პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დონალდ ტრამპი: პუტინს ძალიან სურს ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება

დონალდ ტრამპის მტკიცებით, ვლადიმირ პუტინს ომის შეწყვეტის შეთანხმება ძალიან სურს. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინთან დიზელის მიწოდებაზე შეთანხმდა, ხოლო ზელენსკის მიერ ამ ნაბიჯის გაკრიტიკების შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა.

დონალდ ტრამპი: პუტინს ძალიან სურს ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
იმედინიუსი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს თითქოს „ძალიან სურს“ უკრაინის წინააღმდეგ თავისი ომის დასრულება.

მედიის წარმომადგენლებმა ამერიკის პრეზიდენტს ჰკითხეს, თუ რა უთხრა მას პუტინმა 9 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრის დროს.

ტრამპმა ამაზე უპასუხა: „მას სურს, რომ [რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ] შეთანხმებას მიაღწიოს. პრეზიდენტ პუტინს ძალიან სურს, რომ შეთანხმებას მიაღწიონ“.

ამის შემდეგ მან დასძინა, რომ რუსეთს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მნიშვნელოვანი მოცულობები შეაქვს.

„მას მსოფლიო ბაზარზე ნავთობის დიდი მოცულობები შეაქვს. ეს კარგია. და, სხვათა შორის, ძალიან დაბალ ფასად“, - აღნიშნა ტრამპმა.

9 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან რუსეთიდან დიზელის საწვავის მიწოდებაზე შეთანხმდა.ზელენსკიმ ტრამპის ეს ნაბიჯი მწვავედ გააკრიტიკა და სანქციების მოხსნა აბსოლუტურად საშინელ ნაბიჯად შეაფასა. ამის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 4
  1. ტაბულაოპოზიციურიტრამპი: უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის ყოლის დრო დადგა
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიტრამპმა გააკრიტიკა ზელენსკი და თქვა, რომ უკრაინას უფრო დამყოლი პრეზიდენტი ესაჭიროება
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიზელენსკიმ დაასახელა პირობები რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმების შესაჩერებლად
  4. ნეტგაზეთიოპოზიციურიტრამპი: ვფიქრობ, უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მას სურს, რომ [რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ] შეთანხმებას მიაღწიოს. პრეზიდენტ პუტინს ძალიან სურს, რომ შეთანხმებას მიაღწიონ“
„მას მსოფლიო ბაზარზე ნავთობის დიდი მოცულობები შეაქვს. ეს კარგია. და, სხვათა შორის, ძალიან დაბალ ფასად“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპის განცხადებით, პუტინს შეთანხმების მიღწევა ზელენსკისზე მეტად სურსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები