განუხრელად ვიცავთ ამ პრინციპებს, რასაც ჰქვია დემოკრატია, ადამიანის უფლებები - კობახიძე
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო განუხრელად იცავს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პრინციპებს, ხოლო ევროპაში ამის აღქმა დაკარგულია. მისი თქმით, ევროპული ბიუროკრატია მხარს უჭერდა რევოლუციურ მცდელობებს და ცდილობს ხელისუფლებაში იმ ძალის დაბრუნებას, რომელიც უფლებებს არღვევდა.

ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათ ყველაზე უკეთ ესმით, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ევროპაში კი ამის აღქმა დაკარგულია.
ის თვლის, რომ 2012 წლის შემდეგ მათი უმთავრესი მიღწევა არის ქვეყანაში დემოკრატიის და სამართლიანი სასამართლოს დამკვიდრება, რასაც განუხრელად იცავენ.
"ეს ადამიანი დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს უწოდებს იმ უმსგავსობას, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ამ წლების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე. ეს იყო რევოლუციის მოწყობის რამდენიმე მცდელობა, რასაც ღიად უჭერდა მხარს, სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია. ამას უწოდებენ ისინი დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს. ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, რა არის ადამიანის უფლებები. სამწუხაროდ, ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა და ამის სწორი ანალიზი.
საქართველო განუხრელად იცავს ამ პრინციპებს, რასაც ჰქვია სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატია, ადამიანის უფლებები. 2012 წლის შემდეგ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არის სწორედ დემოკრატიის დამკვიდრება, ადამიანის უფლებების დამკვიდრება და სამართლის უზენაესობის დამკვიდრება.
ამ ფონზე, სამწუხაროა, რომ ევროპული ბიუროკრატია კვლავაც მისტირის იმ აგენტურას, რომელიც მართავდა ამ ქვეყანას და რომელიც სწორედ სამართლის უზენაესობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელყოფით იყო გამორჩეული. ამ ადამიანებს უნდათ, ხელისუფლებაში დააბრუნონ სწორედ ის ძალა, რომლის ხელწერაც იყო და არის ადამიანის უფლებების დარღვევა, დემოკრატიის უგულებელყოფა, სამართლის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა. ეს, რა თქმა უნდა, სათანადოდ აისახება ქართული საზოგადოების დამოკიდებულებაზე, განწყობაზე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩმა ევროპის დღეებთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ისინი შეშფოთებულები არიან საქართველოში არსებული ვითარების გამო ადამიანის უფლებების კუთხით, დემოკრატიის კუთხით არსებული პრობლემების გამო.
ჰერჩინსკი: შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემოკრატიის კუთხით არსებული პრობლემების გამო
ციტატები სტატიიდან
„ეს ადამიანი დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს უწოდებს იმ უმსგავსობას, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ამ წლების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე. ეს იყო რევოლუციის მოწყობის რამდენიმე მცდელობა, რასაც ღიად უჭერდა მხარს, სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია. ამას უწოდებენ ისინი დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს. ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, რა არის ადამიანის უფლებები. სამწუხაროდ, ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა და ამის სწორი ანალიზი. საქართველო განუხრელად იცავს ამ პრინციპებს, რასაც ჰქვია სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატია, ადამიანის უფლებები. 2012 წლის შემდეგ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არის სწორედ დემოკრატიის დამკვიდრება, ადამიანის უფლებების დამკვიდრება და სამართლის უზენაესობის დამკვიდრება. ამ ფონზე, სამწუხაროა, რომ ევროპული ბიუროკრატია კვლავაც მისტირის იმ აგენტურას, რომელიც მართავდა ამ ქვეყანას და რომელიც სწორედ სამართლის უზენაესობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელყოფით იყო გამორჩეული. ამ ადამიანებს უნდათ, ხელისუფლებაში დააბრუნონ სწორედ ის ძალა, რომლის ხელწერაც იყო და არის ადამიანის უფლებების დარღვევა, დემოკრატიის უგულებელყოფა, სამართლის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა. ეს, რა თქმა უნდა, სათანადოდ აისახება ქართული საზოგადოების დამოკიდებულებაზე, განწყობაზე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?
პირველი რეაქცია შენი იყოს