ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მაია ბითაძე სომხეთის ელჩს შეხვდა

კულტურის სამინისტრო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სომხეთის ელჩს აშოტ სმბატიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურულ სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და საქართველოში დაგეგმილ სომხეთის კულტურის დღეებზე ისაუბრეს.

მაია ბითაძე სომხეთის ელჩს შეხვდა
მაია ბითაძე სომხეთის ელჩს შეხვდარუსთავი 2

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის კულტურულ სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ 7-8 ოქტომბერს საქართველოში სომხეთის კულტურის დღეები იმართება, რომლის ფარგლებშიც არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, კულტურის დღეების ფარგლებში სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან შეხვედრა კარგი შესაძლებლობაა ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების მზარდი დინამიკის და შემდგომი პარტნიორობის შესაძლებლობების განსახილველად.

ელჩის განცხადებით საქართველოსა და სომხეთს შორის არაერთი მიმართულებით არსებობს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა, მათ შორისაა კულტურის სფერო, სადაც პოტენციალი დიდია და, შესაბამისად, ამ ურთიერთობების გაღრმავება მისასალმებელია.

კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე და სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს პირველი მდივანი არენ არაქელიანი ესწრებოდნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.