მოლდოვაში ქოლ-ცენტრების სკანდალთან საქართველოს მოქალაქეებიც არიან დაკავშირებული
მოლდოვაში კრიპტოვალუტით თაღლითობის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, რომელთა საქმიანობაშიც საქართველოს მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ. პოლიციის წინასწარი მონაცემებით, აშშ-ისა და კანადის მოქალაქეების მოტყუების შედეგად მხოლოდ ერთმა ქოლ-ცენტრმა ყოველთვიურად 2 მილიონამდე დოლარი გამოიმუშავა.

მოლდოვაში 8 პირი დააკავეს ქოლ-ცენტრებში, რომელთა საქმიანობაშიც საქართველოს მოქალაქეებიც არიან ჩართული.
კრიპტოვალუტით ინვესტირების თაღლითურ სქემაში შესაძლო მონაწილეობის საქმეზე, ხუთ ქოლ-ცენტრში ჩხრეკა 9 ოქტომბერს ჩატარდა, რის შემდეგაც 8 პირი პირი მოლდოვაში კრიპტოვალუტით ინვესტირების შესაძლო თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, ისინი აშშ-სა და კანადის მოქალაქეებს ატყუებდნენ. მოლდოვის პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილები თავებს საინვესტიციო ექსპერტებად ასაღებდნენ, ადამიანებს ტრანზაქციებიდან მოგებისა და რისკების შესახებ ცრუ ინფორმაციას აწვდიდნენ და მოგებას ჰპირდებოდნენ. შედეგად, ეჭვმიტანილებმა სამიზნე პირები დაარწმუნეს, რომ ფული ფული თაღლითურ სქემებში ჩაედოთ.
მოლდოვური მედია წერს, რომ სქემაში, სავარაუდოდ, ათობით ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის კამერუნის, ინდოეთის, ისრაელის, ნიგერიის, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები.
მათივე ცნობით, ჯგუფს ჰქონდა იერარქიული სტრუქტურა, რომელშიც წევრებს განაწილებული ჰქონდათ მკაფიო როლები — ქოლ-ცენტრების საქმიანობის კოორდინაციიდან და პერსონალის შერჩევიდან დაწყებული, ჩართული კომპანიების ფინანსური და საბუღალტრო მენეჯმენტით დასრულებული.
პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, მხოლოდ ერთმა ქოლ-ცენტრმა, სავარაუდო უკანონო საქმიანობის შედეგად, შესაძლოა, ყოველთვიურად 2 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.
მოლდოვის პოლიციის გენერალური ინსპექციის ცნობით, დაკავებული რვა პირი იზოლატორშია მოთავსებული. გამოძიება გრძელდება ყველა ჩართული პირის იდენტიფიცირების, გარემოებების დადგენისა და მსხვერპლთათვის მიყენებული ზიანის გამოსავლენად
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.