70 წლამდე ასაკის პირების პენსია 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება - ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძის განცხადებით, 1-ელი იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია 20-ის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარი გახდება. ეს ცვლილება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებს დამატებით 128 მილიონი ლარით გაზრდის.

70 წლამდე ასაკის პირების პენსია 45 ლარით იზრდება და 1-ელი იანვრიდან 415 ლარი იქნება - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მაქსიმალურად შეეცდებიან პენსია ინდექსაციის მიღმაც გაიზარდოს.
„მივიღეთ გადაწყვეტილება 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით. შესაბამისად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერის პენსია, გარდა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისა, 1 იანვრიდან გახდება 415 ლარი.
აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტში პენსიისთვის გამოყოფილი ხარჯების გაზრდას დამატებით 128 მილიონი ლარით. მინდა შეგახსენოთ, რომ სოციალური ხარჯების წილი სახელმწიფო ბიუჯეტში 33 პროცენტს აღემატება. 2026 წელს ასაკობრივ პენსიებზე გამოყოფილი იყო 5 მილიარდ ლარზე მეტი, ხოლო დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებაზე - 540 მილიონი ლარი. შედარებისთვის, პენსიებზე 2012 წელს მხოლოდ მილიარდ 65 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სოციალურ ხარჯებზე სახელმწიფო ბიუჯეტის ერთი მესამედია გამოყოფილი. ეს ნიშნავს, რომ სოციალური ხარჯები უკვე დასაშვები ნორმის და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციების ზღვარზეა. აღნიშნული ზღვრის გადალახვა მნიშვნელოვნად შეანელებს ეკონომიკურ ზრდას და ხელს შეუწყობს ინფლაციურ პროცესებს, რაც სოციალური ხარჯების ეფექტურობაზეც პირდაპირ აისახება. ზღვარს ზემოთ სოციალური ხარჯების გაზრდა შეამცირებს ფისკალური კონსოლიდაციის ხარისხს, რაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ საქართველოს დაფინანსებაზეც უარყოფით გავლენას იქონიებდა.
ამასთან, დასაშვები ნორმის ფარგლებში, ჩვენ მომდევნო წლებშიც მაქსიმალურად ვეცდებით, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გავუზარდოთ“,- განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის განხილვა დღეს დასრულდა. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე პენსიის 400 ლარამდე ზრდის საკითხი დააყენეს.
მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ, კობახიძის განცხადებამდე დაახლოებით 40 წუთით ადრე თქვა, რომ ზრდის რესურსი არსებობს, თუმცა "ზუსტი ციფრები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ფინანსთა სამინისტრო არსებულ რესურსებსა და მოსალოდნელ შემოსავლებს საბოლოოდ გააანალიზებს".
აღსანიშნავია, რომ 2027 წლის ბიუჯეტის პირვანდელი პროექტით, საპენსიო უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი ჯამური ხარჯი 555 მილიონი ლარით გაიზარდა და 5 570 მილიონ ლარს მიაღწია, საიდანაც კანონმდებლობით დადგენილი მინიმუმ 5,1%-იანი ინფლაციის ფონზე პენსიების 5,41%-იანი მატება იყო გათვალისწინებული. საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 20 ლარით უნდა გაზრდილიყო და ბარში 390, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 468 ლარი იქნებოდა, 70 წლისა და მეტი ასაკის პირთათვის კი 12,12%-იანი (60-ლარიანი) ზრდით ბარში 555 ლარს, ხოლო მაღალმთიანში 665 ლარს გაუტოლდებოდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
20 სტატიაკობახიძე: 70 წლამდე პენსიონერებს პენსია 45 ლარით გაეზრდებათ
ირაკლი კობახიძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია გავზარდოთ 45 ლარით
"ოცნება" 70 წლამდე პირებს პენსიას 45 ლარით უზრდის
+25 ლარი – პენსია 45 ლარით გაიზრდება – “ეს ოქროს შუალედია”– კობახიძე
ირაკლი კობახიძე: მივიღეთ გადაწყვეტილება 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით, აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტში პენსიისთვის გამოყოფილი ხარჯების გაზრდას დამატებით 128 მილიონი ლარით
ირაკლი კობახიძე – 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გაიზრდება 45 ლარით და 415 ლარი გახდება
ინდექსაციის წესით 20 ლარით პენსიის ზრდა ჩამორჩება ჩვენს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს - ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე: ნომინალური ეკონომიკა წლის ბოლომდე 10%-ზე მეტით გაიზრდება და ეს ეკონომიკური ზრდა გვაძლევს ჩვენ ინდექსაციის მიღმაც პენსიების გაზრდის შესაძლებლობას - სწორედ ამით ვისარგებლეთ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს
ირაკლი კობახიძე: ნომინალური ეკონომიკა წლის ბოლომდე 10%-ზე მეტით გაიზრდება და ეს ეკონომიკური ზრდა გვაძლევს ჩვენ ინდექსაციის მიღმაც პენსიების გაზრდის შესაძლებლობას - სწორედ ამით ვისარგებლეთ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს
კობახიძე: 70 წლამდე პენსია 45 ლარით გაიზრდება, დევნილებს ფულად კომპენსაციას შესთავაზებენ
70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 1-ელი იანვრიდან 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარი...
