პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, დროა, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს, ვოლოდიმირ ზელენსკის კი მსოფლიოსთვის პრობლემების შექმნაში დასდო ბრალი რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამო.

დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, დროა, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს
ინტერპრესნიუსი

ვფიქრობ, დროა, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რითაც, როგორც BBC წერს, რუსული დიზელის საწვავის ექსპორტზე სანქციების შემსუბუქების გამო, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას უპასუხა.

როგორც ტრამპმა, თეთრი სახლის ეზოში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვოლოდიმირ ზელენსკის „მსოფლიოსთვის პრობლემების შექმნა სურს", რადგან რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების ნებართვის გაცემას აგრძელებს.

​„უმჯობესია, სასწრაფოდ შეწყვიტოს ეს", - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ უკრაინამ „ახალი ლიდერი უნდა აირჩიოს, რომელსაც შეთანხმების მიღწევა შეუძლია".

„ჩვენ ვუთხარით: „რუსეთს რაც გინდათ, ის უქენით, ოღონდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყათ“, რადგან ეს გლობალურ პრობლემებს იწვევს", - განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპის მტკიცებით, ზელენსკის შეეძლო მრავალი შეთანხმების დადება, მაგრამ რატომღაც ამას არასდროს არ აკეთებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2
  1. იმედინიუსისამთავრობოდონალდ ტრამპი: ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა
  2. ფორმულაოპოზიციურიტრამპის თქმით, უკრაინამ ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს, რომელსაც შეთანხმება შეუძლია
  3. რუსთავი 2სამთავრობოტრამპის განცხადებით, უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება
  4. ალიაოპოზიციური“ვფიქრობ, დროა, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს“ – დონალდ ტრამპი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უმჯობესია, სასწრაფოდ შეწყვიტოს ეს“
„ჩვენ ვუთხარით: „რუსეთს რაც გინდათ, ის უქენით, ოღონდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყათ“, რადგან ეს გლობალურ პრობლემებს იწვევს“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტრამპი: ვოლოდიმირ ზელენსკიმ არასაკმარისი ნაბიჯები გადადგა რუსეთთან ომის დასასრულებლადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები