ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

კულტურის სამინისტრო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე თურქეთის ელჩს მუსტაფა თურქერ არის შეხვდა; მხარეებმა 2027 წელს თბილისში თურქეთის კულტურის დღეების ჩატარების ინიციატივა განიხილეს.

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მუსტაფა თურქერ არის შეხვდარუსთავი 2

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის კულტურის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ყურადღება დაეთმო 2027 წელს თბილისში თურქეთის კულტურის დღეების ჩატარების ინიციატივას. აღინიშნა, რომ ერთობლივი სამუშაო ჯგუფი ღონისძიების ორგანიზებას გაუწევს კოორდინაციას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს და ორ ქვეყანას შორის კულტურული კავშირების გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.

კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ატაშე ჰასან მურათოღლუ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში არსებულ მდგომარეობას და დაგეგმილ სამუშაოებზე ინფორმაციას ადგილზე გაეცნოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები