პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ-ის სენატმა ირანთან ომის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია დაბლოკა, "რესპუბლიკელებმა" მხარი ტრამპს დაუჭირეს - Reuters

აშშ-ის სენატმა 51 ხმით 48-ის წინააღმდეგ დაბლოკა რეზოლუცია, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანთან ომის შეწყვეტას ან კონგრესის თანხმობის მიღებას ავალდებულებდა. რესპუბლიკელების უმრავლესობამ მხარი კვლავ ტრამპის პოლიტიკას დაუჭირა.

აშშ-ის სენატმა ირანთან ომის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია დაბლოკა, "რესპუბლიკელებმა" მხარი ტრამპს დაუჭირეს - Reuters
რუსთავი 2

აშშ-ის სენატში, "რესპუბლიკელმა" მხარი არ დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანში ომის დასრულებას ან მისი გაგრძელებისთვის კონგრესის თანხმობის მიღებას ავალდებულებდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ამით "რესპუბლიკელებმა" პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადეს შუალედურ არჩევნებში მნიშვნელოვანი მარცხის შემდეგ. მარცხის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ირანში მიმდინარე კონფლიქტით ამერიკელების უკმაყოფილება სახელდებოდა.

კანონპროექტის წინააღმდეგ 51 სენატორი წავიდა, მხარი კი 48-მ დაუჭირა. სენატორებმა, ძირითადად პარტიული კუთვნილების შესაბამისად, მხარი არ დაუჭირეს ომის უფლებამოსილების შესახებ რეზოლუციას, რომელიც მანამდე წარმომადგენელთა პალატას უკვე მიღებული ჰქონდა.

აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, ომის გამოცხადების უფლებამოსილება მხოლოდ კონგრესს აქვს და არა პრეზიდენტს. "დემოკრატები" აცხადებენ, რომ ტრამპმა შესაძლოა ქვეყანა ხანგრძლივ კონფლიქტში მკაფიო სტრატეგიის წარდგენის გარეშე ჩაითრია.

რეზოლუციის მხარდასაჭერად "დემოკრატებს" მხოლოდ სამი "რესპუბლიკელი" სენატორი შეუერთდა: სიუზან კოლინზი, ლიზა მურკოვსკი და რენდ პოლი. ერთი "დემოკრატი" - ჯონ ფეტერმანი "რესპუბლიკელებთან" ერთად რეზოლუციის წინააღმდეგ წავიდა.

ეს იყო ირანთან კონფლიქტის დაწყების შემდეგ პირველი კენჭისყრა ამ საკითხზე, რომელიც 3 ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ გაიმართა. ტრამპის თანაპარტიელ რესპუბლიკელებს, რომლებიც იშვიათად უპირისპირდებიან პრეზიდენტს, ამჯერადაც მისი მხარდაჭერა გადაწყვიტეს და მხარი დაუჭირეს აშშ-ისა და ისრაელის ომს ირანის წინააღმდეგ, რომელიც 28 თებერვალს დაიწყო.

ცნობისთვის, ეს იყო პირველი კენჭისყრა ირანის კონფლიქტზე, რომელიც შუალედურ არჩევნებში "დემოკრატების" გამარჯვების შემდეგ ჩატარდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს იყო რიგით 21-ე კენჭისყრა, რომელიც ირანის კონფლიქტის საკითხზე ჩატარდა. "დემოკრატების" განცხადებით, მათ ეს რეზოლუცია იმ მიზნით წამოაყენეს, რათა "რესპუბლიკელებს" ოფიციალურად დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია ომის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რესპუბლიკელების მარცხი აშშ-ში კონგრესსა და სენატში შუალედურ არჩევნები - ნიშნავს თუ არა ეს ტრამპის პოლიტიკური გავლენის დასასრულის დასაწყისს. მიმოხილვა „იმედის კვირაში“ ლეო სიხარულიძესთან ერთადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები