70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 1-ელი იანვრიდან 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარი...
70 წლამდე ასაკის პენსიონერთა პენსია 1-ელი იანვრიდან 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარი გახდება, რაც ბიუჯეტის ხარჯებს 128 მილიონი ლარით გაზრდის, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ბიუჯეტის პროექტით იზრდება შშმ პირთა გასაცემელი და მაღალჩინოსანთა ხელფასებიც.

70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 1-ელი იანვრიდან 415 ლარი გახდება, ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დღეს, 12 ოქტომბერს, განაცხადა "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით", - განაცხადა კობახიძემ. მისი სიტყვებით, ცვლილება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტში პენსიისთვის გამოყოფილი ხარჯების გაზრდას დამატებით 128 მილიონი ლარით.
მანამდე ბიუჯეტის პროექტით, მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის 5570 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.
20-ის ნაცვლად 45 ლარით პენსიის გაზრდის შესაძლებლობა, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გააჩინა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა.
კობახიძის თანახმად, "დასაშვები ნორმის ფარგლებში, მომდევნო წლებშიც მაქსიმალურად ეცდებიან, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა" გაუზარდონ.
საქართველოს კანონმდებლობით, ხელისუფლება ვალდებულია, 70 წლამდე პენსიონერს ყოველწლიურად პენსია გაუზარდოს, სულ მცირე, ინფლაციის მაჩვენებლით, თუმცა არანაკლებ 20 ლარით. სექტემბერში წლიური საშუალო ინფლაცია 5,1 პროცენტი იყო.
ბიუჯეტის პროექტით დაგეგმილია პენსიის გაზრდა სხვა ჯგუფებზეც
მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემელი გაიზრდება 60 ლარით;
დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელი გაიზრდება 20 ლარით.
მომდევნო წელს იზრდება მაღალჩინოსნების, მოსამართლეებისა და საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასები. მათი ხელფასების ავტომატური მატების შესახებ ჩანაწერი კანონში 2024 წლის მარტიდანაა.
საქართველოს კანონმდებლობით, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მოსამართლეების ხელფასები ფიქსირებული არ არის. ის ყოველწლიურად ხელახლა განისაზღვრება და გამოითვლება ორი ფაქტორით: საბაზისო ხელფასისა და პარლამენტის მიერ დადგენილი კოეფიციენტის ნამრავლით. კოეფიციენტები უცვლელია, საბაზისო ხელფასი კი ყოველ წელს თავიდან დგინდება და ბიუჯეტში აისახება.
მაგალითად, გასულ (2025 ) წელს საქართველოში საბაზისო ხელფასი 1460 ლარი იყო, წელს - 1600, მომავალ წელს კი - 1735 ლარი.
ვის რამხელა ხელფასი გაუხდება:
პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს გაეზრდებათ 1350 ლარით და გაუხდებათ 17 350 ლარი;
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის - 1215 ლარით და ხდება 15 615 ლარი;
მინისტრების, პარლამენტის ფრაქციების თავმჯდომარეების - 1148 ლარით და ხდება 14 748 ლარი;
დეპუტატების ხელფასი - 1080 ლარით და ხდება 13 880 ლარი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
20 სტატიაკობახიძე: 70 წლამდე პენსიონერებს პენსია 45 ლარით გაეზრდებათ
ირაკლი კობახიძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია გავზარდოთ 45 ლარით
70 წლამდე ასაკის პირების პენსია 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება - ირაკლი კობახიძე
"ოცნება" 70 წლამდე პირებს პენსიას 45 ლარით უზრდის
+25 ლარი – პენსია 45 ლარით გაიზრდება – “ეს ოქროს შუალედია”– კობახიძე
ირაკლი კობახიძე: მივიღეთ გადაწყვეტილება 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით, აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტში პენსიისთვის გამოყოფილი ხარჯების გაზრდას დამატებით 128 მილიონი ლარით
ირაკლი კობახიძე – 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გაიზრდება 45 ლარით და 415 ლარი გახდება
ინდექსაციის წესით 20 ლარით პენსიის ზრდა ჩამორჩება ჩვენს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს - ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე: ნომინალური ეკონომიკა წლის ბოლომდე 10%-ზე მეტით გაიზრდება და ეს ეკონომიკური ზრდა გვაძლევს ჩვენ ინდექსაციის მიღმაც პენსიების გაზრდის შესაძლებლობას - სწორედ ამით ვისარგებლეთ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს
ირაკლი კობახიძე: ნომინალური ეკონომიკა წლის ბოლომდე 10%-ზე მეტით გაიზრდება და ეს ეკონომიკური ზრდა გვაძლევს ჩვენ ინდექსაციის მიღმაც პენსიების გაზრდის შესაძლებლობას - სწორედ ამით ვისარგებლეთ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს
კობახიძე: 70 წლამდე პენსია 45 ლარით გაიზრდება, დევნილებს ფულად კომპენსაციას შესთავაზებენ
კობახიძე პენსიებზე: სოციალური ხარჯები უკვე დასაშვები ნორმის ზღვარზეა
ირაკლი კობახიძე: 555 ლარამდე იზრდება 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისათვის პენსია, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეძლებისდაგვარად მივუახლოვოთ 70 წლამდე პენსიონერების პენსია 70 წელს მიღწეულ და გადაცილებულთა პენსიას
ირაკლი კობახიძე: 555 ლარამდე იზრდება 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისათვის პენსია, ამას მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ზრდა, რაც იყო გათვალისწინებული 70 წლამდე პენსიონერებისათვის, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეძლებისდაგვარად მივუახლოოთ 70 წლამდე პენსიონერების პენსია 70 წელს მიღწეულ და გადაცილებულ პენსიონერთა პენსიას
ირაკლი კობახიძე: “მივიღეთ გადაწყვეტილება, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით. აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტში პენსიისთვის გამოყოფილი ხარჯების გაზრდას დამატებით 128 მილიონი ლარით”
ირაკლი კობახიძე: “ნომინალური ეკონომიკა წლის ბოლომდე 10%-ზე მეტით გაიზრდება და ეს ეკონომიკური ზრდა გვაძლევს ინდექსაციის მიღმაც პენსიების გაზრდის შესაძლებლობას. სწორედ ამით ვისარგებლეთ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს”
70 წლამდე პირებისთვის პენსია 45 ლარით გაიზრდება და არა 20 ლარით
“სოციალური ხარჯების დასაშვები ნორმის ზღვრის გადალახვა შეანელებს ეკონომიკურ ზრდას” – კობახიძე
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ
ციტატები სტატიიდან
„მივიღეთ გადაწყვეტილება, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით“
„დასაშვები ნორმის ფარგლებში, მომდევნო წლებშიც მაქსიმალურად ეცდებიან, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…