პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: ევროპული ტრადიციული ღირებულებები ნიშნავს დემოკრატიის პატივისცემას, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემას, საქართველოსთან მიმართებით კი სერიოზულ პრობლემებს ვხედავთ - წახალისებულია "მოლოტოვის კოქტეილის" სროლა და პოლიციელების დაწვა

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, საქართველოსთან მიმართებით „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლისა და პოლიციელების დაწვის წახალისება ევროპის სერიოზული პრობლემა და ორმაგი სტანდარტია.

ევროპული ტრადიციული ღირებულებები ნიშნავს დემოკრატიის პატივისცემას, კანონის უზენაესობის პატივისცემას, ადამიანის უფლებების პატივისცემას და ამ კუთხით საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ვხედავთ სერიოზულ პრობლემებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბლინში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, როდესაც წახალისებულია “მოლოტოვის კოქტეილის” სროლა და პოლიციელების დაწვა, ეს ძალიან სერიოზული პრობლემის მიმანიშნებელია.

„მრგვალი მაგიდის ფორმატშიც გავამახვილე ყურადღება, რომ ეს არის მათ შორის დემოკრატიის კუთხით ევროპის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა. ევროპული ტრადიციული ღირებულებები ნიშნავს დემოკრატიის პატივისცემას, კანონის უზენაესობის პატივისცემას, ადამიანის უფლებების პატივისცემას და ამ კუთხით საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ვხედავთ სერიოზულ პრობლემებს. როდესაც შენთან წახალისებულია “მოლოტოვის კოქტეილის” სროლა და პოლიციელების დაწვა, ეს არის რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული პრობლემის მიმანიშნებელი. როდესაც კეთდება ამ ფონზე განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაბამისი პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, ეს არის სამართლის უზენაესობაში ჩარევა. როდესაც ერევიან შენს დემოკრატიულ არჩევნებში, ეს არის ბუნებრივია, დემოკრატიის პრინციპის ხელყოფა. როდესაც პირდაპირი განცხადებები კეთდება სასამართლოსთან დაკავშირებით, მიმდინარე სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, ეს არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში და სამართლის უზენაესობაში ჩარევა. ეს მიანიშნებს ძალიან სერიოზულ პრობლემებზე, გამოწვევებზე, რაც ფიქსირდება ევროპაში, მათ შორის კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით, არის ორმაგი სტანდარტების პრობლემა, ჩვენ აქაც გვაქვს ძალიან აქტიურად საუბარი და იმედი გვაქვს, ეს პრობლემები მომავალში მოგვარდება“, - განაცხადა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. POSTVსამთავრობოირაკლი კობახიძე: „ევროპული ტრადიციული ღირებულებები ნიშნავს დემოკრატიის პატივისცემას, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემას და ამ კუთხით საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ვხედავთ სერიოზულ პრობლემებს, როდესაც შენთან წახალისებულია “მოლოტოვის კოქტეილის” სროლა და პოლიციელების დაწვა, ეს ძალიან სერიოზული პრობლემის მიმანიშნებელია“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად, ჩვენ ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული ვრჩებითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები