გურამ მაჭარაშვილი: კომენდანტის საათით რომ მართავ პროცესებს, იქ არის დემოკრატია და საქართველოში, სადაც მაქსიმალურად მართავდნენ ძალოვანი უწყებები პროცესებს, აქ არის დემოკრატიის უკუსვლა?! ახლა ჩვენ რა ვქნათ, გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ საფრანგეთში დემოკრატია უკან მიდის და შავი დღე გაუთენდა საფრანგეთის დემოკრატიას?!
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევროპელ ლიდერებს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საფრანგეთში აქციების კომენდანტის საათითა და ძალის გამოყენებით მართვის ფონზე, საქართველოს მიმართ დემოკრატიის უკუსვლის ბრალდებები უსაფუძვლოა.

კომენდანტის საათით რომ მართავ პროცესებს, იქ არის დემოკრატია და საქართველოში, სადაც მაქსიმალურად მართავდნენ ძალოვანი უწყებები პროცესებს, არის დემოკრატიის უკუსვლა?! ახლა ჩვენ რა ვქნათ, გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ საფრანგეთში დემოკრატია უკან მიდის და შავი დღე გაუთენდა საფრანგეთის დემოკრატიას?! - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „EURO ანატომია“ საფრანგეთის ქალაქებში მიმდინარე პროცესების შეფასებისას.
მან განაცხადა, თუ კონკრეტულად რა პროცესებს ადევნებს საზოგადოება თვალს ზოგადად ევროპის კონტინენტზე.
მისივე თქმით, ცხოვრებაში არსებობს ბუმერანგისა და სამართლიანობის პრინციპი.
„რასაც უსურვებ სხვას, იგივე დაგიბრუნდება შენ. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, სულ რაღაც 2 წლის წინ, წელიწადნახევრის წინ, როდესაც მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი, სხვა ევროპული სახელმწიფოების ხელმძღვანელები, აქაური ელჩები პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, რომ დაეცვათ გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლებას უწოდებდნენ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას პოლიციელის წინააღმდეგ, პიროტექნიკის, ქვების სროლას პოლიციელის წინააღმდეგ, შეურაცხყოფას და ასე შემდეგ, მაშინ, როდესაც პოლიციელები უბრალოდ იდგნენ. თუ ეს გამოხატვის თავისუფლება დასაცავი იყო, მაშინ ახლა რა ხდება საფრანგეთის, იტალიის, ალბანეთის ქალაქებში, არამარტო - ბელგიაში და ბევრ ქვეყანაში? პოლიციელები იქ კი არ დგანან და ძალადობრივი აქციის მონაწილეები პიროტექნიკას კი არ ესვრიან, არამედ პოლიციელები იქ თავპირს ამტვრევენ ამ ძალადობრივი აქციის მონაწილეებს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მან საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებაც მოიყვანა, რომ „საფრანგეთში ძალადობის ადგილი არ არის“.
„კითხვა გვაქვს - ძალადობის ადგილი საფრანგეთში არ არის, მაგრამ საქართველოში რატომ არის?! ასეთია მათი „პარტნიორული ხედვა“ საქართველოსთან მიმართებით, თუ - კოლონიალურია?
რასაც ჩვენ, „ხალხის ძალა“ ვამბობდით წერილებში წლების განმავლობაში, მათ შორის 3-4 წლის წინ, რომ ხედვა არ ჰქონდათ პარტნიორული, არამედ კოლონიალური, ვასალური დამოკიდებულება ჰქონდათ - აი, ეს პროცესები ვითარდება ახლა. შეუძლიათ [თქვან], მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომ ის, რაც გვინდოდა თქვენთვის, გამოგვივიდა ჩვენთვის!“ - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, არამარტო საფრანგეთის პრეზიდენტი, არამედ ევროკავშირის ძალიან ბევრი წევრი ქვეყნის ხელისუფლება არ წარმოადგენს მათივე ქვეყნების საზოგადოებების უმრავლესობის ინტერესებს და ეს გამოკითხვებშიც ჩანს. მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ისინი არიან ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები.
