ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოლდოვაში 5 თაღლითური ქოლ-ცენტრი დაიხურა, სადაც ქართველებიც იყვნენ დასაქმებულნი - მედია

მოლდოვაში სამართალდამცველებმა 5 თაღლითური ქოლ-ცენტრი დახურეს და 8 პირი დააკავეს; გამოძიების ცნობით, ცენტრებში საქართველოს მოქალაქეებიც მუშაობდნენ, ხოლო მხოლოდ ერთიდან თვეში დაახლოებით 2 მილიონი დოლარი შემოდიოდა.

მოლდოვაში 5 თაღლითური ქოლ-ცენტრი დაიხურა, სადაც ქართველებიც იყვნენ დასაქმებულნი - მედია
მოლდოვაში 5 თაღლითური ქოლ-ცენტრი დაიხურა, სადაც ქართველებიც იყვნენ დასაქმებულნი - მედიაTV პირველი

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში სამართალდამცველებმა ხუთი თაღლითური ქოლ-ცენტრის ლიკვიდაცია მოახდინეს.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ქოლ-ცენტრები აშშ-ისა და კანადის მოქალაქეებს კრიპტოვალუტაში ინვესტირების მოტივით ფულს სძალავდნენ. თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე რვა პირია დაკავებული.

მასშტაბური სპეცოპერაცია 9 ოქტომბერს ჩატარდა.

გამომძიებლების თქმით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ციფრული აქტივებით ვაჭრობისთვის ყალბი პლატფორმები შექმნეს. ეჭვმიტანილები საერთაშორისო საინვესტიციო ექსპერტებად ასაღებდნენ თავს, კლიენტები მათი რეალური შემოსავლის შესახებ შეცდომაში შეჰყავდათ და შემდეგ დიდი თანხების გადარიცხვაში არწმუნებდნენ.

ეჭვმიტანილებმა ათობით ადამიანი დაიქირავეს ქოლ-ცენტრებში სამუშაოდ, მათ შორის კამერუნის, ინდოეთის, ისრაელის, ნიგერიის, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები.

ამოღებულია ნაღდი ფული, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, საბანკო ბარათები, დოკუმენტები, ბეჭდები და კომუნიკაციების ჩახშობის მოწყობილობები. გარდა ამისა, ერთ-ერთ ადგილზე ოფიცრებმა აღმოაჩინეს ტყუილის დეტექტორი, რომელსაც ორგანიზატორები დაქირავებული პერსონალის შესამოწმებლად იყენებდნენ.

წინასწარი გამოძიების მონაცემებით, ხუთი ქოლ-ცენტრიდან მხოლოდ ერთიდან თვეში დაახლოებით 2 მილიონი დოლარი შემოდიოდა. რვავე დაკავებული წინასწარი პატიმრობის იზოლატორშია მოთავსებული. გამოძიება გრძელდება.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?