პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოლდოვაში ქოლცენტრების ქსელი დაშალეს, რომლებთანაც საქართველოს მოქალაქეებიც არიან კავშირში

საქართველოს პროკურატურა

მოლდოვის სამართალდამცველებმა კიშინიოვში თაღლითური ქოლცენტრების ქსელი დაშალეს და 8 პირი დააკავეს, რომელთა საქმიანობაშიც, პოლიციის ცნობით, საქართველოს მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ.

მოლდოვაში ქოლცენტრების ქსელი დაშალეს, რომლებთანაც საქართველოს მოქალაქეებიც არიან კავშირში
ფორმულა

მოლდოვაში სამართალდამცველებმა ქოლცენტრების ქსელი დაშალეს. პოლიციამ და პროკურატურამ, სპეცდანიშნულების რაზმებთან ერთად კიშინიოვში ჩხრეკა 21 მისამართზე ჩაატარეს და 8 პირი დააკავეს.

პოლიციის განცხადებით, ოპერაციის შედეგად თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმის გამოძიების ფარგლებში 5 ქოლ-ცენტრის ლიკვიდაცია მოახდინეს. გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი ქოლ-ცენტრის შემოსავალი თვეში 2 მილიონი დოლარი იყო.

პოლიციის ცნობით, დანაშაულებრივ საქმიანობაში ათობით ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის კამერუნის, ინდოეთის, ისრაელის, ნიგერიის, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები.

გამოძიების თანახმად, ეჭვმიტანილები თავს საინვესტიციო სფეროს ექსპერტებად ასაღებდნენ და ადამიანებს მოგებისა და რისკების შესახებ ცრუ ინფორმაციას აწვდიდნენ, რის შემდეგაც მათ თაღლითურ საინვესტიციო სქემებში ფულის ჩარიცხვისკენ უბიძგებდნენ.

ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ამოიღეს ფული, ტელეფონები, კომპიუტერები, ინფორმაციის შესანახი მოწყობილობები, საბანკო ბარათები, საბუღალტრო და კორპორაციული დოკუმენტები, ბეჭდები და სხვა ნივთები. ასევე აღმოაჩინეს რადიოსიგნალების ჩახშობის მოწყობილობები და პოლიგრაფი, რომელსაც დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩასართავად შერჩეული პირების შესამოწმებლად იყენებდნენ.

დაკავებული რვავე პირი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოსავლენად და დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანის დასადგენად.

მოლდოვის პოლიციის განცხადებაში დაკავებულ პირთა მოქალაქეობა აღნიშნული არ არის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. TV პირველიოპოზიციურიმოლდოვაში 5 თაღლითური ქოლ-ცენტრი დაიხურა, სადაც ქართველებიც იყვნენ დასაქმებულნი - მედია
  2. ალიაოპოზიციურიმოლდოვაში ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიმოლდოვაში ქოლ-ცენტრების სკანდალთან საქართველოს მოქალაქეებიც არიან დაკავშირებული
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ „ხიმპრომთან“ დაკავშირებული ქოლ-ცენტრების ქსელის საქმეზე ხუთ ახალ პირს წარუდგინა ეჭვიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები