კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საქართველოში იტალიის ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საქართველოში იტალიის ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის კულტურული კავშირების გაღრმავება განიხილა.

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მჭიდრო კულტურულ კავშირებს, თანამშრომლობის მნიშვნელოვან გამოცდილებასა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს.
„საუბარი შეეხო ქართველი და იტალიელი ექსპერტების მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, რესტავრაციის, კონსერვაციის, არქეოლოგიური მისიებისა და კვლევების მიმართულებით, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პროფესიული გამოცდილების გაზიარებაში.
შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო ერთობლივი ინიციატივები და შემოქმედებითი მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეროვნულ და იტალიის ბორგეზეს გალერეებში დაგეგმილ გამოფენებზე. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურული კავშირების გაღრმავების მიზნით ახალი ინიციატივების მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოხატეს.
კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების წარმომადგენელი ნინო კილოსანიძე ესწრებოდნენ“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…