პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გაშიფრულია დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების სქემა - მითვისებულია ნახევარ მილიონ ლარზე მეტი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ინფორმაციით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს, ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულები მოტყუებით 150 000 აშშ დოლარსა და 40 000 ევროს დაეუფლნენ.

გაშიფრულია დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების სქემა - მითვისებულია ნახევარ მილიონ ლარზე მეტი
TV პირველი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად, თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს, კიდევ ერთ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით სხვადასხვა დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავეს.

კერძოდ, ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს ინოვაციური პროგრამის შექმნასა და მისი ამოქმედების შემდეგ მიღებული მოგების განაწილებას დაჰპირდნენ, რის შედეგადაც მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ 150 000 აშშ დოლარს.

ამასთან, როგორც შსს იუწყება, ბრალდებულებმა უცხო ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი მოტყუებით დაარწმუნეს, რომ 40 000 ევროს სანაცვლოდ კომპანიისთვის სარეკლამო ვებგვერდს შექმნიდნენ და საძიებო სისტემებში მოწინავე ათეულში მოხვედრას უზრუნველყოფდნენ.

თანხის მიღების შემდეგ ბრალდებულებმა დაზარალებულთან ყოველგვარი კომუნიკაცია შეწყვიტეს და მის კუთვნილ 40 000 ევროს თაღლითურად დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა ორი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, ერთ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოდიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად, თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს - კიდევ ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დააკავეს 3 პირი, რომლებიც ძარცვის მიზნით ბინაში შეიჭრნენ, 2 ადამიანს სცემეს, გაკოჭეს და მკვლელობით ემურებოდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები