პირობაა საიმისოდ, რომ ბავშვების ყიჟინით, მათი თამაშით და ახალი სამეზობლოს გაჩენით, გაცოცხლდეს ეს არეალი. 2012 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა 45 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახი. დღეს ვხსნით მორიგ, მასშტაბურ საცხოვრებელ კომპლექსს – 2 400-ზე მეტი სრულად მოწესრიგებული, რეაბილიტირებული ბინითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. სახელმწიფოს ეს პოლიტიკა გაგრძელდება იქამდე, სანამ თუნდაც ერთი ოჯახი ითხოვს მხარდაჭერას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და პრემიერ-მინისტრსა და მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს მადლობა გადავუხადო ზრუნვისთვის, რადგან მსგავსი დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამ ეტაპზე, სახელმწიფომ შვიდ ახალ კორპუსში 1 600 დევნილი ოჯახი განასახლა, ხოლო ოთხ კორპუსში ბინები გასულ წელს განაწილდა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამშენებლო, სარემონტო და გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოების ღირებულებამ 280 მილიონ ლარამდე შეადგინა.

ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად დედაქალაქის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე და მერის მოადგილეები ესწრებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს ჩვენ ვართ მონაწილე იმ დიდი სიხარულის, რომელიც აერთიანებს 1 600 ოჯახს – ოჯახებს, რომლებიც ათეული წელია ელოდებიან ღირსეულ ცხოვრებას საკუთარ ჭერქვეშ. ტკივილსა და საკუთარ კერაზე დაბრუნების მოლოდინს ამ ოჯახებს ცხადია, ვერაფერი დაავიწყებს, მაგრამ სასიხარულოა ის, რომ დღეიდან მათ აქვთ ადგილი, რომელსაც საკუთარი სახლი ჰქვია. სახლი ნიშნავს სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და დაცულობას; ნიშნავს შესაძლებლობას ახალი ცხოვრების დასაწყებად, მშვიდად დაგეგმო შვილების მომავალი და შექმნა შენი ოჯახის ყოველდღიურობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალმოსახლეობას. დღეს 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება. დაე, თქვენს ახალ სახლებში სულ იყოს კეთილდღეობა და ბედნიერება“
კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე - დღეს 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას, ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც აქამდე განხორციელებულა - დევნილების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა ჩვენი ხელისუფლების უცვლელი პრიორიტეტიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები