პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად, თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს - კიდევ ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცნობით, დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად და თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს, ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. საქმე ეხება მოქალაქეებისა და კომპანიისგან 150 000 დოლარისა და 40 000 ევროს მოტყუებით მითვისებას.

დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად, თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს - კიდევ ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად, თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს, კიდევ ერთ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით სხვადასხვა დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს ინოვაციური პროგრამის შექმნასა და მისი ამოქმედების შემდეგ მიღებული მოგების განაწილებას დაჰპირდნენ, რის შედეგადაც მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ 150 000 აშშ დოლარს.

"ამასთან, ბრალდებულებმა უცხო ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი მოტყუებით დაარწმუნეს, რომ 40 000 ევროს სანაცვლოდ კომპანიისთვის სარეკლამო ვებგვერდს შექმნიდნენ და საძიებო სისტემებში მოწინავე ათეულში მოხვედრას უზრუნველყოფდნენ.

თანხის მიღების შემდეგ ბრალდებულებმა დაზარალებულთან ყოველგვარი კომუნიკაცია შეწყვიტეს და მის კუთვნილ 40 000 ევროს თაღლითურად დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა ორი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, ერთ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციურიგაშიფრულია დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების სქემა - მითვისებულია ნახევარ მილიონ ლარზე მეტი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამასთან, ბრალდებულებმა უცხო ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი მოტყუებით დაარწმუნეს, რომ 40 000 ევროს სანაცვლოდ კომპანიისთვის სარეკლამო ვებგვერდს შექმნიდნენ და საძიებო სისტემებში მოწინავე ათეულში მოხვედრას უზრუნველყოფდნენ. თანხის მიღების შემდეგ ბრალდებულებმა დაზარალებულთან ყოველგვარი კომუნიკაცია შეწყვიტეს და მის კუთვნილ 40 000 ევროს თაღლითურად დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა ორი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, ერთ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გაშიფრულია დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების სქემა - მითვისებულია ნახევარ მილიონ ლარზე მეტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები