კახა კალაძე ე.წ. გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს: შესაძლებლობების ფარგლებში დაგეხმარებით, გვერდით დაგიდგებით და პრობლემების პირისპირ არ დაგტოვებთ
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, მერია სადგურის მოედანზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმარება და პრობლემების პირისპირ არ დატოვებს.

თბილისის მერია სადგურის მოედანზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების საკითხს დეტალურად შეისწავლის და მათ შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმარება – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი დაზარალებულ მოქალაქეებს პრობლემების პირისპირ არ დატოვებს. კალაძის განმარტებით, მას ამ თემაზე საუბარი პრემიერ-მინისტრთან უკვე ჰქონდა და საკითხის მოკვლევის მიზნით, დაზარალებულებთან კომუნიკაცია დაუყოვნებლივ დაიწყება.
ძლიერი ხანძარი ე.წ. გადასასვლელ ხიდზე ერთ-ერთ მაღაზიაში ორი დღის წინ გაჩნდა და მალევე სხვა ობიექტებზეც გავრცელდა.
"მე მქონდა პრემიერ-მინისტრთან საუბარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და პრემიერმა დაგვავალა, რომ დეტალურად შევისწავლოთ აღნიშნული საკითხი. შესაბამისად, ვიცე-მერი ბატონი გიორგი ტყემალაძე მზად არის შეხვდეს საინიციატივო ჯგუფს, ამ ადამიანებს, მოვუსმინოთ, მოგისმინოთ და დავიწყოთ დეტალური მოკვლევა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დაგეხმარებით, გვერდით დაგიდგებით და პრობლემების პირისპირ არ დაგტოვებთ", - განაცხადა კახა კალაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატია"ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დაგეხმარებით, გვერდით დაგიდგებით და პრობლემების პირისპირ არ დაგიტოვებთ" - პრემიერ-მინისტრის დავალებით, თბილისის მერია გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება
კახა კალაძე გადასასვლელ ხიდზე ხანძრის შედეგად დაზარალებულების დახმარებაზე: „მქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრთან და მან დაგვავალა, რომ დეტალურად შევისწავლოთ ეს საკითხი. ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დაგეხმარებით, გვერდით დაგიდგებით და პრობლემების პირისპირ არ დაგტოვებთ, რაც შეგვიძლია, მაქსიმალურად გვერდით დაგიდგებით“
ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში დაგეხმარებით – კალაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…