ტრამპის განცხადებით, უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება, რადგან ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკმარისი არ გააკეთა რუსეთის შეჭრის შესაჩერებლად. ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა კრემლის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი, რომელმაც აღნიშნული სიტყვები ისტორიულად შეაფასა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში პრეზიდენტის შეცვლის დროა. მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკმარისი არ გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა შეეჩერებინა.
"მე მათ [უკრაინელებს] ვთავაზობ, იპოვონ ახალი ლიდერი, რომელსაც შეუძლია გარიგებების დადება, რადგან მას [ზელენსკის] ბევრი გარიგების დადება შეეძლო, მაგრამ რატომღაც ის ამას არასდროს აკეთებს", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
მედიის ცნობით, ტრამპის განცხადებას მიესალმა რუსეთის პრეზიდენტის - ვლადიმერ პუტინის, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში წარმომადგენელი, რომელმაც ტრამპის სიტყვებს "მნიშვნელოვანი და ისტორიული" უწოდა.
"პრეზიდენტი ტრამპი უერთდება იმ მრავალ ადამიანს, ვინც მიიჩნევს, რომ უკრაინას სჭირდება ლიდერობა, რომელიც ნამდვილად ორიენტირებულია მშვიდობაზე და არა ზელენსკის საომარ რიტორიკაზე", - დაწერა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში კრემლის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა, სოციალურ ქსელში.
ტრამპის განცხადება მოჰყვა ზელენსკის კრიტიკას, რომელმაც დაგმო ვაშინგტონის შეთანხმება მოსკოვთან რუსული დიზელის შესყიდვის შესახებ. როგორც მედია წერს, ამ ნაბიჯის მიზანია, აშშ-ში შუალედური არჩევნების წინ საწვავზე მაღალი ფასების შემცირება.
მედიის ინფორმაციით, ამ შეთანხმების გამო, უკმაყოფილება ევროპელმა ოფიციალურმა პირებმაც გამოხატეს და აღნიშნეს, რომ ის რუსეთის საომარ მოქმედებებს დააფინანსებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიდონალდ ტრამპი: ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა
- ფორმულატრამპის თქმით, უკრაინამ ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს, რომელსაც შეთანხმება შეუძლია
- ინტერპრესნიუსიდონალდ ტრამპი - ვფიქრობ, დროა, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს
- ალია“ვფიქრობ, დროა, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს“ – დონალდ ტრამპი
ციტატები სტატიიდან
„მე მათ [უკრაინელებს] ვთავაზობ, იპოვონ ახალი ლიდერი, რომელსაც შეუძლია გარიგებების დადება, რადგან მას [ზელენსკის] ბევრი გარიგების დადება შეეძლო, მაგრამ რატომღაც ის ამას არასდროს აკეთებს“
„პრეზიდენტი ტრამპი უერთდება იმ მრავალ ადამიანს, ვინც მიიჩნევს, რომ უკრაინას სჭირდება ლიდერობა, რომელიც ნამდვილად ორიენტირებულია მშვიდობაზე და არა ზელენსკის საომარ რიტორიკაზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…