ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

თბილისში 21-ე სკოლას აღარ დაანგრევენ - პოზიცია შეიცვალა

განათლების სამინისტრომუნიციპალური განვითარების ფონდი

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, თბილისის 21-ე სკოლას აღარ დაანგრევენ. შენობაში ჩატარდება სარეაბილიტაციო და სრულმასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ხოლო სასწავლო პროცესი ალტერნატიულ შენობაში გაგრძელდება.

თბილისში 21-ე სკოლას აღარ დაანგრევენ - პოზიცია შეიცვალა
თბილისში 21-ე სკოლას აღარ დაანგრევენ - პოზიცია შეიცვალარადიო თავისუფლება

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, „შენობაში აუცილებელია კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება“, რაც რამდენიმე კვირა გაგრძელდება.

„ზაფხულიდან კი სკოლაში სრულმასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდება, რა დროსაც სასწავლო პროცესი ალტერნატიულ შენობაში გაგრძელდება“, - ამბობენ სამინისტროში.

სხდომას, სადაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მინისტრებთან ერთად ესწრებოდნენ:

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი;

თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე;

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი მურვანიძე;

მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შონია.

მასალა განახლდება

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ზაფხულიდან კი სკოლაში სრულმასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდება, რა დროსაც სასწავლო პროცესი ალტერნატიულ შენობაში გაგრძელდება“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.