„საფრანგეთის მრავალ ქალაქში კომენდანტის საათია, იმდენად ვეღარ აკონტროლებენ. კომენდანტის საათი საქართველოში საბჭოთა კავშირის დროს იყო ბოლოს აქციებთან დაკავშირებით. 9 აპრილის შემდეგ აღარ ყოფილა. საფრანგეთის უამრავ ქალაქშია ახლა კომენდანტის საათი.
კომენდანტის საათით რომ მართავ პროცესებს, იქ არის დემოკრატია და საქართველოში, სადაც მაქსიმალურად მართავდნენ ძალოვანი უწყებები პროცესებს, აქ არის დემოკრატიის უკუსვლა?! ახლა ჩვენ რა ვქნათ, გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ საფრანგეთში დემოკრატია უკან მიდის და შავი დღე გაუთენდა საფრანგეთის დემოკრატიას?! ესაა რეალობა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„რასაც უსურვებ სხვას, იგივე დაგიბრუნდება შენ. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, სულ რაღაც 2 წლის წინ, წელიწადნახევრის წინ, როდესაც მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი, სხვა ევროპული სახელმწიფოების ხელმძღვანელები, აქაური ელჩები პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, რომ დაეცვათ გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლებას უწოდებდნენ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას პოლიციელის წინააღმდეგ, პიროტექნიკის, ქვების სროლას პოლიციელის წინააღმდეგ, შეურაცხყოფას და ასე შემდეგ, მაშინ, როდესაც პოლიციელები უბრალოდ იდგნენ. თუ ეს გამოხატვის თავისუფლება დასაცავი იყო, მაშინ ახლა რა ხდება საფრანგეთის, იტალიის, ალბანეთის ქალაქებში, არამარტო - ბელგიაში და ბევრ ქვეყანაში? პოლიციელები იქ კი არ დგანან და ძალადობრივი აქციის მონაწილეები პიროტექნიკას კი არ ესვრიან, არამედ პოლიციელები იქ თავპირს ამტვრევენ ამ ძალადობრივი აქციის მონაწილეებს“
„კითხვა გვაქვს - ძალადობის ადგილი საფრანგეთში არ არის, მაგრამ საქართველოში რატომ არის?! ასეთია მათი „პარტნიორული ხედვა“ საქართველოსთან მიმართებით, თუ - კოლონიალურია? რასაც ჩვენ, „ხალხის ძალა“ ვამბობდით წერილებში წლების განმავლობაში, მათ შორის 3-4 წლის წინ, რომ ხედვა არ ჰქონდათ პარტნიორული, არამედ კოლონიალური, ვასალური დამოკიდებულება ჰქონდათ - აი, ეს პროცესები ვითარდება ახლა. შეუძლიათ [თქვან], მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომ ის, რაც გვინდოდა თქვენთვის, გამოგვივიდა ჩვენთვის!“
„საფრანგეთის მრავალ ქალაქში კომენდანტის საათია, იმდენად ვეღარ აკონტროლებენ. კომენდანტის საათი საქართველოში საბჭოთა კავშირის დროს იყო ბოლოს აქციებთან დაკავშირებით. 9 აპრილის შემდეგ აღარ ყოფილა. საფრანგეთის უამრავ ქალაქშია ახლა კომენდანტის საათი. კომენდანტის საათით რომ მართავ პროცესებს, იქ არის დემოკრატია და საქართველოში, სადაც მაქსიმალურად მართავდნენ ძალოვანი უწყებები პროცესებს, აქ არის დემოკრატიის უკუსვლა?! ახლა ჩვენ რა ვქნათ, გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ საფრანგეთში დემოკრატია უკან მიდის და შავი დღე გაუთენდა საფრანგეთის დემოკრატიას?! ესაა რეალობა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…