იანვრიდან 70 წლამდე პირებისთვის პენსია 20 ლარით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ - 60 ლარით
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, 2027 წლიდან 70 წლამდე პირების პენსია 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ პირების პენსია 60 ლარით გაიზრდება. ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები მომდევნო კვირიდან დაიწყება.

ივანიშვილის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე ამბობს, რომ 2027 წლიდან, 70 წლამდე პირების პენსია 20 ლარით გაიზრდება, ხოლო 70 წელს ზემოთ - 60 ლარით. მისი თქმით, 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები მომდევნო კვირიდან დაიწყება.
"შემოსულობების ნაწილში ნაერთი ბიუჯეტი თითქმის 2 მილიარდით იზრდება. პრაქტიკულად, ყველა სამინისტროს ემატება თანხები. რაც შეეხება სოციალურ საკითხებს - 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით მოემატება და 555 ლარი გახდება, იგივე ასაკობრივი კატეგორიის ხალხს, რომლებიც მთაში ცხოვრობენ, 665 ლარი ექნებათ. 70 წელს ქვემოთ პირების შემთხვევაში კი პენსია 20 ლარით მოიმატებს. იგივე პროპორციით არის შშმ პირებზე გაკეთებული. ხელფასები ამ ეტაპზე, 8.4-ით მოიმატებს საჯარო სექტორში" - ინტერპრესნიუსის ცნობით, უთხრა ჟურნალისტებს კვიჟინაძემ.
70 წლამდე პენსიის ოდენობა 370 ლარია, ხოლო 70 წლის ზემოთ - 495 ლარი.
ციტატები სტატიიდან
„შემოსულობების ნაწილში ნაერთი ბიუჯეტი თითქმის 2 მილიარდით იზრდება. პრაქტიკულად, ყველა სამინისტროს ემატება თანხები. რაც შეეხება სოციალურ საკითხებს - 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით მოემატება და 555 ლარი გახდება, იგივე ასაკობრივი კატეგორიის ხალხს, რომლებიც მთაში ცხოვრობენ, 665 ლარი ექნებათ. 70 წელს ქვემოთ პირების შემთხვევაში კი პენსია 20 ლარით მოიმატებს. იგივე პროპორციით არის შშმ პირებზე გაკეთებული. ხელფასები ამ ეტაპზე, 8.4-ით მოიმატებს საჯარო სექტორში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.