კობახიძე პენსიებზე: სოციალური ხარჯები უკვე დასაშვები ნორმის ზღვარზეა
ირაკლი კობახიძე: 555 ლარამდე იზრდება 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისათვის პენსია, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეძლებისდაგვარად მივუახლოვოთ 70 წლამდე პენსიონერების პენსია 70 წელს მიღწეულ და გადაცილებულთა პენსიას
ირაკლი კობახიძე: 555 ლარამდე იზრდება 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისათვის პენსია, ამას მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ზრდა, რაც იყო გათვალისწინებული 70 წლამდე პენსიონერებისათვის, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეძლებისდაგვარად მივუახლოოთ 70 წლამდე პენსიონერების პენსია 70 წელს მიღწეულ და გადაცილებულ პენსიონერთა პენსიას
ირაკლი კობახიძე: “მივიღეთ გადაწყვეტილება, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით. აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტში პენსიისთვის გამოყოფილი ხარჯების გაზრდას დამატებით 128 მილიონი ლარით”
ირაკლი კობახიძე: “ნომინალური ეკონომიკა წლის ბოლომდე 10%-ზე მეტით გაიზრდება და ეს ეკონომიკური ზრდა გვაძლევს ინდექსაციის მიღმაც პენსიების გაზრდის შესაძლებლობას. სწორედ ამით ვისარგებლეთ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს”
70 წლამდე პირებისთვის პენსია 45 ლარით გაიზრდება და არა 20 ლარით
“სოციალური ხარჯების დასაშვები ნორმის ზღვრის გადალახვა შეანელებს ეკონომიკურ ზრდას” – კობახიძე
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ
ციტატები სტატიიდან
„ზუსტი ციფრები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ფინანსთა სამინისტრო არსებულ რესურსებსა და მოსალოდნელ შემოსავლებს საბოლოოდ გააანალიზებს“
„მივიღეთ გადაწყვეტილება 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით. შესაბამისად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერის პენსია, გარდა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისა, 1 იანვრიდან გახდება 415 ლარი. აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტში პენსიისთვის გამოყოფილი ხარჯების გაზრდას დამატებით 128 მილიონი ლარით. მინდა შეგახსენოთ, რომ სოციალური ხარჯების წილი სახელმწიფო ბიუჯეტში 33 პროცენტს აღემატება. 2026 წელს ასაკობრივ პენსიებზე გამოყოფილი იყო 5 მილიარდ ლარზე მეტი, ხოლო დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებაზე - 540 მილიონი ლარი. შედარებისთვის, პენსიებზე 2012 წელს მხოლოდ მილიარდ 65 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სოციალურ ხარჯებზე სახელმწიფო ბიუჯეტის ერთი მესამედია გამოყოფილი. ეს ნიშნავს, რომ სოციალური ხარჯები უკვე დასაშვები ნორმის და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციების ზღვარზეა. აღნიშნული ზღვრის გადალახვა მნიშვნელოვნად შეანელებს ეკონომიკურ ზრდას და ხელს შეუწყობს ინფლაციურ პროცესებს, რაც სოციალური ხარჯების ეფექტურობაზეც პირდაპირ აისახება. ზღვარს ზემოთ სოციალური ხარჯების გაზრდა შეამცირებს ფისკალური კონსოლიდაციის ხარისხს, რაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ საქართველოს დაფინანსებაზეც უარყოფით გავლენას იქონიებდა. ამასთან, დასაშვები ნორმის ფარგლებში, ჩვენ მომდევნო წლებშიც მაქსიმალურად ვეცდებით, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გავუზარდოთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…