მომავალშიც გავაგრძელებთ პენსიონერებისთვის მაქსიმალურად პენსიის გაზრდას - პაატა კვიჟინაძე
70 წლამდე ასაკის პირთა პენსია 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარი გახდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 128 მილიონი ლარი გამოიყოფა. გარდა ამისა, დევნილებს ბინების ნაცვლად ოჯახის თითოეულ წევრზე 10 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაციის მიღება შეეძლებათ.

პენსიის გეგმიურზე ორჯერ მეტად ზრდა და ფულადი კომპენსაცია დევნილებისთვის - პრემიერის ორი ახალი ინიციატივა, რომლის მიზანიც სოციალური პოლიტიკის გაძლიერება და მოსახლეობის მხარდაჭერაა. პარლამენტი 2027 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხილვას იწყებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის მოქალაქეების პენსია პირველი იანვრიდან 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარი გახდება.
ამისთვის, ბიუჯეტიდან დამატებით 128 მილიონი ლარი გამოიყოფა. რაც შეეხება კიდევ ერთ სიახლეს, რომელიც დევნილებს და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას ეხება, კორპუსების მშენებლობის პარალელურად, იძულებით გადაადგილებულებს შეეძლებათ ბინების ნაცვლად კომპენსაცია მიიღონ. ოჯახის თითოეულ წევრზე 10 ათასი ლარია გათვალისწინებული.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე აცხადებს, რომ მომავალშიც გაგრძელდება პენსიონერებისათვის მაქსიმალურად პენსიის ზრდა.
"ბიუჯეტი წარმატებულია და მომავალზე ორიენტირებული, თუმცა იყო რაღაც საკითხები, რომელზეც მუშაობის გაგრძელება იქნებოდა საჭირო. ერთ-ერთი ასეთი და მთავარი საკითხი იყო პენსიების ზრდა 70 წელს დაბლა, 60-დან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისათვის და გასახარია, რომ პრემიერი არ დაელოდა მეორედ შემოტანას ბიუჯეტის და გააკეთა განცხადება, რომ მათ გაეზრდებათ პენსია 45 ლარით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მომავალშიც გავაგრძელებთ პენსიონერებისათვის მაქსიმალურად პენსიის გაზრდას. 70 წელს ზევით ისედაც გარკვეული იყო, იზრდება 60 ლარით, ეს ეხება 70 წლამდე ყველა პენსიონერს, რომლებსაც გაეზრდებათ პენსია 45 ლარით", - განაცხადა პაატა კვიჟინაძე.
ციტატები სტატიიდან
„ბიუჯეტი წარმატებულია და მომავალზე ორიენტირებული, თუმცა იყო რაღაც საკითხები, რომელზეც მუშაობის გაგრძელება იქნებოდა საჭირო. ერთ-ერთი ასეთი და მთავარი საკითხი იყო პენსიების ზრდა 70 წელს დაბლა, 60-დან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისათვის და გასახარია, რომ პრემიერი არ დაელოდა მეორედ შემოტანას ბიუჯეტის და გააკეთა განცხადება, რომ მათ გაეზრდებათ პენსია 45 ლარით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მომავალშიც გავაგრძელებთ პენსიონერებისათვის მაქსიმალურად პენსიის გაზრდას. 70 წელს ზევით ისედაც გარკვეული იყო, იზრდება 60 ლარით, ეს ეხება 70 წლამდე ყველა პენსიონერს, რომლებსაც გაეზრდებათ პენსია 45 ლარით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.