70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 415 ლარი ხდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
70 წლამდე პირებისთვის პენსია 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარი გახდება, რაც ბიუჯეტის ხარჯებს 128 მლნ ლარით გაზრდის, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

პენსია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის 415 ლარი ხდება. ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად პენსია 45 ლარით გაიზრდება.
ცვლილება, სახელმწიფო ბიუჯეტში პენსიისთვის გამოყოფილ ხარჯებს 128 მილიონი ლარით გაზრდის და ძალაში პირველი იანვრიდან შევა.
გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ მინისტრმა განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობა პენსიის ინდექსაციის წესის მიღმა გაზრდას, მომდევნო წლებშიც მაქსიმალურად ეცდება.
მაკუნა აბულაძე დეტალებს გიამბობთ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.