"ოცნება" 70 წლამდე პირებს პენსიას 45 ლარით უზრდის
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება და 1-ელი იანვრიდან 415 ლარი გახდება — ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 1-ელი იანვრიდან 415 ლარი გახდება - განცხადება ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
შესაბამისად, 70 წლამდე ასაკის პირების პენსია 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით. შესაბამისად 70 წლამდე ასაკის პენსიონერის პენსია, გარდა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისა, პირველი იანვრიდან გახდება 415 ლარი“,- განაცხადა კობახიძემ.
აღსანიშნავია, რომ 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის განხილვა დღეს დასრულდა. დეპუტატებმა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე პენსიის 400 ლარამდე ზრდის საკითხი დააყენეს.
ვიდრე კობახიძე სიახლის შესახებ იტყოდა, მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ პენსიის ზრდის რესურსი არსებობს.
ციტატები სტატიიდან
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით. შესაბამისად 70 წლამდე ასაკის პენსიონერის პენსია, გარდა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისა, პირველი იანვრიდან გახდება 415 ლარი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.