პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჩვენ ვცდილობთ (საქართველოს მთავრობასთან) მუშაობას, ვიწვევთ, მაგრამ სურვილი არ აქვთ ჩამოსვლის – მარტა კოსი

საქართველოს ხელისუფლება ბრიუსელში დაგეგმილ გაფართოების ფორუმსა და მინისტერიალს არ დაესწრება. ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, საქართველოს წარმომადგენლებს იწვევენ, მაგრამ ჩამოსვლის სურვილი არ აქვთ, რადგან მათ უმაღლეს დონეზე არ იწვევენ.

ჩვენ ვცდილობთ (საქართველოს მთავრობასთან) მუშაობას, ვიწვევთ, მაგრამ სურვილი არ აქვთ ჩამოსვლის – მარტა კოსი
ალია

ბრიუსელში დღეს გაფართოების ფორუმი და დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მინისტერიალი გაიმართება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება არ დაესწრება.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა:

,,მოხარული ვარ, რომ გუშინ გვყავდა დიდი რაოდენობით ახალგაზრდა წარმომადგენელი საქართველოდან. ვესაუბრე მათ და კვლავ სწამთ ქვეყნის ევროპული მომავლის. სწორედ ამიტომ აქვს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. დიახ, ჩვენ ვთქვით, რომ მხოლოდ ქაღალდზეა. სანამ ქვეყანა არ წაიწევს წინ იმ სფეროში, რომელსაც ფუნდამენტურს ვუწოდებთ, გზას ვერ გავაგრძელებთ. არსებობს საბჭოს დასკვნა როგორ შეგვიძლია მაღალ დონეზე მუშაობა საქართველოსთან. ორჯერ თუ სამჯერ მოვიწვიეთ საქართველოს წარმომადგენლები დაკავშირებადობის ღონისძიებებზე, მაგრამ არასდროს ჩამოსულან. ჩვენ ვცდილობთ მათთან მუშაობას, ვიწვევთ, მაგრამ სურვილი არ აქვთ ჩამოსვლის, რადგან არ ვიწვევთ მათ უმაღლეს დონეზე”- აცხადებს კოსი (ევროსკოპი)

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საგარეო უწყება – ევროკავშირის გაფართოების ფორუმსა და დაკავშირებადობის მინისტერიალზე საქართვველოს შესაბამის დონზე მიწვევა არ მიუღია, შესაბამისად საქართველოს წარმომადგენელი მათში მონაწილეობას არ მიიღებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები