კოსი: ევროპული ღირებულებებისკენ წინსვლამდე ოცნებასთან თანამშრომლობას არ განვაახლებთ
ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, საქართველო კანდიდატი მხოლოდ ქაღალდზეა და ევროკავშირი ხელისუფლებასთან თანამშრომლობას არ განაახლებს, სანამ ის ევროპული ღირებულებებისკენ ნაბიჯებს არ გადადგამს. მისი თქმით, ბრიუსელი გააგრძელებს სამოქალაქო საზოგადოებისა და ხალხის მხარდაჭერას.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა და ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას არ განაახლებს, ვიდრე ის ევროპული ღირებულებებისკენ ნაბიჯებს არ გადადგამს.
"ძალიან გვსურს, კვლავ ვითანამშრომლოთ საქართველოს ხელისუფლებასთან, თუმცა, მათ ნაბიჯები უნდა გადადგან. ისინი წინ არ მიდიან და მიღებული კანონებით უკან იხევენ. ვიდრე წინ არ წავლენ და ევროპული ღირებულებებისკენ არ იმოძრავებენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ." – თქვა კოსმა ლუქსემბურგში, EU-ს საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე.
მისივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობასა და ქართველი ხალხის მხარდაჭერას.
"ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი გვაქვს: მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებასთან არ ვთანამშრომლობთ, სამოქალაქო საზოგადოებასთან ვთანამშრომლობთ და ხალხს მხარს ვუჭერთ. მათ სხვადასხვა მიმართულებით ვეხმარებით და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ." – თქვა კოსმა.
ამას გარდა, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს 12 ოქტომბრის შეხვედრაზე მოკლედ განიხილავენ, ხოლო საკითხზე სიღრმისეული მსჯელობის გამართვის წინადადებით ის 2027 წლის იანვარში გამოვა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიასაქართველოს კანდიდატის სტატუსი ახლა მხოლოდ ფურცელზე არსებობს - მარტა კოსი
საქართველოს კანდიდატის სტატუსი ახლა მხოლოდ ფურცელზე არსებობს – მარტა კოსი
მარტა კოსი: კარგი იქნებოდა, საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ფურცელზე არ იყოს
ჩვენ დიდი სიამოვნებით განვაახლებდით საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, მაგრამ მათ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან - მარტა კოსი
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი ამჟამად მხოლოდ ქაღალდზე არსებობს
ციტატები სტატიიდან
„ძალიან გვსურს, კვლავ ვითანამშრომლოთ საქართველოს ხელისუფლებასთან, თუმცა, მათ ნაბიჯები უნდა გადადგან. ისინი წინ არ მიდიან და მიღებული კანონებით უკან იხევენ. ვიდრე წინ არ წავლენ და ევროპული ღირებულებებისკენ არ იმოძრავებენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ.“
„ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი გვაქვს: მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებასთან არ ვთანამშრომლობთ, სამოქალაქო საზოგადოებასთან ვთანამშრომლობთ და ხალხს მხარს ვუჭერთ. მათ სხვადასხვა მიმართულებით ვეხმარებით და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…