ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

ჩვენ დიდი სიამოვნებით განვაახლებდით საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, მაგრამ მათ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან - მარტა კოსი

ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, ევროკავშირი სიამოვნებით განაახლებდა საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, თუმცა ამისთვის მათ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან.

ჩვენ დიდი სიამოვნებით განვაახლებდით საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, მაგრამ მათ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან - მარტა კოსი
ჩვენ დიდი სიამოვნებით განვაახლებდით საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, მაგრამ მათ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან - მარტა კოსირუსთავი 2

ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. სხდომაზე ევროკავშირის გაფართოების, უკრაინაში საომარი მოქმედებების და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გარდა, საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ.

ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში მარტა კოსი აღნიშნავს, რომ დიდი სიამოვნებით განაახლებდნენ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას.

"ჩვენ დიდი სიამოვნებით განვაახლებდით საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, მაგრამ მათ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან. მიუხედავად იმისა, რომ არ ვთანამშრომლობთ ხელისუფლებასთან, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოებასთან და მხარს ვუჭერთ ხალხს. არის ბევრი სფერო, სადაც მათ ვეხმარებით და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. შესანიშნავი იქნებოდა საქართველო მხოლოდ ქაღალდზე არსებულ კანდიდატად არ დარჩენილიყო, მაგრამ პროცესის გასაგრძელებლად ორივე მხარის მზაობა და ჩართულობაა საჭირო", - განაცხადა ევროკომისარმა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა.

"კურიერის" კითხვაზე არ ფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობასთან დიალოგზე უარის თქმა ჩიხში შეგვიყვანს და უფრო გააღრმავებს კრიზისს ორმხრივ ურთიერთობებსა და მიმდინარე პროცესებში? კაია კალასმა განმარტა, რომ საკუთარი პოზიცია უკვე ნათლად დააფიქსირა.

"კარგია, რომ სიზუსტეს ითხოვთ, თუმცა მე ჩემი პოზიცია უკვე ნათლად დავაფიქსირე", - აღნიშნა მარტა კოსმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ დიდი სიამოვნებით განვაახლებდით საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, მაგრამ მათ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან. მიუხედავად იმისა, რომ არ ვთანამშრომლობთ ხელისუფლებასთან, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოებასთან და მხარს ვუჭერთ ხალხს. არის ბევრი სფერო, სადაც მათ ვეხმარებით და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. შესანიშნავი იქნებოდა საქართველო მხოლოდ ქაღალდზე არსებულ კანდიდატად არ დარჩენილიყო, მაგრამ პროცესის გასაგრძელებლად ორივე მხარის მზაობა და ჩართულობაა საჭირო“
მარტა კოსი
„კარგია, რომ სიზუსტეს ითხოვთ, თუმცა მე ჩემი პოზიცია უკვე ნათლად დავაფიქსირე“
მარტა კოსი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?