ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია" - კობახიძე ისევ ევროკავშირის ელჩს აკრიტიკებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და ევროპული ბიუროკრატია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საქართველოში უკეთ ესმით დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ხოლო ევროპაში ამის აღქმა დაიკარგა.

"ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია" - კობახიძე ისევ ევროკავშირის ელჩს აკრიტიკებს
"ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია" - კობახიძე ისევ ევროკავშირის ელჩს აკრიტიკებსTV პირველი

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ევროპაში "დემოკრატიის სწორი აღქმა დაიკარგა".

"ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია" - ირწმუნებოდა დღეს კახეთში ჩასულ პრემიერი ჟურნალისტებთან

"ოცნების" ლიდერი გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დღევანდელ განცხადებებსაც, რომელმაც დღეს თელავში დემოკრატიის უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე ისაუბრა.

ეს ადამიანი დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს უწოდებს იმ უმსგავსობას, რომელიც ჩვენ ამ წლების განმავლობაში ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე, რევოლუციის მოწყობის რამდენიმე მცდელობას, რომელსაც ღიად უჭერდა მხარს, სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია.

ამას უწოდებენ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს. ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია და ადამიანის უფლებები. სამწუხაროდ, ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა და ანალიზი. საქართველო განუხრელად იცავს ამ პრინციპებს, რასაც სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატია, ადამიანის უფლებები ჰქვია. 2012 წლის შემდეგ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა დემოკრატიის დამკვიდრება, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრებაა. ამ ფონზე სამწუხაროა, რომ ევროპული ბიუროკრატია მისტირის იმ აგენტურას, რომელიც ქვეყანას მართავდა და რომელიც სამართლის უზენაესობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელყოფით იყო გამორჩეული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა ევროპული ბიუროკრატია ორმაგი სტანდარტებშიც დაადანაშაულა.

„ეს ადამიანები ერთადერთი რამით არიან შეშფოთებულები, რომ ვერც ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვერ დააბრუნეს ხელისუფლებაში სისხლიანი რეჟიმი. რაც შეეხება ორმაგ სტანდარტებს, ჩვენ მიჩვეულები ვართ, ამით გამოირჩევა ევროპული ბიუროკრატია წლების განმავლობაში.

ძალადობრივი აქციები, რაც 2024 წელს და მანამდე ვიხილეთ, იყო ინსტრუმენტი, რომ ხელისუფლებაში დაებრუნებინათ სისხლიანი პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. მხარს უჭერდნენ მოძალადეებს და მათ უწოდებდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს და მეორე მხრივ, გმობდნენ, მათ შორის ძალის პროპორციულ გამოყენებას. ერთი მხრივ იყო ძალის არაპროპორციული გამოყენება, რაც ჩვენც დავგმეთ, მაგრამ ამასთან ერთად სწორედ ეს ბიუროკრატები გმობდნენ ძალის პროპორციულ გამოყენებასაც,

სინამდვილეში ეს ადამიანები შეშფოთებულები არიან იმით, რომ ხელისუფლებაში ვერ დააბრუნეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ქართველი ხალხი ამ ადამიანების განზრახვას დაუპირისპირდა და გააკეთა არჩევანი, რომელიც სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურ და თანმიმდევრულ განვითარებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნახეთ ჰერჩინსკის განცახდებები:

ჰერჩინსკი საუბრობს, რა იქნება EU-ს მინისტრების მხრიდან განხილვის თემა ლუქსემბურგში, სადაც საქართველოზე უნდა იმსჯელონ

EU-ს ხელმძღვანელების წინააღმდეგ უპრეცედენტო თავდასხმა მიმდინარეობს, ამას შედეგი მოჰყვება - ჰერჩინსკი

ჰერჩინსკი: ევროკავშირისა და საქართველოს მჭიდრო კავშირს ბოლო პერიოდის ანტიევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებ

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ეს ადამიანები ერთადერთი რამით არიან შეშფოთებულები, რომ ვერც ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვერ დააბრუნეს ხელისუფლებაში სისხლიანი რეჟიმი. რაც შეეხება ორმაგ სტანდარტებს, ჩვენ მიჩვეულები ვართ, ამით გამოირჩევა ევროპული ბიუროკრატია წლების განმავლობაში. ძალადობრივი აქციები, რაც 2024 წელს და მანამდე ვიხილეთ, იყო ინსტრუმენტი, რომ ხელისუფლებაში დაებრუნებინათ სისხლიანი პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. მხარს უჭერდნენ მოძალადეებს და მათ უწოდებდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს და მეორე მხრივ, გმობდნენ, მათ შორის ძალის პროპორციულ გამოყენებას. ერთი მხრივ იყო ძალის არაპროპორციული გამოყენება, რაც ჩვენც დავგმეთ, მაგრამ ამასთან ერთად სწორედ ეს ბიუროკრატები გმობდნენ ძალის პროპორციულ გამოყენებასაც, სინამდვილეში ეს ადამიანები შეშფოთებულები არიან იმით, რომ ხელისუფლებაში ვერ დააბრუნეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ქართველი ხალხი ამ ადამიანების განზრახვას დაუპირისპირდა და გააკეთა არჩევანი, რომელიც სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურ და თანმიმდევრულ განვითარებას“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

პირველი რეაქცია შენი იყოს