ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მნიშვნელოვანია მოვაჭრეები არ დაზარალდნენ – კალაძე „დეზერტირების ბაზრის“ ადმინისტრაციას მიმართავს

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე „დეზერტირების ბაზართან“ დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვაა გაცემული. მან მოვაჭრეების უფლებების დაცვისკენ მოუწოდა და ბაზრის ადმინისტრაციას ალტერნატიული სივრცისა და გონივრული ვადის უზრუნველყოფა მოსთხოვა.

მნიშვნელოვანია მოვაჭრეები არ დაზარალდნენ – კალაძე „დეზერტირების ბაზრის“ ადმინისტრაციას მიმართავს
მნიშვნელოვანია მოვაჭრეები არ დაზარალდნენ – კალაძე „დეზერტირების ბაზრის“ ადმინისტრაციას მიმართავსნეტგაზეთი

კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა გუშინ, 21 სექტემბერს „დეზერტირების ბაზართან“ მოვაჭრეების მიერ გამართულ აქციას.

კალაძე განმარტავს, რომ ე.წ. დეზერტირების ბაზარი არის კერძო

საკუთრება და არა მუნიციპალიტეტის. მისი თქმით, მესაკუთრეს დაგეგმილი აქვს „ტერიტორიის მოწესრიგება და სამშენებლო სამუშაოების წარმოება“.

„მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ იქ არსებული დღევანდელი მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს, არის ანტისანიტარია, მოუწესრიგებელი. შესაბამისად, ტერიტორიის მოწესრიგებასა და რეაბილიტაციაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან გაცემულია შესაბამისი ნებართვა.

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოწესრიგების პროცესმა არ დააზიანოს და დააზარალოს იქ დასაქმებული ადამიანები. ნებართვა ტერიტორიის მოწესრიგებაზე, განახლებაზე არ ნიშნავს ადამიანების ერთ დღეში, ალტერნატივის გარეშე, სამუშაოს გარეშე დატოვებას“, – თქვა კალაძემ.

კახა კალაძემ „დეზერტირების ბაზრის“ ადმინისტრაციას მიმართა, რომ უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და დროებითი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად:

„მივმართავთ ბაზრის ადმინისტრაციას – უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და შესაბამისი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად, ვიდრე მოწესრიგების სამუშაოები დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მან ვიცე-მერს გიორგი ტყემალაძეს დაავალა, პროცესში ჩაერთოს.

მანვე დაავალა თბილისის ვიცე-მერს გიორგი ტყემალაძეს, ჩაერთოს პროცესში. კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რათა ადგილზე დასაქმებულები რეაბილიტაციის პერიოდში სამუშაოს გარეშე არ

დარჩნენ.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ იქ არსებული დღევანდელი მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს, არის ანტისანიტარია, მოუწესრიგებელი. შესაბამისად, ტერიტორიის მოწესრიგებასა და რეაბილიტაციაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან გაცემულია შესაბამისი ნებართვა. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოწესრიგების პროცესმა არ დააზიანოს და დააზარალოს იქ დასაქმებული ადამიანები. ნებართვა ტერიტორიის მოწესრიგებაზე, განახლებაზე არ ნიშნავს ადამიანების ერთ დღეში, ალტერნატივის გარეშე, სამუშაოს გარეშე დატოვებას“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„მივმართავთ ბაზრის ადმინისტრაციას – უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და შესაბამისი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად, ვიდრე მოწესრიგების სამუშაოები დასრულდება“
კახა კალაძე
„ტერიტორიის მოწესრიგება და სამშენებლო სამუშაოების წარმოება“
კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.