ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კობახიძე: 70 წლამდე პენსიონერებს პენსია 45 ლარით გაეზრდებათ

კობახიძის განცხადებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებს პენსია 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაეზრდებათ და 1 იანვრიდან 415 ლარი გახდება, რაც ბიუჯეტის ხარჯებს დამატებით 128 მილიონი ლარით გაზრდის.

კობახიძე: 70 წლამდე პენსიონერებს პენსია 45 ლარით გაეზრდებათ
კობახიძე: 70 წლამდე პენსიონერებს პენსია 45 ლარით გაეზრდებათტაბულა

მივიღეთ გადაწყვეტილება, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით. შესაბამისად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია, გარდა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისა, პირველი იანვრიდან გახდება 415 ლარი.

ცვლილება გამოიწვევს ბიუჯეტში პენსიისთვის გამოყოფილი ხარჯების გაზრდას დამატებით 128 მილიონი ლარით, სოციალური ხარჯების წილი სახელმწიფო ბიუჯეტში 33%-ს აღემატება.

2026 წელს ასაკობრივ პენსიებზე გამოყოფილი იყო 5 მილიარდ ლარზე მეტი, ხოლო დაგროვებითი პენსიის თანადაფინანსებაზე - 540 მილიონი ლარი.

სოციალური ხარჯები უკვე დასაშვები ნორმის და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციების ზღვარზეა, ზღვრის გადალახვა მნიშვნელოვნად შეანელებს ეკონომიკურ ზრდას და ხელს შეუწყობს ინფლაციურ პროცესებს, რაც სოციალური ხარჯების ეფექტურობაზეც პირდაპირ აისახება.

ზღვარს ზემოთ სოციალური ხარჯების გაზრდა შეამცირებს ფისკალური კონსოლიდაციის ხარისხს, რაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ საქართველოს დაფინანსებაზეც უარყოფით გავლენას იქონიებდა.

დასაშვები ზღვარის ფარგლებში მომდევნო წლებშიც მაქსიმალურად ვეცდებით, 7ო წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გავუზარდოთ.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?