პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ევროპელ ბიუროკრატებს არ აქვთ ფაქტები და არგუმენტები, მიღებული რეზოლუციები კი მხოლოდ აღქმებსა და სიცრუეზეა დაფუძნებული - თენგიზ შარმანაშვილი

საგარეო საქმეთა სამინისტროქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტირუსთავი 2

თენგიზ შარმანაშვილის მტკიცებით, ევროპელ ბიუროკრატებს ფაქტები არ აინტერესებთ და რეზოლუციებს საკუთარ აღქმებზე აფუძნებენ, ხოლო სამართლებრივ დავებში ყოველთვის კრახს განიცდიან.

ევროპელ ბიუროკრატებს არ აქვთ ფაქტები და არგუმენტები, მიღებული რეზოლუციები კი მხოლოდ აღქმებსა და სიცრუეზეა დაფუძნებული - თენგიზ შარმანაშვილი
რუსთავი 2

საქართველოში ევროკავშირის ელჩი ისევ თავს არიდებს შეკითხვას - ვინ არიან "თვითნებურად დაკავებულები", რომელთა გათავისუფლებას ევროპარლამენტი მიღებული რეზოლუციითაც ითხოვს. შეკითხვები დიდი ხანია არსებობს, თუმცა პაველ ჰერჩინსკის ეს სია არც საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაუგზავნია.

ევროპარლამენტარების ნაწილმა, ვინც ხელისუფლების დამხობის მცდელობისთვის გასამართლებული პაატა ბურჭულაძისა და ძალადობრივ აქციებში მონაწილე სხვა მსჯავრდებულების გათავისუფლება სტრასბურგიდან მოითხოვა, მხარდაჭერა გამოუცხადა ოპოზიციის გუშინდელ აქციასაც.

ევროკავშირის ელჩის დუმილი, "ქართული ოცნებისთვის" მორიგი დასტურია, რომ ევროპელ ბიუროკრატებს არ აქვთ ფაქტები და არგუმენტები, მიღებული რეზოლუციები კი მხოლოდ აღქმებსა და სიცრუეზეა დაფუძნებული.

"ეს მიანიშნებს იმას, რომ მათ არავითარი ფაქტები არ აინტერესებთ. ისინი ამ აღქმებს თვითონვე ქმნიან, მერე თვითონვე იღებენ თავისივე აღქმებზე რეზოლუციებს და მერე გაძალებენ, რომ მათ აღქმებს შეუერთდე. ამას დიდი ხანია ასე აკეთებენ. როგორც კი სამართლებრივ საკითხებზე გადადიან, რა თქმა უნდა, იქ ძალიან უჭირთ. რამდენი სასამართლოში წავიდნენ, სტრასბურგში ხომ ყველა წააგეს?! მიხეილ სააკაშვილის საქმე წააგეს, "რუსთავი 2"-ის საქმე წააგეს, გვარამიას საქმე წააგეს. ეს შემიძლია უსასრულოდ ჩამოვთვალო. რატომ? იმიტომ, რომ როდესაც ფაქტების შეფასებაზე მიდგება საქმე, როგორც კი ფაქტების წარმოდგენაზე მიდგება საქმე, იქ ყოველთვის კრახს განიცდიან", - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თენგიზ შარმანაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საგარეო უწყება – პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე გიორგი ზურაბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინააღმდეგ მორიგ რეზოლუციაზე, რაც ყალბი ნარატივების გასავრცელებლად მიზანმიმართული ნაბიჯიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები