ირაკლი კობახიძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია გავზარდოთ 45 ლარით
ირაკლი კობახიძის განცხადებით, 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია 1 იანვრიდან 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარი გახდება, რაც ბიუჯეტში დამატებით 128 მილიონ ლარს მოითხოვს.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით. შესაბამისად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერის პენსია, გარდა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისა, 1 იანვრიდან გახდება 415 ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ცვლილება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტში პენსიისთვის გამოყოფილი ხარჯების ზრდას დამატებით 128 მილიონი ლარით.
"მინდა შეგახსენოთ, რომ სოციალური ხარჯების წილი სახელმწიფო ბიუჯეტში 33%-ს აღემატება. 2026 წელს ასაკობრივ პენსიებზე გამოყოფილი იყო 5 მილიარდ ლარზე მეტი, ხოლო დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებაზე - 540 მილიონი ლარი. შედარებისთვის, პენსიებზე 2012 წელს მხოლოდ 1 მილიარდ 65 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სოციალურ ხარჯებზე სახელმწიფო ბიუჯეტის 1/3-ია გამოყოფილი, ეს ნიშნავს, რომ სოციალური ხარჯები უკვე დასაშვები ნორმის და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციების ზღვარზეა. აღნიშნული ზღვრის გადალახვა მნიშვნელოვნად შეანელებს ეკონომიკურ ზრდას და ხელს შეუწყობს ინფლაციურ პროცესებს, რაც სოციალური ხარჯების ეფექტურობაზეც პირდაპირ აისახება.
ზღვარს ზემოთ სოციალური ხარჯების გაზრდა შემცირების ფისკალური კონსოლიდაციის ხარისხს, რაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ საქართველოს დაფინანსებაზეც უარყოფით გავლენას იქონიებდა.
ამასთან, დასაშვებო ნორმის ფარგლებში, მომდევნო წლებშიც მაქსიმალურად ვეცდებით, რომ 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გავუზარდოთ," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
20 სტატიაკობახიძე: 70 წლამდე პენსიონერებს პენსია 45 ლარით გაეზრდებათ
70 წლამდე ასაკის პირების პენსია 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება - ირაკლი კობახიძე
"ოცნება" 70 წლამდე პირებს პენსიას 45 ლარით უზრდის
+25 ლარი – პენსია 45 ლარით გაიზრდება – “ეს ოქროს შუალედია”– კობახიძე
ირაკლი კობახიძე: მივიღეთ გადაწყვეტილება 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით, აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტში პენსიისთვის გამოყოფილი ხარჯების გაზრდას დამატებით 128 მილიონი ლარით
ირაკლი კობახიძე – 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გაიზრდება 45 ლარით და 415 ლარი გახდება
ინდექსაციის წესით 20 ლარით პენსიის ზრდა ჩამორჩება ჩვენს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს - ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე: ნომინალური ეკონომიკა წლის ბოლომდე 10%-ზე მეტით გაიზრდება და ეს ეკონომიკური ზრდა გვაძლევს ჩვენ ინდექსაციის მიღმაც პენსიების გაზრდის შესაძლებლობას - სწორედ ამით ვისარგებლეთ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს
ირაკლი კობახიძე: ნომინალური ეკონომიკა წლის ბოლომდე 10%-ზე მეტით გაიზრდება და ეს ეკონომიკური ზრდა გვაძლევს ჩვენ ინდექსაციის მიღმაც პენსიების გაზრდის შესაძლებლობას - სწორედ ამით ვისარგებლეთ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს
კობახიძე: 70 წლამდე პენსია 45 ლარით გაიზრდება, დევნილებს ფულად კომპენსაციას შესთავაზებენ
70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 1-ელი იანვრიდან 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარი...
კობახიძე პენსიებზე: სოციალური ხარჯები უკვე დასაშვები ნორმის ზღვარზეა
ირაკლი კობახიძე: 555 ლარამდე იზრდება 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისათვის პენსია, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეძლებისდაგვარად მივუახლოვოთ 70 წლამდე პენსიონერების პენსია 70 წელს მიღწეულ და გადაცილებულთა პენსიას
ირაკლი კობახიძე: 555 ლარამდე იზრდება 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისათვის პენსია, ამას მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ზრდა, რაც იყო გათვალისწინებული 70 წლამდე პენსიონერებისათვის, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეძლებისდაგვარად მივუახლოოთ 70 წლამდე პენსიონერების პენსია 70 წელს მიღწეულ და გადაცილებულ პენსიონერთა პენსიას
ირაკლი კობახიძე: “მივიღეთ გადაწყვეტილება, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით. აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტში პენსიისთვის გამოყოფილი ხარჯების გაზრდას დამატებით 128 მილიონი ლარით”
ირაკლი კობახიძე: “ნომინალური ეკონომიკა წლის ბოლომდე 10%-ზე მეტით გაიზრდება და ეს ეკონომიკური ზრდა გვაძლევს ინდექსაციის მიღმაც პენსიების გაზრდის შესაძლებლობას. სწორედ ამით ვისარგებლეთ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს”
70 წლამდე პირებისთვის პენსია 45 ლარით გაიზრდება და არა 20 ლარით
“სოციალური ხარჯების დასაშვები ნორმის ზღვრის გადალახვა შეანელებს ეკონომიკურ ზრდას” – კობახიძე
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ
ციტატები სტატიიდან
„მინდა შეგახსენოთ, რომ სოციალური ხარჯების წილი სახელმწიფო ბიუჯეტში 33%-ს აღემატება. 2026 წელს ასაკობრივ პენსიებზე გამოყოფილი იყო 5 მილიარდ ლარზე მეტი, ხოლო დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებაზე - 540 მილიონი ლარი. შედარებისთვის, პენსიებზე 2012 წელს მხოლოდ 1 მილიარდ 65 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სოციალურ ხარჯებზე სახელმწიფო ბიუჯეტის 1/3-ია გამოყოფილი, ეს ნიშნავს, რომ სოციალური ხარჯები უკვე დასაშვები ნორმის და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციების ზღვარზეა. აღნიშნული ზღვრის გადალახვა მნიშვნელოვნად შეანელებს ეკონომიკურ ზრდას და ხელს შეუწყობს ინფლაციურ პროცესებს, რაც სოციალური ხარჯების ეფექტურობაზეც პირდაპირ აისახება. ზღვარს ზემოთ სოციალური ხარჯების გაზრდა შემცირების ფისკალური კონსოლიდაციის ხარისხს, რაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ საქართველოს დაფინანსებაზეც უარყოფით გავლენას იქონიებდა. ამასთან, დასაშვებო ნორმის ფარგლებში, მომდევნო წლებშიც მაქსიმალურად ვეცდებით, რომ 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გავუზარდოთ,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…