პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე: განსაკუთრებულია დღეა, რადგან ჩვენი ქალაქის დღეს აღვნიშნავთ - ყველას გილოცავთ „თბილისობას“

თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერთან და მოადგილეებთან ერთად განახლებულ ორბელიანის მოედანს სტუმრობდა და მოსახლეობას „თბილისობა“ მიულოცა.

კახა კალაძე: განსაკუთრებულია დღეა, რადგან ჩვენი ქალაქის დღეს აღვნიშნავთ - ყველას გილოცავთ „თბილისობას“
იმედინიუსი

თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას „თბილისობას“ ულოცავს.

„თბილისობის“ დღესასწაულის ფარგლებში, კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესა და მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანსა და ანდრია ბასილაიასთან ერთად განახლებულ ორბელიანის მოედანს სტუმრობდა, სადაც „თბილისობის“ ფარგლებში მოწყობილი სადღესასწაულო სივრცე დაათვალიერა და მეწარმეებს შეხვდა.

„მინდა, „თბილისობა“ მივულოცო დედაქალაქის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს. განსაკუთრებულია დღეა, რადგან ჩვენი ქალაქის დღეს აღვნიშნავთ. წელს საკმაოდ მასშტაბური ღონისძიებებია დაგეგმილი სხვადასხვა ლოკაციაზე. ხედავთ, რამდენი ადამიანია გამოსული. ამინდმაც ხელი შეგვიწყო, სასიამოვნო გარემოა. ბევრი ტურისტია. ძალიან მიხარია, რომ კარგი განწყობაა, სასიამოვნო სიტუაციაა ყველგან, უამრავი ადამიანია. ყველას გილოცავთ! წარმატებები მინდა ვუსურვო სრულიად საქართველო, პირველ რიგში, მშვიდობა და სიხარული არ მოგკლებოდეს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა თბილისის მერმა.

„თბილისობასთან“ დაკავშირებული ღონისძიებები დედაქალაქში ორი დღეა მიმდინარეობს. საღამოს ასევე დაგეგმილია საპატიო თბილისელების დაჯილდოება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოკახა კალაძე: განსაკუთრებულია დღეა, რადგან ჩვენი ქალაქის დღეს აღვნიშნავთ - ყველას გილოცავთ "თბილისობას"
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
"თბილისობა" წელს 3 და 4 ოქტომბერს ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები