ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტრამპი-ზელენსკის დაპირისპირება - აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინელი კოლეგა სამშვიდობო გარიგების ჩაშლაში და ომით გამოწვეულ ადამიანურ მსხვერპლში კიდევ ერთხელ ღიად დაადანაშაულა

ნატო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთთან მოლაპარაკებებში ვოლოდიმირ ზელენსკის ჩანაცვლება მოითხოვა და ის სამშვიდობო გარიგების ჩაშლაში დაადანაშაულა. ზელენსკიმ ტრამპის მოთხოვნებს დაუშვებელი და უსამართლო უწოდა და ვაშინგტონის მხრიდან მხარდაჭერის შეწყვეტაზე ისაუბრა.

წაყენებული ბრალდებების და პირობების შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დღეს რუსეთთან მოლაპარაკებებში ვოლოდიმირ ზელენსკის ჩანაცვლება მოითხოვა. მედიასთან საუბრისას დონალდ ტრამპმა უკრაინელი კოლეგა სამშვიდობო გარიგების ჩაშლაში და ომით გამოწვეულ ადამიანურ მსხვერპლში კიდევ ერთხელ ღიად დაადანაშაულა.

დაუშვებელი და უსამართლო - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მოთხოვნებს. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ომის დაწყებისას უკრაინას შტატებში ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა მიღებული დაპირებების მიუხედავად ახლა ვაშინგტონიდან ვეღარც უფასო იარაღს, ვერც სადაზვერვო ინფორმაციას და დიპლომატიურ მხარდაჭერას იღებს.

შეერთებული შტატები უკრაინის ნატოში გაწევრიანებასაც ეწინააღმდეგება. მიზეზი ჯეი დი ვენსმა დაასახელა, ვიცე-პრეზიდენტმა ღიად თქვა, რომ ქვეყნის ალიანსში მიწვევა ამერიკას რუსეთთან ომში ჩაითრევს. თეთრ სახლში კიევთან სტრატეგიულ უთანხმოებაზეც საუბრობენ, ოფიციალური ვაშინგტონი თვლის რომ უკრაინა რუსულ ენერგოობიექტებზე განხორციელებული დარტყმებით ამერიკელ მომხმარებელს ფინანსურად აზარალებს.

ამ დრომდე უცნობია, როდის და რა პირობებით დასხდებიან კიევის, მოსკოვის და ვაშინგტონის წარმომადგენლები მოლაპარაკებების მაგიდასთან. გამოცემა The Wall Street Journal-ის ცნობით, მიმდინარე ომის საკითხზე სასაუბროდ პუტინმა ტრამპსა და სი ძინპინს, ზელენსკის მონაწილეობის გარეშე, სამმხრივი შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტრამპი - არ მსურს ისეთი რამის გაკეთება, რაც რუსეთს მოლაპარაკების მაგიდას მოაცილებს - ზელენსკის ომის დასრულება არ სურსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები